Fish's Blog

სიზმარი: ბეწვი

Posted on: July 29, 2010

მივრბივარ, ალბათ ისე როგორც ლოლა.

შემამაჩნია ანიამ და გამომეკიდა, ეტლით.

მე ვერ ვამჩნევ და გავრბივარ.

შევდივარ შენობაში, სადაც სანთლის შუქია, ოთახის ბოლოში დგას მაგიდა, რეგისტრატურაა. მაგიდის უკან პატარა კარი. მე დაუკითხავად მივდივარ კარისკენ, ვაღებ კარს, რომელიც მუხლებამდე მწვდება, ვიხედები შიგნით და ვხედავ ძალიან დიდ სტადიონს, მზე ანათებს, ქონდრის კაცები მიდი-მოდიან. ჩემს დანახვაზე ყველა ჩემსკენ მოდის. ამ დროს ანიაც დამეწია. უცებ ვიღაც ბიჭი შემოვიდა, რომელიც ძიუდოს კლუბს ეძებდა. ჩემზე პატარა იყო, მაგრამ მაინც შემიყვარდა. გამოვედით ხელიხელჩაკიდებულები და დავიწყეთ ძიუდოს კლუბის ძებნა, თუმცა მე რატომღაც მეგონა, რომ როკ-კლუბს ვეძებდით.

სადღაც გაქრა, მე მარტო დავრჩი და შევხვდი ჩემი კლასელის ძმას, იმ კლასელის რომელიც დედის ერთაა. ეს მაღალი, ქერათმიანი, ცისფერთვალება ძმა ცდილობდა თავი მოეწონებუნა ჩემთვის, მე მეზიზღებოდა, ვცდილობდი თავიდან მომეშორებინა და ბოლოს გამოვიქეცი.

საღამოა და სიზმრის დახურვაა, ფოიერვერკი. მოვიდა ძიუდოს კლუბის მაძებარი, ცისფერმაიკიანი, ხუჭუჭთმიანი ბიჭი ჩამეხუტა და მე დავმშვიდდი.

რა დასაწერი ეს იყო, მაგრამ ამ წუთას მოვჩი ფილმის ყურებას, რომელსაც ისეთივე სუნი ქონდა როგორც ჩემს სიზმარს, თავისი ქონდრის კაცებით, ფოტოგრაფით, გულის ამრევი ლამაზმანებით და პატარა კარით, რომელსაც თუ გააღებ ყველაფერს ჩაწვდები, მთავარია არ შეგეშინდეს.

Advertisements

9 Responses to "სიზმარი: ბეწვი"

^_^ გამეღიმა ^_^

ჩემი სიზმრებიც ჩახლართულია, მაგრამ ასეთივე შინაარსიანი ^_^

ხუჭუჭთმიანი მენატრება, ნეტა მალე დაღამდეს :S 😀

ძალიან არ შეტოპო თორემ ეგ სიზმარში საცხოვრებლად გადასვლას მოგთხოვს… 🙂 მერე ბლოგს რაღა ეშველება… 🙂

😀 😀 დავშორდით ერთმანეთს.

kidev kargi torem avnerviuldi:)

rogor gixaria swavlis dawyeba…? 🙂

იმდენად მიხარია მეგობრების ნახვა, რომ მზად ვარ კვირაში ერთხელ ფარმქიმიაც კი ავიტანო 😀

ძალიან გყვარებია მეგობრები 🙂 გაუმართლათ 🙂

მე უფრო გამიმართლა, ისეთი მეგობრები მყავს. 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 400 other followers

Follow Fish's Blog on WordPress.com
%d bloggers like this: