Fish's Blog

პაულო კოელიო – ზაჰირი.

Posted on: September 2, 2010

გადავწყვიტე ჩემს ბლოგს ახალი კატეგორია ”წავიკითხე და მომეწონა” დავამატო.
ალბათ მიხვდით, პოსტებს დავწერ იმ წიგნების შესახებ, რომელიც მომეწონა. წიგნის მოკლე მიმოხილვით და ჩემთვის საინტერესო ფრაზებით შემოვიფარგლები.

წავიკითხე: პაულო კოელიო – ზაჰირი.
პაულო კოელიოს ეს რომანი უამრავ ავტობიოგრაფიულ მომენტს შეიცავს, მოგვითხრობს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის მარადიულ პრობლებაზე და კიდევ ერთხელ შევახსენებს, რომ სიყვარულზე მნიშვნელოვანი არაფერია. გვასწავლის არა მარტო ჩვენი მეორე ნახევრის, არამედ ცხოვრების სიყვარულს. თუ კარგად დაუკვირდებით აუცილბლად აღმოაჩენთ სიტყვების მიღმა დამალულ აზრს და ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლით.


ადამიანთა უმრავლესობა, ხომ, უბრალოდ ბრმად მისდევს ამა თუ იმ დოგმას და ხშირად ფანატიკოსადაც იქცევა ხოლმე, რადგან ფანატიზმი ეჭვებისაგან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალებაა.


თუ ოდნავ მაინც აზროვნებ უნდა დაეჭვე.


ისიც კი ვინც თავის საქმეს აკეთებს, მაინც იტანჯება.


ტრაგედია და ტკივილი ცხოვრების ნაწილია და არ შეიძლება, სასჯელივით აღიქვა.

ნამდვილი მეგობრები ლხინის დროს გიდგებიან გვერდით, გამარჯვებები უხარიათ, სიხარულში არ გტოვებენ, ყალბი მეგობრები კი მხოლოდ გასაჭირში ჩნდებიან, საოცრად მოწყენილ, ”სოლიდარობის” გამომსახველ სახეებს მიიწებებენ და ხვდები, რომ შენი ტკივილი მათთვის თავიანთი უჟმური ცხოვრების მალამოა და მეტი არაფერი.


სიძულვილის ენერგია ვერსად წაგიყვანს ჩემო კარგო, მაგრამ პატიების ენერგია, სიყვარულის მიღმა, რომ იმალება ხოლმე, შენს ცხვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.


დააფასე შენი დრო ამ პატარა დედამიწაზე.


მაგ შენი თავისუფლებით ისე ხარ შეპყრობილი, ხან მარტო დარჩენისა გეშინია, ხან ვინმესთან ყოფნისა, შენც ვერ გაგიგია რა გინდა.


ჩვენი სამყარო სიყვარულის მოსასხამშია გახვეული: ჩვენ ვფლობთ ქარის, ზღვის და მზის ენრგიას, მაგრამ, როცა ადამიანი სიყვარულის ენერგიის მართვას შეძლებს, ეს მსოფლიოსთვის ცეცხლის მოპოვებაზე მნიშვნელოვანი იქნება.


ერთად ვიყავით, თუმცა ერთმანეთის მიმართ არანაირ ვალდებულებას არ ვკისრულობდით.


თავისუფლად უნდა ვაკეთოთ ის, რისიც გვჯერა , და არა ის, რასაც ეკლესია და მთავრობა ითხოვს.


ხმა ენერგიაა, მხოლოდ მას შეუძლია, შეახვედროს ის ადამიანები, ვინც ამისთვის უკვე მზად არიან.


მშობლებს მთელი ცხოვრება სჯერად, რომ ერთმანეთის გაკრიტიკების უფლება ქორწინებისას მიიღეს, სჯერად, რომ დაპირება – ”საყვარელო ჩვენ ყოველთვის ბედნიერები ვიქნებით” – აუცილებლად უნდა შეინრჩუნონ, ყოველდღიური უბედურების ფასად, მაგრამ უნდა შეინარჩუნონ.


ბრძოლა გვაცოცხლებს, გვამოქმედებს, წინააღმდეგობის გადალახვის უნარს გვინერგავს, მაგრამ ჩვენ არ ვიბრძვით, უბედურებაც ესაა. სამაგიეროდ, მშვიდად მივაბიჯებთ იქით, სადაც ყველაფერი მოწესრიგებულია, სადაც სიყვარული არ ქმნის პრობლემებსა და წინააღმდეგობებს.


ჩვენ ყველას არათუ გვემუქრება სიკვდილი, ადრე თუ გვიან, ყველა მოვკვდებით.


არ შეიძლება ძალიათ მოიპოვო ის, რისი დროს ჯერ არ დამდგარა.


”მოკვდა, მაშინ, როცა ცოცხალი იყო!”
უაზრობაა! მაგრამ მე მართლა ვიცნობდი ისეთ ადამიანებს, რომლებიც სიცოცხლეშივე მკვდრები იყვნენ; მკვდრები მუშაობდნენ, ჭამდნენ და საპატიო სოციალური მდგომარეობა ჰქონდათ. ავტომატურად მოქმედებდნენ, ვერ ტკბებოდნენ ჯადოსნური წუთებით, ახალ დღეს რომ მოაქვს. ცხოვრების სასწაულებზე არასოდეს ფიქრობდნენ და ვერ ხვდებოდნენ, რომ მომდევნო წამი, შასაძლოა, ცხოვრების უკანასკნელი წამიც ყოფილიყო.


დღე კარგი იყო… დაე დაღამდეს!


ვინ გითხრა, რომ მწვერვალი ვაკეს სჯობია?!

მძულს, არ მიყვარს სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა, მაგრამ სილაჩრე უფრო მეტად მძულს. ყოველთვის როცა ასეთი სისუსტეების შემოტევას ვგრძნობ, საკუთარი თავი მთელ ერთ კვირას მეზიზღება.


მე ”მე” არ ვიყავი და ეს ძალიან მომწონდა.


-რატომ წერთ?
-იმიტომ, რომ სხვებისთვის ჩემი ემოციების გაზიარება მჭირდება. წერა კი საუკეთესო საშუალებაა.


იქნებ ყოველ დღე განსხვავებული საქციელი ვაკეთო; რესტორანში გვერდით მჯდომ უცხო ადამიანთან ვისაუბრო; საავადმყოფოები მოვინახულო; შიშველი ფეხებით წყლის გუბეებში ვიტყაპუნო;  ერთმანეთს მოვუსმინოთ და კუთხეში მიგდების ნაცვლად, სიყვარულის ენერგიას თავისუფლად მოძრაობის საშუალება მივცეთ.


უჩინარი სამყარო ყოველთვის ხილულში ვლინდება.


რატომ გვიყვარს ზოგიერთი ადმიანი და რატომ გვძულს სხვები?
სად მივდივართ სიკვდილის შემდეგ?
რატომ ვიბადებით თუ ბოლოს მაინც უნდა მოვკვდეთ?
რას ნიშნავს ღმერთი?
სტეპი  ქართან ხმა შეწყობილად მეხმიანება, ეს უკვე საკმარისია; ყოველთვის ვიცით, რომ ცხოვრების ფუნდამენტურ შეკითხვებს პასუხი არასოდეს გაეცემა, თუმცა კი შეჩერების უფლება არა გვაქვს. წინ უნდა ვიაროთ!

Advertisements

3 Responses to "პაულო კოელიო – ზაჰირი."

საინტერესოა ^_^

მომეწონა. სამწუხაროდ არ მაქვს წაკითხული “ზაჰირი”,მაგრამ სურვილი გამიჩნდა= )) აუცილებლად წავიკითხავ.

“მარტოობაზე უფრო აუტანელი ის არის, როცა გვერდით გყავს ადამიანი, რომელსაც რატომღაც ჰგონია, რომ შენთვის აგარაფერს ნიშნავს…”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 400 other followers

Follow Fish's Blog on WordPress.com
%d bloggers like this: