Fish's Blog

ვარკეთილური ვოიაჟი

Posted on: November 11, 2010

ერთ კვირაზე მეტია გადმოვედი ახალ ბინაში, ვარკეთილის მეტროსთან.

ერთ კვირაზე მეტია უნივერსიტეტში დავდივარ მეტროთი (ერთადერთი რაც აქ ვიცი, ეს არის გზა სახლიდან მეტრომდე და მეტროდან სახლამდე).

ერთ კვირაზე მეტია ვაპირებ უბნის შემოვლას (დათვალიერებას) და გზების სწავლას.


და აი როგორც იქნა დღეს მომეცა ამის შესაძლებლობა (სახლი დაკეტილი დამხვდა, გასაღები არ მქონდა, ტელეფონი დამრჩა, რა უნდა მექნა?!)

დავიწყებ თავიდან: არაჩვეულებრივი ამინდი სასეირნოდ, თავი წამძვრა ისეთი ქარია, გავედი მთავარ ქუჩაზე, უამრავი ხალხი და მანქანა ირევა (მემგონი აქ შუქნიშნები ხალხს უფრო სჭირდება ვიდრე მანქანებს).

გავუდექი გზას: შპალერის მაღაზიას მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების მაღაზია მოყვა, სანტექნიკისას ელექტროტექნიკის. ქუჩას ბოლო არ უჩანს, მე ტურისტივით აქეთ-იქით ვაცეცებ თვალებს, ვცდილობ არაფერი გამომრჩეს (რატომ არ ვიცი), რამდენიმეს ყურადღებას როგორც კი ვიგრძნობ, საქმიან სახეს ვიღებ და ვაგრძელებ გზას, თითქოს სადღაც მეჩქარებოდეს. დამღალა ხმაურმა და მშვიდ ქუჩაზე  გადასვლა გადავწყვიტე. ხო მართლა არ დამავიწყდეს არცერთ ქუჩას სახელი არ ეწერა, თორემ აუცილებლად ავღნიშნავდი.

აღმოვჩნდი ”სათამაშოების მაღაზიების ქუჩაზე”. შევუხვიე გადამკვეთ გზაზე: ისევ შპალერი, სანტექნიკა, ელექტროტექნიკა. ასე იყო თუ ისე, ისევ მთავარ ქუჩაზე ამოვყავი თავი, მეტროს მოედანთან მივედი. ზევით ავუყევი გზას: აფთიაქი – პოკერ კლუბი, აფთიაქი – პოკერ კლუბი, უი ხო და კიდევ ერთი ეკლესიაც ვნახე. მოკლედ ნანატრი ტურისტი ვარკეთილში რომ აღმოჩნდეს, ნამდვილად პოკერების თამაშით დაავადებული ერი ვეგონებით.

ვნახე: ქართველი, ციგანი, თათარი, სომეხი, აზერბაიჯანელი და ყველაზე მეტი – ინდოელი (თუ პაკისტანელი, ამათ და ჩინელ-იაპონიელებს ვერ ვარჩავ)

ვნახე: ბევრი შეშლილი, ბევრი დაღლილი, ცოტა დალაგებული, ცოტა ლაღი.

არ მინახავს: ბიჭი რომელიც მომეწონებოდა, ნორმალური, მშვიდი იერის მქონე ადამიანი, ბაღი, სკვერი ან მსგავსი მოსასვენებელი ადგილი.

მოსაღმოვდა. ვოიაჟი დამთვრდა. სახლში მივედი. საბედნიეროდ კარი ღია დამხვდა.

დასკვნა: მივხვდი რომ ქვეყნის დასალიერში ვცხოვრობ. მენატრება მთაწმინდა- სოლოლაკი, თვისი გიჟებით, სნობებით, მშვიდებით, მაღზიებით, აფთიაქებით და მარტო ერთი, ერთადერთი პოკერ კლუბით, პუშკინზე.

გავყურებ აცახცახებულ ანძას. წერას ვასრულებ.

11.10.10

P.S. დაახლოებით ერთი კვირის წინ აღმოვაჩინე, რომ თურმე სამგორს ეკუთვნის ჩემი ქუჩა, ოღონდ რა შეიცვალა ამით არ ვიცი.


Advertisements

4 Responses to "ვარკეთილური ვოიაჟი"

ჰუუუჰ….. მარა ნახალოვკაც არ არის სამყაროს ცენტრი : ))))

შენს გვერდით (ვარკეთილის გვერდით ვაზისუბანია) ვცხოვრობ. იცი, ვარკეთილში არის პარკები. ნუუ, არც ისე კომფორტული (ზედმეტად ღია სივრცეა და ცოტა ხე), მაგრამ მაინც. აი, პოკერ-კლუბების სიმრავლეზე კი ვერ შეგედავები. ბაზარს მოთხოვნა განაგებს.

ხო მაგ პარკებზე შენიშვნა სხვამაც მომცა. მაგრამ ისე ციოდა აღარც პარკი მინდოდა და აღარც არაფერი.
(ვაზისუბნის გადასახვევი როა წულუკიძეზე მანდ ვცხოვრობ მე)

უჰ, მთლად ახლოს ყოფილხარ. თითქმის მეზობელი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 400 other followers

Follow Fish's Blog on WordPress.com
%d bloggers like this: