Fish's Blog

BIOLOGY: ბაყაყები

Posted on: March 10, 2010

ბავშვობიდან მაინტერესებდა ბიოლოგია, სხვადასხვა თევზის, მწერის, ფრინველის თუ ქვეწარმავლის ანატომია, ფიზიოლოგია და ცხოვრების ნირი. როცა პირველ კურსზე ბაყაყი გავჭერით და მისი კუნთების აგზნებადობაზე ჩავატარეთ ცდები ეს იყო ნამდვილი ზეიმი ჩემთვის, კარგა ხანი ვინახავდი ასანთის კოლოფში ბაყაყის აყროლებულ თვალს, მაგრამ მერე რა ბედი ეწია აღარ ვიცი, დაიკარგა სადღაც.

მოკლედ ეს ამხელა შესავალი იმისთვის გავაკეთე, რომ გამცნოთ გადავწყვიტე გავაკეთო ახალი განყოფილება ჩემს ბლოგზე სახელწოდებით BIOLOGY . დავწერ მხოლოდ იმ ცხოველებზე, რომლებიც ყველაზე საიტერესოდ მეჩვენება, მათი განსაკუთრებულობისა და სხვებისგან განსხვავებულობის კრიტერიუმით.
პირველი პოსტი მინდა მივუძღვნა რაღა თქმა უნდა ბაყაყებს. (თემატურად ჩაჯდა და მხოლოდ მაგიტომ :P)

ბაყაყები

ბაყაყები და გომბეშოები მიეკუთვნებიან ამფიბიებს – ხერხემლიანთა ჯგუფს. ისინი ცივსისხლიანი ორგანიზმები არიან, რადგან მათი სხეულის ტემპერატურა გარემოს ტემპერატურის ტოლია.
საკმაოდ ბევრი რამის დაწერა შეიძლება ბაყაყებზე: სხეულის ფორმის, გადაადგილების თავისებურების, გამრავლებისა და განვითარების შესახებ, მაგრამ ვფიქრობ ყველაზე საინტერესო მათი კვება და თავდაცვის მექანიზმია.
მაშ ასე კვება: ბაყეყები, ძირითადად, ცოცხალი, მოძრავ მსხვერპლზე ნადირობენ. უმეტესობა მწერებით იკვებება. მსხვერპლის სიდიდე კი დამოკიდებულია თავად ბაყაყზე და მისი პირის სიდიდეზე..
როგორც კი მსხვერპლს დააფიქსირებს, ბაყაყი მობრუნდება და მისკენ გაექანება. მსხვერპლის იგი იჭერს თავისი წებოვანი ენით. ბაყაყი კბენისა და ღეჭვის გარეშე, პირდაპირ ყლაპავს მსხვერპლს, ამ დროს მისი თვალები იბერება პირის ღრუს შიდა მხარეზე, რაც მას ხახის მიმართულებით საკვების გადაგზავნაში ეხმარება, მაგრამ ხანდახან ასეც ხდება 😀
თავდაცვა: ბაყაყებით მრავალი სხვადასხვა სახის ცხოველი იკვებება, რის გამოც, მათ გამოიმუშავეს რეაქციების ფართო სპექტრი და, ასევე, სხვადასხვა ადაპტაციები. ზოგიერთი სახეობის წარმომადგენელი ამ დროს ძლიერ აგრესიული ხდება და მტაცებელს არ გაურბის, მიუხედევად იმისა, რომ მათ ნამდვილი კბილებიც კი არ აქვთ. თავად ეს ფაქტი ძლიერ შთამბეჭდავია. ბაყაყების გარკვეულ ჯგუფს კი ამგვარ შემთხვევაში მხოლოდ თავისი შეფერილობის ან მოხატულობის იმედი აქვს. ხეებზე მხოხავი ბაყაყების უმრავლესობა მოსვენებისას ერთგვაროვნად, ყავისფრად ან მწვანედაა შეფერილი, თუმცა საშიშროების დროს ისინი სწრაფად ბრუნდებიან და გამოაჩენენ სხეულის შიდა მხარეზე არსებულ კაშკაშა შეფერილობას. ფერის ამგვარი უეცარი ცვლილება ხშირად აბნევს მტაცებელს, ბაყაყი კი ამით სარგებლობს და თავის დაღწევას ახერხებს.
სულ ეს იყო, იმედია მოგეწონათ.. შევეცდები მომავალში უფრო საინტერესო ფაქტები მოგაწოდოთ.

3 Responses to "BIOLOGY: ბაყაყები"

ჩვენმა მასწავლებელმა კიდე ცნს-ის გათიშვის მაგივრად დეკაპიტაცია გაუკეთა და ყველაფერს გრძნობდა უბედური ბაყაყი… ვირთხა არ გაგიფატრავთ?

სამწუხაროდ არა :(( ვირთხა არ გაგვიფატრავს.

ბევრი გამაზე… 🙂

Leave a reply to იკა Cancel reply

Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 52 other subscribers
Follow Fish's Blog on WordPress.com