Fish's Blog

არალეგალურია თევზს დაალევინოთ ალკოჰოლი

Posted on: July 19, 2010

არ მასვენებს ფიქრი ამ სულელურ კანონებზე, თვალი გადავავლე რამდენიმეს და გამაოცა კანონმა: არალეგალურია თევზს დაალევინოთ ალკოჰოლი. ზუსტად არ ვიცი სად, რომელ შტატშია ეს კანონი გაბატონებული, მაგრამ ნამდვილად ერთ-ერთ ამერიკულ სიბრძნეთაგანია.
ეხლა შევეცდები ავხსნა ეს სულელური კანონი და თევზის თვალით დაგანახათ.
ერთი შეხედვით ყველას შეიძლება ეგონოს რომ ეს კანონი შეთხზა თევზებზე მზრუნველმა, ბუნების დამცველმა. თევზების ბედ-იღბლით შეშფოთებულმა ადამიანმა. მაგრამ მე რის თევზი ვარ ამ ადამინის ბოროტ განზრახვას რო ვერ ჩავწვდე. საქმე იმაშია რომ ეს ადამიანი თევზების მტერია, არა იმიტომ რომ თევზებს დალევა უყვართ, ის კი ამის აკრძალვას ცდილობს, არა. იმიტომ, რომ იგი მეთევზეა. გაგიკვირდათ? ან მე საიდან ვიცი? ვიცი. მოკლედ რაში დასჭირდა ამ ადამიანს თევზებზე ”ზრუნვა”. პირდაპირ გეტყვით, შელამაზების გარეშე: მას სურს თევზებზე დინამიტით თევზაობა, ალბათ გაგიგიათ, ჩააგდებ დინამიტს მდინარეში და რამდენიმე წუთში ზედაპირზე ასეული თევზი ტივტივებს.

ყველაფერი სწორედ ასე მოხდებოდა წინა ღამით თევზებს არალეგალურად ალკოჰოლი რომ არ ეყიდათ ვინმე ვანიასგან. ვანია ვინაა და რას საქმიანობს ეგ ცალკე საკითხია, ეგ არაა ეხლა ჩვენთვის პირველხარისხოვანი. ალბათ იცით სპირტისა და ცეცხლის ურთიერთქმედებით რა შეიძლება მოხდეს, იგივე მოხდა მთვრალი თევზებისა და დინამიტის მოქმედებით. ნავი ცაში აიჭრა და დასახიჩრებული ბატონი კანონმდებელი აღმოჩნდა საავადმყოფოში. რამდენიმე თვის შემდეგ კი გამოვიდა ვითომ თევზების დამცველი და შეთხზა ეს ერთი შეხედვით არაფრის მთქმელი კანონი. ეს კაცი იყო ძალიან გავლენიანი და არ გაუჭირდა თანამოაზრეების შეგროვება, ასე აღმოჩნდა ეს კანონი ამერიკის რომელიღაცა შტატის კანონმდებლობაში.

ალბათ დაგაინტერესებთ საიდან ვიცი მე, რიგითმა თევზმა ეს ამბავი. გაგიმხელთ, რამდენიმე დღის წინ ვიყავი შორეული ახლობლის გასვენებაში და იქ გავიგე, ზვიგენმა შეჭამა საწყალი 😦 მერე ეს ზვიგენი მოუძებნიათ ნათესავებს (სვანეთიდან არიან წარმოშობით) და შურის ძიების მიზნით დაუწვავთ. ჩვენ კი ამ ზვიგენის და მაშასადამე გამბუზია ბაბუას ფერფლს დავტიროდით ;(

Advertisements

3 Responses to "არალეგალურია თევზს დაალევინოთ ალკოჰოლი"

საშტატო განრიგი:
ვასო ჩორგოლაშვილი _ ნაწილის ხელმძღვანელი
სოსო ანჩაბიძე _ ავტორი
ბელა
ბატონი ვაჟა _ დირექტორი
გრიშა _ მნე
მიხო _ მღებავი
ქალბატონი თამარი _ მოლარე
თინა _ დირექტორის მდივანი
ოთარი _ მოადგილე
შუქრი გამელაური _ საბჭოს წევრი
იროდიონი
კოტე
ბორისი
კაკო
გივი _ არ ჩანს

დამიმტკიცებენ როგორ ფიქრობ? 😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 401 other followers

Follow Fish's Blog on WordPress.com
%d bloggers like this: