Fish's Blog

ძიება.

Posted on: April 10, 2010

დიდი ხანია თმის შეჭრა მაქვს გადაწყვეტილი, როგორც იქნა დრო გამოვნახე და დღეს მოვახერხე. კარგა ხანი ვფიქრობდი, როგორი ვარცხნილობა შემერჩია, განვიხილე სხვადასხვა ვარიანტები. თითქმის ყველა რაღაც მიზეზის გამო დავიწუნე. ბოლოს რაოდენ ბანალურიც არ უნდა იყოს კარე შევიჭერი, რატომღაც მეგონა არ მომიხდებოდა, მაგრამ ვინც ნახა მეტ-ნაკლებად ყველას მოეწონა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კი დიდი გზა გავიარე:

ეს ვარიანტი დავიწუნე, იმიტომ რომ როცა გაიზრდებოდა უშნოდ დადგებოდა.

ამისთვის ყოველდღე ახალად დაკრეფილ გვირილებს ვერ ვიშოვიდი 😦

ამითი შენობაში, განსაკუთრებით დაბალ ჭერიანში, ვერ გავიმართებოდი და წელის ტკივილს ავიკიდებდი..

ეს ორიც ძალიან მომეწონა, მაგრამ ყოველ დილით 8 საათზე ძილბურანში მყოფი, ნამდვილად ვერ დავიყენებდი და თუ მოვახერხებდი, პროპელერი უკან გამომივიდოდა და შველს სამ ან ორხ რქას მივაბამდი..

ამითი მუდმივი შიშის ქვეშ ვერ ვიცხოვრებდი..

ამან სიმსონების კლოუნი, კრასტი გამახსენდა და რატომღაც ჩავთვალე, რომ ხალხი ასეთი ვარცხნილობით სერიოზულად არ აღმიქვამდა.:|

ბოლოს თავი დავიწყნარე, ახალ წლამდე გამეზრდება და ასე დავიყენებ.
აბა რას იტყვით? ნუთუ არ მოგწონთ? :O

Advertisements

7 Responses to "ძიება."

rac gakvs is jobia..momindoma experimentebi.. 😀

ნუ ხო, მემგონი სწორი არჩევანი გავაკეთე 😀

ვააააააააააახ… რამდენი ვიცინეე :)))))))))))))მაგრამ სურათების გარდა შენს კომენტარებზე ვიხარხარე. :)))))მე გადახოტრვა მინდოდა ერთი პერიოდი. ალბათ ახლაც მინდა, არვიცი.

ხო გადახორტილი მთლად არა, მაგრამ ძაან ცოტა რომაა დატოვებული მეც მომწონს , Sinead O'Connor-ს რომ აქვს ისე. მაგრამ კარგი თავის ფორმა არ მაქვს და არ მომიხდება 😦

ის შველი არაა მგონი, ჟირაფია :))გაქაჩავდი ჟირაფობას? 🙂 სახალისო იყო. მომწონს კარგად ილუსტრირებული პოსტები. შენი კარეც მიგემატებინა ბარემ

ჯირაფი მე კოპლებიანი ვიცი =))ნორმალური სურათი (თუ საერთოდ მექნება ეგეთი :))), რომ მექნება კარეთი, დავდებ 😛

😀 😀 😀 😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 401 other followers

Follow Fish's Blog on WordPress.com
%d bloggers like this: