Fish's Blog

PhotoFantasy: Abbey Road

Posted on: July 11, 2010

რაღაც სიახლე მჭირდება სასწრაფოდ.
00:22-ია ვერაფერს მოვიმოქმედებ გარდა პოსტის დაწერისა, ყველა ფინალს უყურებს, რაღაც მეტს ველოდი მე ამ ჩემპიონატისგან, არადა თავიდან როგორ ვემზადებოდი, ყველა შეხვედრის ყურებას ვაპირებდი და.. ნუ მოკლედ არ მაინტერესებს ჰოლადნია:ესპანეთი.

ეხლა სიახლეს რაც შეეხება მინდა ბლოგს ახალი განყოფილება დავამატო PhotoFantasy. ავირჩევ ნებისმიერ ფოტოს და მოივიფიქრებ რამე ისტორია, ხშირად ვაკეთებ ამას ცხოვრებაში, ჩაწერა არასდროს მიცდია ვნახოთ რა გამოვა. Kate შენს მეტი ჩემს ბლოგს მაინც არავინ კითხულობს, ასე რომ შენ მოგმართავ:
იმედია მოგეწონება ჩემო მკითხველო.

დარწმუნებული ვარ ყველამ იცის Beatles-ის მეთერთმეტე ალბომის Abbey Road-ის ფოტო. ვფიქრობ ამაზე ბევრი საინტერესო ამბის მოფიქრება შეიძლება. როდესაც უყურებ და ყვები ადვილია, მაგრამ ესე ჩამოყალიბებულად დაწერა ძნელი ყოფილა. რო გამიადვილდეს კითხვებს დავსვამ და შევეცდები ვიპოვო პასუხი.პირველი რაც დაგვაინტერესებს ალბათ იქნება სად მიდიან. შემდეგი დაკვირვებით მივხვდებით რომ ალბათ მეტად მნიშვნელოვან საქმეზე, ოთხივე ძალიან სერიოზული და მოტივირებულია, ანუ იციან რა უნდათ და სადაც მიდიან.შემდეგი ეტაპი თითოეულის ცალცალკე განხილვა იქნება, როგორი გამომეტყველება აქვთ რა აცვიათ, მაკარტნის სიგარეტი უჭირავს, რაღაცაზე ნერვიულობს და აი, ევრიკა ერთი ხელჩასაჭიდი გვაქვს მაკარტნი ფეხშიშველია.


დავინახე თუ არა მთელი ისტორია თვალწინ დამიდგა, ყველაფერს მივხვდი ეხლა ისღა დამრჩენია თქვენ მოგაწოდოთ.

მაკარტნის ფეხსაცმელი გაეხა, ან მოპარეს ეს უფრო რეალურია. ბევრი ინერვიულა (სიგარეთი ხელში) ფეხსაცმლის სხვა წყვილი თან არ ჰქონდა. რა დარჩენოდა გადაწყვიტა საყიდლად თავად წასულიყო, მაგრამ მეგობრები რისი მეგობრები არიან ჭირში თუ არ დაგვეხმარნენ. ჰარისონმა შესთავაზა ჩვენ წავალთ და გიყიდითო, მერე რინგო ჩაერთო ჩვენ რო ვუყიდოთ და არ მოერგოს რა გავაკეთოთო? ლენონმა როგორც იქნა ხმა ამოიღო და ასე მოიფიქრა ყველა ერთად წავიდეთ, ყველა ერთისთვის და ერთი ყველასთვის თუ როგორც არისო, იტოგში ჩვენც გამოგყვებითო რა.

გაუდგნენ გზას.

მაგრამ სად იყო და სად არა პაპარაცებმა შეამჩნიეს და ფოტოები გადაუღეს. ხოჭოები არ აღელდნენ, არ აყვნენ ნერვებს და ოლიმპიური სიმშვიდით ჩაიარეს ქუჩა. სწორედ ამ დროსაა ეს ფოტო დაფიქსირებული.
მაკარტნიმ რა თქმა უნდა იყიდა ფეხსაცმელი და გააგრძელა თავისი ვარსკვლავური ცხოვრება.

ეს ყველაფერი თქვენ ალბათ სისულელე გგონიათ მაგრამ მე ამას მხოლოდ ამ ფოტოს ნახვით ვერ მოვიფიქრებდი. უნდა გაგიმხილოთ: მე მეორე ფოტოც მაქვს ნანახი, ახლა თქვენც ნახეთ და ყველაფერს მიხვდებით.

დასკვნას ასეთს გამოვიტან: ოთხი ხოჭო გადავიდა ქუჩაზე, მათ იყიდეს ფეხსაცმელი მაკარტნისთვის და და გადმოვიდნენ უკან.


ეს იყო და ეს, იმედია მოგეწონათ ჩემი PhotoFantasy-ა.

გისურვებთ წარმატებებს, ფეხსაცმელი ნუ დაგაკარგვინოთ განგებამ ნურასდროს.

4 Responses to "PhotoFantasy: Abbey Road"

მაგრად ვიხალისე თევზო ! 😀 და შესწორება : შენს მკითხველებში მეც შევდივარ …. 😀 მაგარი იყო ველოდები next PhotoFantasy-ას. alxaza var 😉

ჰამ… მეორე ფოტო მართალია თუ მონტაჟია? 😀

არა, არაა მონტაჯი. რომ იღებდნენ რამდენიმე ვარიანტი გადაიღეს და ბოლოს ის შეარჩიეს,რომელიც ყველამ იცის.

O.o ბოლო ფოტომ ყბა დაბლა ჩამომიწია 😀 😀 😀

Leave a reply to Fish Cancel reply

Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 52 other subscribers
Follow Fish's Blog on WordPress.com