Fish's Blog

10:9 ანუ ფარჩაკი მხატვრების შემოქმედება.

Posted on: May 17, 2010

17 მაისი. დამეზარა უნივერსიტეტში წასვლა. მე და ჩემი თანასექტელი თეკინიო გავუდექით გზას, ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ, ბევრი ვიარეთ.
მერე გადავწყვიტეთ შეგვესვენა და მივაკითხეთ ჩვენს ე.წ. ”სოკოს ბაღს”. რაოდენ გულის ამაჩუყებელიც არ უნდა იყოს წვიმის პირველი სერია იქ, პირველი წვიმის ბაღში, ვიწვნიეთ.


პირველი წვიმის ტო ისწ სოკოს ბაღი 🙂 ვავა :((( ფარჩაკი მხატვრების შემოქმედება

კვლავ ავირჩიეთ ცხოვრების მოძრავი წესი და გადავწყვიტეთ ახალი ხიდი გვენახა, მშვიდობის. დაახლოებით ამ დროისთვის უკვე დავიწყეთ მიხვედრა, რომ დღეს უბანძესად ვღადაობდით და ისიც გაგვახსენდა, რომ დღეს ლუზერთა საერთაშორისო დღეა (ყველა ლუზერს გილოცავთ, ჩემი თამადობით). ამასთან დაკავშირებით ჩავრთეთ ბანძ-ღადაობა საზომი და ავიწყეთ ათვლა, რატომღაც თეკინიომ აიჩემა რომ გამარჯვებული ნაკლები ქულების მქონე მოასპარეზე უნდა გამხდარიყო, მე ამასთან დაკავშირებით პროტესტი გამოვთქვი, იმიტომ რომ უკვე ბლომად მქონდა ქულები დაგროვილი, თუმცა ჩემი პროტესტი მიიფარცხა მთაწმინდელი ქვეშაფსია ქილერის მიერ.

ხო მართლა არ დამავიწყდეს ყველა ადგილას სადაც გავჩერდით, პატარა თანაჩანახატი გავაკეთეთ. პარალელურად გთავაზობთ მათ.

ახლა კი დავუბრუნდები მშვიდობის ხიდს.
იქამდე ცოტა ხნით აბანოებთანაც შევისვენეთ. პატარა ჩანახატის გასაკეთებლად.


ძველი თბილისური ვოიაჟი (ფარჩაკი მხატვრების მე-2 გაჩერება)

მშვიდობის ხიდი: ძალიან მომეწონა მოაჯირებზე წვრილი განათება, მაგრამ რაღაც ნამეტანი ყანყალებდა (შეიძლება ჩვენ მოგვეჩვენა, მაგრამ აშკარად არ ვიყავით მთვრალები), როგორ იქნა გავასწარით.
იმ დროისთვის წვიმის მეორე სერია დაიწყო, ჩვენც ამაყად შევხვდით მას და ამჯერად უკვე შარდენის ქუჩის პირდაპირ რო ბაღია, სახელი არ ვიცი, იქ აღმოვჩნდით.


წვიმს და მეტი აღარ შეგვიძლია :(( გვისველდება შედევრი :)) 4:4 ( 5:4 უკვე)

ცოტა დრო გავიდა, თუ ბევრი დრო გავიდა, ბევრი დრო გავიდა. წამოვედით და ჩვენს ოო დიდ თანასექტელ თიკინიოს ძღვენი მივართვით. თიკინიო (მწვანე კალია, ე.წ. დეიდა) იმდენად ყმაყოფილი დარჩა, რომ საღამოს ათ საათამდე სინთეზატორი ვერ გამოვგლიჯეთ ხელიდან, იმღერა მაგრამ რა იმღება, ვიმღერეთ, მაგრამ რა ვიმღერეთ, ვიმღერეთ. სულ ეს იყო, მერე სახლში წამოვცუნცულდი და ეხლა ამას ვჯახირობ.

თიკინიო და თეკინიო იქა, თაკინიო აქა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 401 other followers

Follow Fish's Blog on WordPress.com
%d bloggers like this: