Fish's Blog

ჩემი თავგადასავალი

Posted on: November 12, 2010

თავი მქონდა საჰაერო ბუშტივით გაბერილი და ზევით-ზევით მივფრინავდი, დედამიწა ნელ-ნელა პატარავდებოდა. დამუშავებულ კვადრატულ მიწის ნაკვეთებს ჩემი პაწაწინა ფეხების ფონზე ვხედავდი.

– ვაი! – თავი ცისარტყელას მივარტყი.

შემობრუნდა თავზე ხელი გადამისვა და მაკოცა. მერე გაიწია. მე ზევით გავაგრძელე ასვლა. პაწაწინა ღია-ცისფერი ღრუბელი მომიბრუნდა და მითხრა, გეყო ზევით აღარ ახვიდე, ჰაერი არ არის, მაღალი წნევაა და შეიძლება გასკდეო. მე დავუჯერე. კომბინიზონის გულის ჯიბიდან ჩემი თევზის გულსაბნევი ამოვიღე, გავხსენი და თავში, საფეთქლის ადგილას ჩავირჭვე. თავი ნორმას დაუბრუნდა. ღრუბელზე ჩამოვვარდი. აქედან მიწა ძალიან ლამაზად ჩანდა. დავინახე ნაცნობი, ჭორიკანა მზესუმზირები. გადავწყვიტე ჩავსულიყავი და მომეკითხა. ღრუბელმა ქვევით ჩამაცურა. გამოვემშვიდობე.

ახლა უკვე სოფლის გზას მივუყვებოდი. ჩემს დანახვაზე მზესუმზირებმა ღობესთან მოიწიეს. მაშინვე მიცნეს და მკითხეს რამე ახალი, ხომ არ გადამხვდა თავს. მე გადავწყვიტე კრინტი არ დამეძრა. კარგად ვიცნობდი მზესუმზირებს და დარწმუნებული ვიყავი მთელს ქვეყანას მოსდებდნენ ნებისმიერ ამბავს, თანაც თვიანთ ვარიანტს :D. სამაგიეროდ თვითონ არ გაუჩერებიათ პირი და მომახსენეს მთელი სოფლის ამბები. სიმინდები და პურის თავთვები კვლავაც ებრძოდნენ ერთმანეთს – არა მჭადი ჯობია, არა პურიო! – ბოლოს თანხმდებოდნენ, რომ ეს ყველაფერი გემოვნების ამბავია. თუმცა მეორე დღეს იგივე მეორდებოდა. ყველა ერთად ლაპარაკობდა. გავეცალე.

კომბოსტოებს ჩავუარე და დავინახე, როგორ შეუვარდისფერდათ ლოყები სიმორცხვისგან, თვალები დაახამხამეს, მინაბეს და ოდნავ ზურგი მაქციეს. აღარ შევაწუხე. გზა გავაგრძელე.

(სიზმარი)

Advertisements

2 Responses to "ჩემი თავგადასავალი"

და ეს ყველაფერი მხოლოდ მეხუთე ჭიქის შემდეგ…
გაგრძელება იქნება მეათე ჭიქის შემდეგ…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 401 other followers

Follow Fish's Blog on WordPress.com
%d bloggers like this: