Fish's Blog

სიდნეი შელდონი – უცნობი სარკეში

Posted on: November 27, 2010

წავიკითხე: სიდნეი შელდონის –  ნიღაბჩამოხსნილი სახე და უცნობი სარკეში.

სანამ უშუალოდ ამ დეტექტიური რომანის შესახებ დავწერდე ჩემს მოსაზრებას, მინდა ავტორის შესახებ მოგაწოდოთ მცირეოდენი ინფორმაცია. ამერიკელი მწერალი და სცენარისტი სიდნეი შელდონი 1917 წლის 11 თებერვალს ილინოისის შტატის ქალაქ ჩიკაგოში, ებრაელების ოჯახში დაიბადა.

მისი კარიერა 1937 წელს ჰოლივუდში დაიწყო, სადაც ფილმებისათვის წერდა სცენარებს და თავის დროზე კომედიური სცენარისთვის ოსკარიც კი მიიჭო. შელდონმა რომანების წერა გვიან დაიწყო. მისი პირველი ნაწარმოებია – ”ნიღაბჩამოხსნილი სახე” 1970 წელს გამოქვეყნდა, როდესაც ავტორი 53 წლის იყო. ნაწარმოები ძალიან მალე იქცა ბესტსელერად. იმ დროისათვის სიდნეი დეტექტივების წარმატებული პროდიუსერი და ცნობილი სცენარისტი იყო. საკუთარ სამწერლობო კრედოს იგი მოკლედ განსაზღვრავდა: ” მინდა, რომ მკითხველმა ჩამი ნაწარმოებები ერთი ამოსუნთქვით წაიკითხოს და გვერდზე არ გადაგოს”. მისი წიგნების რეცეპტი მარტივია: დეტექტიური ინტრიგა, სიმპათიური გმირები. ბესტსელერად ქცეული მისი დეტექტიური რომანები 180-ზე მეტ ქვეყანაში, 51 ენაზეა ნათარგმნი და მისი წიგნების ტირაჟები მილიონობით განისაზღვრება.

მწერალს სიცოცხლეშივე დიდი აღიარება ეწვია, შელდონი 89 წლის ასაკში, კალიფორნიაში, თავის მდიდრულ რანჩოზე გარდაიცვალა.

ნიღაბჩამოხსნილი სახე. ისტორია ერთი ჩვეულებრივი ფსიქოანალიტიკოსის შესახებ, რომლის მოკვლას თითქოსდა უმიზეზოდ ცდილობენ. ჩახლართულ კრიმინალურ ქსელს ექიმი საბოლოოდ თავს დააღწევს, იმათ მეშვეობით ვის მიმართაც უნდობლობა ჰქონდა.
”ჩვენ ყველას გვაქვს ნიღაბი, როგორც კი ჩვილის სახეებს მოვიძრობთ, ვსწავლობთ ჩვენი ჭეშმარიტი გრძნობების დამალვას, შიშისა და სიძულვილის შენიღბვას.”

უცნობი სარკეში. გულზე უზარმაზარი ლოდი დამედო თუ მომეშვა ვერ გავიგე, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ასეთი რომანი ჯერ არ წამიკითხავს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სრულყოფილი არავინაა, ყველა თვითონ ქმნის თავის მომავალს. მეგონა მარტო მე ვიყავი ვისაც, ხშირად არ ესმის მეორე მესი, ახლა დავრწმუნდი რომ, სრულად ვერავინ ჩაწვდება საკუთარ თავს. გამოსახულება, რომელიც ყოველდღე სარკიდან გვიმზერს, ცხოვრების ბოლომდე ნაცნობ უცნობად დარჩება.

Advertisements

4 Responses to "სიდნეი შელდონი – უცნობი სარკეში"

დეტექტიური რომანები არ მიყვარს, მაგრამ საინტერესო ჩანს ^_^

თევზო :*

”უცნობი სარკეში” წაიკითხე და არ ინანებ დამიჯერე.
დეტექტიური რატომ ქვია ვერ გავიგე.
ძალიან მომეწონა.

ეს არ ვიცი….:(

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 400 other followers

Follow Fish's Blog on WordPress.com
%d bloggers like this: