Fish's Blog

ჩემი თავგადასავალი 2

Posted on: November 15, 2010

მძიმედ დავეშვი პლასტელინის მაგვარ მიწაზე, არ იწებებოდა და არ იზილებოდა, თუმცა ჩემი უზარმაზარი ფეხსაცმლის კვალი მაინც რჩებოდა. სკაფანდრი მოვიხსენი. ღრმად ჩავისუნთქე შოლოლადის გამაბრუებელი სურნელი. მარსზე ვიყავი.

გადავწყვიტე გამესეირნა და გამესინჯა სხვადასხვა ადგილის შოკოლადი. ზოგან თხილიანი იყო მიწა, ზოგან ქიშმიშიანი. რძიან შოკოლადს შავი შოკოლადი ცვლიდა. ვსინჯავდი ცოტ-ცოტას, მინდოდა ყველაფრის გემო გამეგო. ყველაზე მეტად ტრიუფელის რაიონი მომეწონა. ძალიან გამიკვირდა, სულიერი არავინ ჩანდა. უცებ დავინახე ელფის სიმაღლის პატარა კაცუნა. ყვითელი პერანგი მოუჩანდა იასამნისფერი კომბინიზონიდან. ფეხზე ყვითელი, მოსახერხებელი ფეხსაცმელი ეცვა და სადღაც მიიჩქაროდა. ძალიან საქმიანი ჩანდა. სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა, რაციაზე ლაპარაკობდა.

– დრო აღარ გვაქვს, უნდა  ვიჩქაროთ. შვეიცარიაში უკვე ღელავენ! – მხოლოდ ეს გავიგე.

დავინახე როგორ ამოწია მიწიდან კარი და შიგნით კიბეებს ჩაუყვა, მეც მივყევი, ისე რომ არ შევემჩნიე, ვიფიქრე შიეძლება შევაშინო და სიფრთხილე მმართებს მეთქი.

ჩასვლისთნავე დავინახე ათასობით კაცუნა, როგორ ფუთვდა შოკოლადს ნაირ-ნაირი ფერის ქაღალდში სხვადასხვა ეტიკეტით. ამ უზარმაზარ, მიწისქვეშა ქარხანაში, როგორც ჩანს მთელი დედამიწისთვის იფუთებოდა უმაღლესი ხასისხის მარსის შოკოლადი.

ნაცნობმა კაცუნამ შემამჩნია, თავიდან შეშფოთდა, მერე მიცნო. თევზო აქ საიდან მოხვდიო, მკითხა. მოვიდა ჩამეხუტა, მაკოცა. გულითადად გამომიწოდა ხელი, მეც ჩავკიდე და ერთად გავემართეთ ხელმძღვანელი კაბინეტში, რომელში ყველაფერი შოკოლადის იყო. სკამები, მაგიდა და კარადა რა თქმა უნდა მტკიცე შოკოლადისგან იყო გაკეთებული, არ ლღვებოდა ოთხის ტემპერატურაზე, დივანი და ბალიშები ზეფირისგან იყო დამზადებული. მოხერხებულად მოვკალათდი. კაცუნამ მდივანს დაურეკა, ცხელი შოკოლადი და უამრავი ნუგბარი შემოატანინა.

(გაგრძელება მეათე ჭიქის შემდეგ)

 

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 400 other followers

Follow Fish's Blog on WordPress.com
%d bloggers like this: