Fish's Blog

მარაზმი

Posted on: February 17, 2010


თავისუფალი ვარ.. ბევრი დრო მაქვს და ცოტა საქმე.. დროის უმეტეს ნაწილს ინტერნეტში ვატარებ.. ვკითხულობ უამრავ პოსტს სხვადასხვა ბლოგზე.. ერთი რაღაც შევნიშნე, დავფიქრდი და მინდა ამაზე დავწერო.. რატომ არ არსებობს ისეთი პოსტი სადაც სიტყვა მარაზმი არ არის გამოყენებული? ყველა რატომ წერს ქართულ ტელესივრცეში, ინტერნეტსივრცესა და საერთოდ, ზოგადად საქართველოში გამეფებულ მარაზმზე? ნუთუ არ შეიძლება ყველამ თავის საქმეს მიხედოს და სხვების დაცინვასა თუ გაკრიტიკებას შეეშვას.. არა კრიტიკა თავისთავად საჭირო და აუცილებელია, მაგრამ გააჩნია როგორ იქნება დაწერილი და ვის მიერ..
ქუჩაში, მეგობრების წრეში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში იმდენად ხშირად მესმის სიტყვა მარაზმი, რომლის მნიშვნელობა დარწმუნებული ვარ მხოლოდ ერთეულებმა იციან, რომ უკვე ეს სიტყვა მეჩვენება თვითონ ”მარაზმად”..

გადავწყვიტე ავხსნა რას ნიშნავს მარაზმი:

მარაზმ-ი [ბერძ. მარასმოს მოუძლურება, მოშვება] – 1. ადამიანის ფსიქიკური და ფიზიკური მოქმედების სრული დაქვეითება მოხუცებულობის ან ხანგრძლივი ქრონიკული ავადმყოფობის შედეგად. 2. (გადატ.). უილაჯობა, უუნარობა (მეცნიერებაში, ხელოვნებაში, პოლიტიკაში და სხვ.).

პიროვნების დაშლა (მარაზმი) ვლინდება კონტაქტების მოშლით გარშემომყოფებთან, მოუწესრიგებლობით, გაუმაძღრობით, რაც შერწყმულია კახექსიასთან. ავადმყოფები უმწეონი, საწოლზე მიჯაჭვულნი არიან. გარდა ფსიქიკის აღწერილი უხეში დარღვევებისა, გამოყოფენ აგრეთვე ნეგატიური ცვლილებების მსუბუქ ფორმებს. მათ საწყის გამოვლინებებს მიეკუთვნება ასთენიზაცია, ფსიქოპათიური ცვილებები. პიროვნების დონის დაქვეითებისას გარდა მომატებული გადაღლილობისა და გამაღიზიანებელი სისუსტისა, აღინიშნება აგრეთვე ფსიქიკური აქტიურობის ზოგადი დაქვეითება, ინტერესთა წრის შეზღუდვა, ინდივიდუალური დამახასიათებელი თვისებების ნიველირება.

დიდიხანი არ არის რაც მარაზმი სიგოიმესთან ასოცირდება ბევრისთვის, მაგრამ იმ ადამიანებს ვისაც ეს ასოციაცია აქვთ თვითონ სიტყვა ”სიგოიმე” ”მარაზმი” გონიათ.. ვფიქრობ სიტყვა ”მარაზმი” მეტად შეურაცხმყოფელია და არ ღირს მისი ასე ხშირად და ყველას მიმართ გამოყენება..

ამ პოსტით იმედია ბევრი გაიგებს (ერთ-ორი მაინც) მარაზმის ჭეშმარიტ მნიშვნელობას და ყოველ წინადადებაში არ გამოიყენებს მას..

Advertisements

2 Responses to "მარაზმი"

ახლა მარაზმი გამოიყენება როგორც “საშინელი”-ს სინონიმი… ასე რომ რას ერჩი ეგ განმარტება კი ყველამ არ იცის… სამედიცონოს ხალხის გარდა 🙂

ხოდა მაგაშია ზუსტად საქმე. 😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 400 other followers

Follow Fish's Blog on WordPress.com
%d bloggers like this: