Fish's Blog

Fish

Posted on: March 19, 2010

დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ინტერნეტი უკიდეგანო სივრცეა..
ყველაფრის მოძიებაა შესაძლებელი, მხოლოდ მონდომებაა საჭირო. მაგრამ მე სულ სხვა რამეზე მინდა დავწერო.. სრულიად შემთხვევით, ყოველგვარი ძიების გარეშე აღმოვაჩინე ინგლისელი როკ/პოპ-მუსიკოსი Fish.. წარმოგიდგენიათ?! პროგრესიულ როკ ჯგუფ მარილიონის ყოფილი ლიდერი და ვოკალისტი, პერკუსიონისტი და მსახიობი. იგი ზუსტად იმ მუსიკას ქმნის, რომელსაც მე ვუსმენ, და ეს ყველაფერი სრულიად შემთხვევით. ერთ ჩვეულებრივ დღეს შევედი YouTube-ზე და ჩემს მთავარ გვერდზე Fish-ი დავინახე.
აქვე პატარა მიმოხილვა..
მებაღეობისა და მეტყევეობის შემდეგ, Fish-მა (დერეკ უილიამ დიკი), 1981 წელს, ბრიტანულ სცენაზე გასვლა სცადა. მსმენელის ყურადღება მიიქცია მისმა გამოჩენამ ჯგუფში მარილიონი. ჩარტებში წარმატება მოპოვებული იქნა მუსიკოსის ქარიზმატული იმიჯით, დინამიური სასცენო მოძრაობებით, ჯგუფის მელოდიური სიმღერებით და არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორით – Fish-ისა და პიტერ გებრიელის ვოკალების მსგავსებით.
მარილიონიდან წასვლის შემდეგ Fish-ს საკმაოდ წარმატებული სოლო-კარიერა ჰქონდა. თუმცა იგი არასოდეს ივიწყებდა ჯგუფს, რომელმაც წარმატება მოუტანა და 2007 წლის 26 აგვისტოს მის ერთ-ერთ კონცერტს შეუერთდა მარილიონის თითქმის ყველა წევრი.
ამჟამად Fish-ს შემოქმედებითი პაუზა აქვს, რადგან პრობლემები აქვს ყელთან დაკავშირებით, რაც სიმღერის დროს პრობლემას უქმნის.
ძალიან მომწონს, რომ არ დამეწერა არ შემეძლო.
მოუსმინეთ, იქნებ თქვენც მოგეწონოთ.
არა რაღაცა არსებობს..

Facebook
Fish
Fish

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 401 other followers

Follow Fish's Blog on WordPress.com
%d bloggers like this: