Fish's Blog

გრძნობებში გარკვევა

Posted on: February 25, 2010


ყოველთვის მიჩნდება კითხვა, ნეტა ვინმე ფიქრობს ზუსტად ისე, როგორც მე? ალბათ, არა. ყველა ადამიანი ხომ ინდივიდუალური და სრულიად განსხვავებულია. როგორც ვიცით ტვინი დღედაღამ მუშაობს არდადეგების, შვებულების და დეკრეტის გარეშე. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, სწორედ იგი აკონტროლებს ორ სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციას ორგანიზმში: გულის მუშაობასა და სუნთქვას. მაგრამ არ დაგვავიწყდეს რომ გარდა ამ ყველაფრისა იგი ფიქრობს კიდეც (ნუ ყოველშემთხვევაში ჩემი კი :P).
აი ჩემი ფიქრები კი, ბრძოლის ველს გავს ჩემსა და ჩემს მეორე მეს შორის.. საოცრად განვსხვავდებით ერთმანეთისგან, რაც არ უნდა ვთქვა ან გავაკეთო არაფერი მოსწონს, ყველა აზრში მეწინააღმდეგება და ყოველთვის საბაბს ეძებს, რომ მეჩხუბოს. ელემენტარულ საყოფაცხოვრებო წვრილმანებზეც კი თავისებური აზრი აქვს და რაც მთავარია ჩემგან სრულიად განსხვავებული.


ახლა მინდა წარმოგიდგინოთ ერთი ჩვეულებრივი, სხვებისგან არაფრით განსხვავებული დიალოგი, კამათი ჩემს მეორე მესთან.. და რაზე თუ იცით? ტანსაცმელზე..:

– რა ჩავიცვა?
– მე რავიცი, რაც გინდა ის ჩაიცვი.
– უიმეე, შენს მეორე მე გქვია რა, ტფუი..ამას ჩავიცმევ.
– ხო ეგ ჩაიცვი და მენაგვეები, რომ ჩაგივლიან შემთხვევით თავიათ მანქანაში თუ ჩაგაგდეს არ გაგიკვირდეს და შეიფერე.
– შენ რა გინდა ვაბშე, შე მათხოჯო. აბა რა ჯანდაბა ჩავიცვა მითხარი.
– აი ეს.
– მადლობა რჩევისთვის და კიდევ უფრო დიდი მადლობა ღმერთს, რომ აზროვნების უნარი მომანიჭა და უარის თქმა შემიძლია შენს უგზოუკლოდ დახვეწლ რჩევაზე.
– აუფ.. წადი რა, აწი მე შენ რამე გითხრა..
– არც მჭირდება, ვინ გკითხა ვაბშე რამე, ვერ მოკეტავ?! ამას ჩავიცმევ და მორჩა.
– ფუუუ… და ვის ტვინში ვცხოვრობ (საფეთქლებს იზელს), ამას მერჩია დაჟე კოხორას ტვინში მეცხოვრა, ის …. დამიჯერებდა მაინც.
– ჰოდა მიბრძანდი, არავის დაუპატიჟებიხარ. გამომიჩნდა აქ მოდის კანონმდებელი. წაეთრიე რა ვაბშე მათხოვარო შემოკედლებულო.
– კიდე საკითხავია ვინაა შემოკედლებული ბომჟო ლოთო.
– რავიცი იმ დღეს კი კარგად სვამდი.. მიდი, მიდი კიდე ერცთიცო იხვეწებოდი 😀 არაფრის ღირსი არ ხარ.
– სულ ტიტველი წადი თუ გინდა. არ მკიდია?! მართლა ტუგადუმი თევზი ხარ რა.
– შენ ვინ ხარ ერთი? ძაან მაინტერესებს.
– მე მოაზროვნე თევზი ვარ 😛 :D.
– აუფ, რა შუტნიცა ხააარ, გაიღვიძა ხო ისევ დახშულმა ტალანტმა თუ როგორაა? 😀
– არ მაინტერესებს, ჩაიცვი დროზე და წაეთრიე დაგაგვინდა თუ ხვდები საერთოდ მაგდენს.
– ხო, კაი, კაი. რამდენი დრო დამაკარგვინე, ვინ ხარ საიდან მოხვედი?! ვერ გიტან.
– მოგიწევს ჩემი ატანა სიკვდილამდე და სიკვდილის მერე თუ რამეა იქაც. იF.

გრძელდება ფიქრი და გრძელდება ომი. და ასე ყოელდღე, ყოველდღე რა – ყოველწამს. მერე მოვა ვიღაცა და მეტყვის გრძნობებში გარკვევა გჭირდებაო :D.. მაგრები არიან ეს ეკონომისტი ფსიქოლოგები..
Advertisements

2 Responses to "გრძნობებში გარკვევა"

სამედიცინოში დააგვიანე? 🙂

სხვათაშორის ყოველთვის ბოლო წამს გავდივარ, მაგრამ თითქმის არასდროს ვაგვიანებ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 400 other followers

Follow Fish's Blog on WordPress.com
%d bloggers like this: