Fish's Blog

”ამერიკული სიბრძნე”

Posted on: April 28, 2010

ალბათ ყველას გსმენიათ ამერიკის ზოგიერთი შტატის ცოტა არ იყოს სულური, სახალისო და ჩვენთვის ყოვლად მიუღებელი კანონების შესახებ. ხშირად ვიცინით, ხუმრობა გვგონია და წარმოუდგენლად გვეჩვენება. ვცდილობთ ახსნა მოვუძებნოთ ვის დასჭირდა ამა თუ იმ კანონის შემოღება და ასეთი სასაცილო სასჯელის დაწესები.
გადავწყვიტე მოვიძიო რამდენიმე კანონი აშშ-ს კანონმდებლობიდან და შევეცადო ავხსნა, განვმარტო და თევზის თვალით დაგანახოთ ”ამერიკული სიბრძნე”. მაშ ასე დავიწყებ :
მიჩიგანში ქმრის ნებართვის გარეშე ცოლი თმას ვერ შეჭირის.
ამის წაკითხვისთანავე ჯერ გამიჩნდა ფემინისტური პროტესტი: და ქმარს რატომ შეუძლია ცოლის ნებართვის გარეშე თმის შეჭრა. შემდეგ დავფიქრდი ნუთუ სამართლიანობითა და თანასწორობით გამორჩეულ ქვეყანაში ირღვევა ნების თავისუფლად განხორციელების უფლება, გენდერული თანასწორობა. მერე რა, რომ ქალია, თანაც ამერიკელი, ნუთუ არ შესწევს უნარი თმის შეჭრის შესახებ რაციონალური და გააზრებული გადაწყვეტილება მიიღოს?

ეს ჩემი ფილოსოფია იქით იყოს და ნეტა რა სასჯელს დაუწესებენ თმაშეჭრილ ქალბატონს, რომელსაც თმა უკვე კოჭებამდე წვდებოდა და სიარულში ხელს უშლიდა, ქმარი კი 20 წლის დაღუპული ყავს. რა უნდა ექნა ასეთ ქალს, რომელიც უკვე 65 წლისაა, ცოლადაც არავის მიჰყავს, მისგან რომ ნებართვა აიღოს, სახსრები ისედაც აწუხებს და ახლა კიდევ ეს გრძელი, მძიმე თმა.
ალბათ თქვენ იტყვით შესაძლოა უქმრო ქალებს არ ეხებათ ეს კანონი, მე კი გიპასუხებთ ამ ქალმა არ აიღო ქმრის გარდაცვალების დამადასტურებელი საბუთი, რადგან ეკონიმიკურად უჭირდა რა მის პენსიას უკანონოდ ითვისებდა. შეიძლება არც უჭირდა, მაგრამ სასამართლოზე ხომ ნამდვილად ამით გაიმართლებს თავს. აქ კი მივხვდი, რომ ეს ქალი ნამდვილად იმსახურებს სასჯელს. სახელმწიფოს ატყუებ – ატყუებ, ფულს იპარავ – იპარავ, გრძელი თმა ვეღარ უნდა ატარო? შეირგე რა.
ეს ქალი იმსახურებს სასჯელს. უნდა გასამართლდეს მიჩიგანის კანონის 65,78 მუხლის 3,05 პუნქტის ”ჭ” შესწორებით სისულელის ჩადენის შესახებ.

ნეტა ვინ შეთხზა ეს კანონი? და როგორ იპოვა იმდენი თანამოაზრე რომ კანონი კონსტიტუციაში შევიდა. მოკლედ ამას ისე ვერ მივხვდებოდი, ისევ ფანტაზიას მოვუხმე: ეჰეჰეიიიიიი ფანტაზია..
მოკლედ ერთ მშვენიერ დღეს პარლამენტარების (თუ ამერიკაში კანონს ვინ იღებს, ჩორტ ეგო ზნაეტ) ცოლები შეიკრიბნენ და სალონში ერთად წავიდნენ. საქმით გათანგული, უაღრესად საჭირო კანონის შემთხზველნი დაბრუნდნენ სახლში და რას ხედავენ: ერთის ცოლს თმა საერთოდ არ აქვს, მეორესას ალაგ-ალაგ აქვს, მესამესას საოცრებები ახატია თავზე, მეოთხესას ვარდისფერი თმა პანკივით აქვს შეჭრილი და ა.შ.

გაოგნდნენ დიდებული, პატივცემული, მთელს ამერიკაში ცნობილი სახელმწიფო მოღვაწენი, ეს რა დაგვემართაო, დალაქს დავიჭერთ და არ გავახარებთ, მაგრამ სანამ ამათ თმა ამოუვათ ის ისევ დაიწყებს თავის საქმიანობასო, ამიტომ შეიკრიბნენ და მოიგონეს კანონი:
ქმრის ნებართვის გარეშე ცოლი თმას ვერ შეიჭრის.
მას შემდეგ კანონი გავიდა დასამტკიცებლად და რა თქმა უნდა ერთხმად დამტკიცდა. მას შემდეგ ქმრები მშვიდად ცხოვრობენ, ცოლები ითხოვენ თმის შეჭრის თავისუფლებას, დალაქები კი მეტ დასაქმებას.

იმედია მოგეწონათ ჩემი ფანტაზიური წიაღსვლა, შემდეგისთვის შევეცდები კიდევ მოგაწოდოთ მსგავსი ისტორიები, მეტი დამაჯერებლობითა და იუმორით.

გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას.
თმის შეჭრის თავისუფლება ნუ მოგიშალოთ ღმერთმა.
Advertisements

2 Responses to "”ამერიკული სიბრძნე”"

ქმრის ნებართვის გარეშე ცოლი თმას ვერ შეიჭრის

0_o!! :ს

ეგრე უნდათ მაგათ! ჰკა მაგას! სარზე გასმით უნდა დაისაჯონ თმის შემჭრელი ქალები! კოცონი,კოცონი,კოცონი! :ხალხის ხმა:

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 401 other followers

Follow Fish's Blog on WordPress.com
%d bloggers like this: