Fish's Blog

ქამელეონი

Posted on: March 13, 2010

ალბათ ყველას გსმენით ქამელეონის უნიკალურობის შესახებ, მართლაც საოცარია მისი გარდასახვის უნარი. გარემოს შესაბაამასად ფერის ცვლილება მხოლოდ მისთვისაა დამახასიათებელი. დარწმუნებული ვარ, რომ ერხთხელ მაინც ყველას გასჩენია სურვილი, წამით უხილავი ყოფილი გამოუვალ და უხერხულ სიტუაციაში. ბევრისთვის ამოუცნობია ეს ფენომენი, ამიტომაც გადავწყვიტე ამის შესახებ დავწერო.

ქამელეონის კანში სამი ფერის საღებავია: შავი, ყვითელი და წითელი. ყოველი მათგანი ავსებს სპეციალურ უჯრედებს – ქრომატოფორებს. ქრომატოფორებს შეუძლიათ შეიკუმშონ პაწაწინა წერტილივით, მაგრამ ამასთანავე შეუძლიათ გაფართოვდნენ კიდეც. ამ შემთხვევაში ისინი პატარა ვარსკვლავების ან ობობების ფორმას იღებენ და ცხადია ამ მდგომარეობაში გაცილებით მეტ ფართობს იკავებენ.
შავი ქრომატოფორები ფართოვდებიან წითლებთან ერთად, ხოლო ყვითლები იკუმშებიან, ქვეწარმავალი ყავისფერ ფერს იღებს, თუკი ყვითელს ოდნავ შავი შეერევა, მას მწვანე ან მოცისფროი ფერი გადაჰკრავს.
თუ ყოველივე ეს სხეულის სხვადასხვა ნაწილში სხვადასხვაგვარად ხდება, მაშინ სხეულზე შეიძლება წარმოიქმნას ნაირნაირი ნახატი.
ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ყველაზე საინტერესოა როგორ ხვდება თითოეული ქრომატოფორი როდის უნდა შეიკუმშოს და როდის უნდა გაბართოვდეს.. ამ ყველაფერს კი ის ნერვული იმპულსები არეგულირებს, რომელიც ნერვული სისტემიდან მოდის.


მართლაც საოცარი და ამოუცნობია ჩვენი სამყარო, ქამელეუნს ღმერთმა უნიკალური თავდაცვითი მექანიზმი არგუნა, მაგრამ სამაგიეროდ მას არ აქვს განვითარებული სმენის აპარატი

Advertisements

2 Responses to "ქამელეონი"

ქამელეონის გარდა კიდევ ბევრი ცხოველი იცვლის ფერს გარემოს შესაბამისად… 🙂 რვაფეხები მაგალითად…

საინტერესოა, მაგათზეც დავწერ ოდესმე!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 401 other followers

Follow Fish's Blog on WordPress.com
%d bloggers like this: