Diane Arbus
Posted July 30, 2010
on:
დიანა არბუსი (იგივე დიანა ნემეროვი) იყო რუსულ-ებრაული წარმოშობის ამერიკელი ფოტოგრაფი. იგი იყო პირველი ფოტოგრაფი, რომელმაც გადაუხვია ტრადიციულ სტილს და დაიწყო ისეთი ადამინების გადაღება, რომლების დანახვა საზოგადოებაში ზიზღს, გაოცებას ან დაცინვას იწვევდა. ესენი იყვნენ ჯუჯები, გოლიათები, ტრანსვესტიტები, ნუდისტები და ცირკის მსახიობები.
1972-ში დიანა გახდა პირველი ამერიკელი ფოტოგრაფი, რომლის ფოტოები წარადგინეს ვენის ბიენალეზე. მილიონობით ადამიანმა ნახა მისი შემოქმედება 1972-1979 წლებში. 2006 წელს გადაიღეს ფილმი ბეწვი ნიქოლ კიდმანის მონაწილეობის, რომელიც ასახავს დიანა არბუსის ცხოვრების წარმოსახვით ვერსიას. სწორედ ამ ფილმა გადამაწყვეტინა მასზე პოსტის დაწერა.
აღფრთოვანებული ვარ ამ შემოქმედის გამბედაობით. იგი როგორც ყველა თევზი (დაიბადა 1923 წლის 14 მარტს) დეპრესიული, თავის გრძნობებში დაკარგული ადამინი იყო. თუმცა შეძლო თავისი სურვილებში გარკვევა და მათი შესრულება.
ახლა კი შემოგთავაზებთ მის რამდენიმე ფოტოს. გირჩევთ უყუროთ ფილმს – ბეწვი.
თუ თევზი ხარ ყველაფერს მიხვდები. შეიძლება შენი თავიც კი ამოიცნო დიანა არბუსის წარმოსახვით პორტრეტში. იქნებ ოდესმე მეც და შენც მოვიკრიბოთ იმდენი ძალა, რომ შევძლოთ საკუთარ გრძნობებში და სურვილებში გარკვევა.
Advertisements
6 Responses to "Diane Arbus"

სად ხარ ადოლფ, ცოტა ხანი წამოგახედა …


[…] დაიან არბუსი, ფოტოგრაფი, რომელმაც 20 საუკუნის […]

July 30, 2010 at 8:25 pm
ყველანი თავისებურად დეპრესიულები, და ჩვენს თავში დაკარგულები ვართ :შ
საიტერესოა… ^_^
July 31, 2010 at 9:26 am
შენც თევზი ხარ? 🙂 რა მაგარია.
დეპრესიულები ვართ, მაგრამ ყველას არ შეუძლია იმის აღიარება, რომ მოგვწონს ეს მდგომარეობა, რაღაცა მაგით ვსულვდგმულობთ ხო?!
დაკარგულები ვართ ნამდვილად >>
https://tevzi.wordpress.com/2010/04/16/35/