Fish's Blog

გიყვარდეს იქამდე სანამ შენთან არის!

Posted on: September 29, 2010

ადამიანები არ იცვლებიანო, ვინ თქვა ეს სისულელე. ერთი ის ვერ გავიგე მე შევიცვალე თუ ისინი. უცებ მივხვდი, რომ ის ვინც უმნიშვნელოვანესი იყო და ყველაზე საყვარელი, ახლა ყველაზე არაკომფორტული გახდა. დავიკარგე.


ინტერესები შეგვეცვალა? ნეტა საერთოდ რატომ შორდებიან ადამინები ერთმანეთს? ახსნა ერთადერთია: ისინი იცვლებიან.

უბრალოდ მე ვერ ვხვდები რატო უნდა მაინტერესებდეს საეჭვოდ მოპოვებული პოპულარული ადამიანების პირადი ცხოვრება, ჭორები, ვინ ვისთან წევს და ვის რა აცვია. არ მაინტერესებს.

სამაგიეროდ მაინტერესებს თევზები და კოსმოსი, როგორც ის ამბობს. უფრო სწორედ მაინტერესებს ჩემი ბლოგი, ჩემი აზრები, ფიქრი ამაოებაზე, უზენაესის ძიება, არსის ძიება და ტანჯვა. მჯერა, რომ რასაც ვინატრებ აუცილებლად ამისრულდება თუ დავიჯერებ.

რა უნდა ვქნა, არც არაფრის შეცვლას არ ვაპირებ.

მერე რა, რომ მეოცნებე ვარ, ხანდახან სიზმრიდან სიზმრამდე ვცხოვრობ და ტვინის პარალელურ სამყაროებში ვმოგზაურობ. ვცდილობ ყველაფერში მისტიურობა, ზერეალობა დავინახო. ვხატავ იმას რასაც მთლიანად მეც კი ვერ ვწვდები, თუმცა დალიმ თქვა და მეც ვეთანხმები: თუ შენ აღიქვავ საკუთარ ნახატს, ჯობია საერთოდ არ დახატო ის. მომწონს მინიმალიზმი ყველაფერში, ჩემი დევიზია, ყველაფერი გენიალური მარტივია. კიდევ ვცოცხლობ კადრიდან კადრამდე, აღელვებულს ყოველთვის მამშვიდებს თუნდაც ერთი და თუნდაც წარუმატებელი ფოტო. აი ასეთი ვარ და არაფრის შეცვლას არ ვაპირებ.

როდესაც გეუბნებიან რომ უინტერესო ხარ და მიგითითებენ შენს სისულელეზე, არ უნდა გეწყინოს, თუ თვითონ არ ფიქრობ ასე. არა არ მწყინს, უბრალოდ გულსატკენია როცა ასე შენთვის მნიშვნელოვანი ადამიანი ფიქრობს.

მორჩა აღარ ვიფიქრებ ამაზე იმიტომ, რომ მასზე ბებრად უფრო ახლობელი, მე ვიტყოდი მონათესავე სული ვიპოვე. რეალობაში არც კი ვიცნობ, მაგრამ ასე უკეთესიცაა, იმიტომ რომ ისეთს წარმოვიდგენ როგორსაც მე მინდა.

ხო და კიდევ არ დამავიწყდეს, ყოველთვის არსებობს ადამინი, რომელიც გაგიგებს, დაგამშვიდებს და გაიზიარებს შენს ტკივილს, ვიცი სისულელეა ეს ყველაფერი, მაგრამ ახლა მნიშვნელოვნად მეჩვენება და ამიტომაც მომინდა დაწერა.

Advertisements

3 Responses to "გიყვარდეს იქამდე სანამ შენთან არის!"

ადამიანები არ იცვლებიან… იცვლება ნიღბები ადამიანზე… 🙂

არავინ არ იცის ხვალ ვინ (რა) იქნება….

ისე მსოფლიო ერთ დიდ აკვარიუმად რომ გადავაქციოთ, წინააღმდეგი ხომ არ ხარ? ^_^ :დ

:*

:* რა მაგარი იდეაა კლოუნჩიკ!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 401 other followers

Follow Fish's Blog on WordPress.com
%d bloggers like this: