Fish's Blog

ქართული ნაბიჯები სიყვარულის კიბეზე

Posted on: August 31, 2010

გუშინწინ ბოდიალის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მხარზე მოვიკიდე ჩემი ზენიტი და მოვიბოდიალე მთაწმინდა-ვერის რაიონის პარკები.ყველას ჩამოთვლას არ დავიწყებ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ყველაზე მეტად მიყვარს სულხან-საბას ბაღი, სადაც გავატარე მთელი ბავშვობა, სადაც ვერასდროს ნახავ  ”შეყვარებულ წყვილს”, სადაც ყოველთვის ისმის ბავშვების ჟრიამული და სადაც ყოველთვის ვკატაობ საქანელაზე.

მოდით დავუბრუნდეთ ე.წ. ”შეყვარებულ წყვილებს”. საერთოდ საინტერესოა. სად იცნობენ ეს ადამიანები ერთმანეთს. პირველი რაც თავში მომდის სკოლათა შორის უსკოლესი, საერთაშორისო შებმის ცენტრი, უსაქმურობის კერა ”ოდნოები” მახსენდება.

სკოლა დავადგინეთ, ეხლა უმაღლესი გვაინტერესებს, სად შეილება დაოსტატდეს წყვილი თავის სიყვარულში, რა თქმა უნდა ვერის ბაღში, ბაკალავრიატი ქვემოთ, მიყრუებულ ადგილებშია გახსნილი. ბევრი სტუდენტი არ კმაყოფილდება მიღებული ცოდნით. მაგისტრატურა ასეთი სტუდენტებისთვის მისწრებაა, რომელიც ალექსანდროვის ბაღის ყოველ სკამზეა გახსნილი. მოგეხსენებათ მაგისტრატურა თეორიულთან ერთად საგნის პრაქტიკული ნაწილის შესწავლასაც გულისხმობს. ამიტომ  აქ  ხშირად შევხვდებით ერთმანეთზე ზედმეტად, მე ვიტყოდი  ”ფიზიკურად” შეყვარებულ წყვილებსაც.

ვინც უმძიმეს სახელმწიფო გამოცდებს წარმატების ჩააბარებს, მიიღებს მაგისტრის დიპლომს.
შემდგომი სწავლის გაგრძელებაზე, დოქტურანტურაზე, გადაწყვეტილებას წყვილი ერთად იღებს და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში დაიწყებს იმ მძიმე ტვირთის ზიდვას რასაც ოჯახი ქვია. თუმცა მოგეხსენებათ სწავლების ამ უმაღლეს საფეხურს ბევრი ვერ აღწევს.
ვერის პარკში მოსულმა ამ უაზრო  იდეამ გადამაწყვეტინა ამის შესახებ პოსტი დამეწერა.
პოსტი შეკვეთილია. ამიტომაც რბილად რომ ვთქვათ დიდად არ მომწონს.
შემკვეთი – მე.
Advertisements

4 Responses to "ქართული ნაბიჯები სიყვარულის კიბეზე"

არა… დოქტურანტურამდე ბევრი აღწევს მაგრამ მისი წარმატებით დახურვას ვერ ახერხებს ბევრი… 🙂 ოჯახის შექმნა მაღაზიაში წასვლასავით აქვს უკვე ხალხს… 🙂

კარგი ბოდიალის დღე იყო … ნაყოფიერი …. :)) :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 400 other followers

Follow Fish's Blog on WordPress.com
%d bloggers like this: