Fish's Blog

Plato: Rationalism

Posted on: January 12, 2010

ძალიან კი მეზარება პოსტის დაწერა, მაგრამ, რომ არ დავწერო ვიცი მერე ვინანებ.. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ სწავლა დამეწყო და აგნოსტიცისტების მთავარი დევიზი

“არ ვიცი და არც შემიძლია ვიცოდე”

დროებით მაინც უნდა დავივიწყო (ყოველშემთხვევაში სანამ ეს სემესტრი დამთავრდება). ვალდებული ვარ დავუბრუნდე რეალობას და რაციონალურად შევაფასო ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობა ..

რაციონალიზმი, ასევე რაციონალისტური მოძრაობა ფილოსოფიური დოქტრინაა, რომლის მტკიცებით სინამდვილის შეცნობა შეიძლება განსჯითა და ფაქტების ანალიზით, რწმენის, დოგმისა ან რელიგიური სწავლების ნაცვლად.მის თავდაპირველ ფესვებს პლატონთან მივყავართ.

პლატონი – ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კლასიკური ხანის ბერძენი ფილოსოფოსი, სოკრატეს მოსწავლე, არისტოტელეს მასწავლებელი, ფილოსოფიური დიალოგების ავტორი, ათენის აკადემიის დამფუძნებელი. პლატონი ინტენსიურად ასწავლიდა აკადემიაში და ასევე დაწერილი აქვს ნაშრომები მრავალ ფილოსოფიურ თემაზე, რომელთაგან უმთავრესი მისი დიალოგებია, თუმცა ასევე შემორჩენილია რამდენიმე ეპიგრამა და წერილები. მიჩნეულია, რომ პლატონის დიალოგები თითქმის სრულიად არის შემორჩენილი ორიგინალში. თუმცა, ზოგიერთი დიალოგი, რომელსაც ბერძნები პლატონს მიაწერდნენ ამჟამად მიიჩნევა, რომ უფრო ადრინდელი წარმოშობის უნდა იყოს. პლატონის დიალოგების მთავარი პერსონაჟი სოკრატეა. თუმცა ამ დიალოგთა შემადგენლობის რა ნაწილი ეკუთვნის სოკრატეს ან თავად პლატონს დიდი კამათის საგანია, ვინაიდან სოკრატეს თავად საკუთარი შეხედულებები არ გამოუთქვამს. მიუხედავად ამისა, პლატონი უდავოდ განიცდიდა სოკრატეს გავლენას და მრავალი იდეა მის ადრეულ ნამუშევრებში სოკრატესგან ნასესხები უნდა იყოს.

  • ბევრი გადადის ჭკუიდან, მაგრამ ყველა სხვადასხვანაირად.
  • ერთროულად იყო ძალიან კარგი და ძალიან მდიდარი,შეუძლებელია.
  • სიხარულიც და მწუხარებაც იმაში ჰგვანან ერთმანეთს, რომ ორივე ერთნაირად გვიხშობს გონებას.
  • აზრები ერთმანეთს იმისთვის ებრძვიან, რომ დასძლიონ შეცდომა და მიაღწიონ ჭეშმარიტებას.
  • პოლიტიკა – ეს ერთად ცხოვრების ხელოვნებაა.
  • წიგნი არ არის ჩემი მასწავლებელი.
  • მხოლოდ მკვდარი დაინახავს ომის დასასრულს.
  • ვისაც შეუძლია ქვეყნის მართვა, არ აქვს ამის სურვილი, ხოლო მას, ვისაც სურვილი აქვს, არ გააჩნია საამისო უნარი.



Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 400 other followers

Follow Fish's Blog on WordPress.com
%d bloggers like this: