Fish's Blog

აგნოსტიციზმი

Posted on: January 8, 2010


როდესაც ნეისმიერი სახის ინფორმაციას ვკითხულობ მებადება კითხვა: ხომ შეიძლებოდა ეს საერთოდაც არ მცოდნოდა? ან კი არსებობს ვინმე ვინც ყველაფერი იცის? სად გადის საზღვარი არ ცოდნასა და ცოდნას შორის? ამ ფიქრებში ვიყავი გართული ერთ ჩვეულებრივ, სხებისგან არაფრით გამორჩეულ დღეს.. მეგონა რომ არაფერი ვიცოდი ამ ქვეყნად , ლამის დეპრესია დამეწყო ამის გამო:(( დავჯექი კომპთან, შევედი ვიკიპედიაზე (რომლის მართალი გითხრათ , დიდად არ მჯერა:P) და ძიებაში დავწერე “არ ვიცი” და ჰოი საოცრებავ ეს რა ვნახე.. ჩემნაერებს (ზარმაცებს, ალბათ) თურმე თავისი მოძღვრებაც კი ჩამოუყალიბებიათ – აგნოსტიციზმი.

აგნოსტიციზმი არის იდეალისტური მოძღვრება, რომლის მიხედვითაც შეუძლებელია ობიექტური სამყაროს შეცნობა.
აგნოსტიციზმი ეჭვის ქვეშ აყენებს მსჯელობის ჭეშმარიტების მტკიცებასა და უარყოფას შემეცნებას რიგ სფეროებში.

აგნოსტიციზმი ისევე უთანხმდება ათეიზმს, როგორც თეიზმს , თუმცა ღმერთის რაციონალური შემეცნების ყოველგვარი შესაძლებლობა უარყოფილია. ანუ ამ საკითხში მათი პოზიციაა:

არ ვიცი და არც შემიძლია ვიცოდე.

თუმცა არიან მერყევი აგნოსტიკოსებიც, რომლებიც ასე პასუხობენ:

ამჯერად არ ვიცი, თუმცა მომავალში არ გამოვრიცხავ ცოდნას.

აგნოსტიციზმი ახლოს დგას თეიზმთან, შესაბამისად იუდაიზმთან, ისლამთან, ქრისტიანობასთან და ინდუიზმთან იმ თვალსაზრისით, რომ აგნოსტიციზმის მიხედვით, თუ დავუშვებდით ღმერთის არსებობას, მისი შემეცნების შესაძლებლობა მაინც დაუშვებელია.

რაც შეეხება ათეიზმს, ძირითადი სხვაობა აგნოსტიციზმსა და ათეიზმს შორის მდგომარეობს შემდეგში, რომ აგნოსტიციზმი ღმერთის პრინციპულ, რაციონალურ შემეცნების შესაძლებლობას უარყოფს, ხოლო ათეიზმი-ღვთის ფაქტიურ რწმენას. აქედან გამომდინარე, სხვაობა დიდია, თუმცა საზოგადოებაში რატომღაც ათეიზმთან უფრო ხშირად აიგივებენ, ვიდრე თეიზმთან.

ყველაზე ცნობილი აგნოსტიკოსები:

# მარკ ტვენი – საბავშვო მწერალი
# ვორენ ბაფეტი – ამერიკელი ბიზნესმენი და მსხვილი ინვესტორი, მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი
# ბილ გეიტსი – კომპანია “მაიკროსოფტის” დამაარსებელი და მფლობელი, ჟურნალ “ფორბსის” მილიარდერთა სიის ლიდერი
# ბრედ პიტი – ამერიკელი მსახიობი
# მარია კიური – პოლონელ-ფრანგი ფიზიკოსი ქალი, პირველი ადამიანი რომელმაც აიღო ნობელის პრემია ორ სფეროში:ფიზიკა(1903) და ქიმია(1911)
# ჩარლზ დარვინი – ინგლისელი მეცნიერი, ევოლუციისა და ნატურალური სელექციის თეორიის ფუძემდებელი
# ალბერტ აინშტაინი – გერმანელ-ებრაელი ფიზიკოსი, ადამიანი, რომელმაც ნახტომი გააკეთა მეცნიერებაში
# ტომას ჰენრი ჰაქსლი – ინგლისელი ბიოლოგი, ტერმინ “აგნოსტიკოსის” შემომტანი

წყარო:
http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=1488
http://ka.wikipedia.org/wiki/აგნოსტიციზმი

Advertisements

4 Responses to "აგნოსტიციზმი"

დარვინი და აინშტაინი აგნოსტიკები იყვნენ? რატომღაც მეეჩვება… ლინკი დადე რა მაინტერესებს.. 🙂

ძალიან გრძელი ლინკია და ვერ ვდებ (რუსთავი 2-ის ფორუმზეა), ალბათ მაქედან მექნება დადებული, არც მახსოვს კარგად, ნახევარი წლის წინ მაქვს დაწერილი.

და შენ რომელი ხარ მაგ სამიდან…

რომელი სამიდან, რა მკითხე ვერ მივხვდი. მე ზარმაცი ვარ და აგნოსტიციზმს ვიყენებ ფარად. 😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 401 other followers

Follow Fish's Blog on WordPress.com
%d bloggers like this: