Fish's Blog

Koi FISH

Posted on: June 10, 2010


ამ ბოლო დროს დამაინტერესა ტატუებმა და მათმა მნიშვნელობამ, არა მგონია გავიკეთო თუმცა სურვილი მაქვს. რატომღაც თევზის ტატუზე შევაჩერე არჩევანი, თუმცა სანამ უშუალოდ მასზე წავაწყდებოდი ინფორმაციას უარავი სტატია წავიკითხე, ზოგადად თევზის სიმბოლიკაზე.
ბევრი ანტიკური სამყაროსთვის თევზის სიმბოლო ასოცირდებოდა პირველ რიგში წყალთან, დედასა და უდიდეს ქალღმერთთან.

თევზის სიმბოლო პირველად გვხვდება ჩვ. წ-მდე 6000 წელს ჩრდ. ევროპის ერთ-ერთ გამოქვაბულში, უფრო მოგვიანებით ინდურ კერამიკაზე, რაც მიუთითებს მის ანტიკურობასა და დიდ პოპულარობაზე ძველა სამყაროში.
რაც შეეხება თევზის ტატუს, არსებობს თევზის ტატუს უამრავი სახესხვაობა, მისი უამრავი სახეობიდან გამომდინარე, თუმცა ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს, ჰოროსკოპის ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით მცურავი თევზები და იაპონური ლეგენდის გმირი თევზი KOI.

იაპონური ლეგენდის თანახმად თევზი KOI მიცურავს დინების საწინააღმდეგო მიმართულებით, რათა გადალახოს დრაკონის კარიბჭე ყვითელ მდინარეზე და თავად გადაიქცეს დრაკონად. KOI Fish-ს მოაქვს იღბალი, გარდა ამისა იგი ასოცირდება ამბიციასთან და თავგადასავალთან, წარმატებასთან და უდიდეს სიძლიერესთან.
მართალი გითხრათ მე დიდად არ მომწონს KOI Fish-ი, ჩემთვის იგი გადატვირთულია, მე კი, ალბათ გეცოდინებათ, რომ სიმარტივე და სისადავე მიზიდავს.
ძალიან საინტერესოა სხვადასხვა სახეობის თევზის მნიშვნელობა, თუმცა თავს არ შეგაწყენთ, თუ დაინტერესდებით დაწვრილებით აქ იხილეთ.

Advertisements

6 Responses to "Koi FISH"

ვაა დაჟე სიზმარში?? 😀 :Dხო, მიდი ნახე, თუ მოგეწონა.

ვერა, ვერ გავიკეთებ, იმიტომ რომ ყველას უნდა ვცე პატივი, იქამდე მაინც სანამ დამოუკიდებელი გავხდები. ვერაფერსაც ვერ ვიზამ იმის მიუხედავად რომ უკვე 20-ის ვარ. 😐

მეც ეგრე ვიყავი. ზუსტად. მაგრამ ერთ დღესაც წავედი და გავიკეთე. იყო ჩხუბი, მაგრამ მერე ყველა შეეგუა.

გოგო რა არის იცი, რო ვუთხარი მინდა მეთქი ჯერ ამიხსნეს რატო არა, და მერე მითხრეს დამოუკიდებელი ადამინი ხარ და რაც გინდა გააკეთეო. ოღონდ ეს ყველაფერი ისე მითხრეს რომ , რო გავიკეთო ეგ იმას ნიშნავდეს იქნება რომ მკიდია საერთოდ მაგათი აზრი, პატივს არ ვცემ და ვიცი მერე ძალიან გაცივდებიან ჩემს მიმართ და არ მინდა. მოვითმენ ცოტა ხანს. რა ვქნა.

ხო და კიდევ ბოლოს დედაჩემმა დააყოლა ხომ არ დაგაკომპლექსეო, და რაღაც ისეთი სინანულით მითხრა თითოქოს არ უნდოდა ჩემი წყენინება. რომ ეჩხუბა ალბათ უფრო გავიკეთებდი და ეხლა არ შემიძლია.

ხო მესმის. მე უბრალოდ იმ დღეებში თუ თვეში ვამბობდი, უნდა გავიკეთო მინდამეთქი. ეტყობა იფიქრეს, ეს რაღაც სულელური ახირება არისო და წაუყრიეს. ერთ დღესაც ( ეს იყო 2008 წლის 8 ივნისი) სახლში მივედი. თან დედაჩემი და ჩემი და სარეცხებით დარბიან და საერთოდ არ ეცალათ ჩემთვის. მივედი და ვუთხარი, რაღაც უნდა გითხრათ, მაგრამ მშვიდად შეხვდითმეთქი ამ ამბავს და ვანახე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 400 other followers

Follow Fish's Blog on WordPress.com
%d bloggers like this: