Fish's Blog

ვერის ბაღში

Posted on: January 18, 2011

თუ ოდესმე უსაქმურად იგრძნობ თავს, იყიდე რამდენიმე ფურცელი ორიგამისთვის, დაავლე ხელი პოეტ მეგობარს და წადი ვერის ბაღში. დამერწმუნე არ ინანებ!

***
მოვიარეთ ქალაქი ვერ ვიშოვეთ ფირი,
კაბლოჩკებზე მაცვია და მეტკინა ფეხები.
მაგრამ მაინც ვიარე, დღეს ვარ დიდი გმირი
ნეტა მყავდეს ვირი დავჯდები და ვივლი.
არ გასულა წუთები ციყვის ხორცი ვჭამე
და ვსვი ჭაობის წყალი,
ვინ დაგვწყევლა ნეტა,
ვინ დაგვადგა თვალი?!


***
შემოვედით ბაღში იქვე დაგვხვდა დაცვა.
მოვინდომე დაღლილ ტრაკის ბაღის სკამზე დასმა.
მოვიკრიბეთ ჩვენ ძალ-ღონე, სულში გულში რაც გვაქვს
დაცვის ბიჭმა, შემოგვხედა და ჩვენს სკამზე დაჯდა.

ახვარია და დამპალი, ხედავ ბიჭმა რა ქნა?
არ ყოლია მას ოჯახი, დაკლებია აღზრდა.

***
მე მოვითხოვ ფეის-კონტროლს ვერის ბაღში.
ამ ბოზების გამო სულ გამერყვნა ბავშვი.
უფასოა პორნო, მიაყოლე ვაშლი,
იჟიმავეთ მე არ გიშლით
აქვე შობეთ ბავშვი.

თეთრი შარვლით დადის პრინცი
ვერ იშოვა რაში,
სომეხ გოგოს მაინც უყვარს
ყოჩაღ გოგოს! ტაში!

***
თუ ვიპოვე განახებ ითვლის კაცი თმებს
ოღონდ ბევრი ქონდეს ის გადადგამს მთებს,
სულ არ არის საჭირო მკერდზე გქონდეს თმა,
ქოსა კაცმა ჩაიარა, მესმის ფეხის ხმა!

***
მიმოიხედე გარშემო მწვანედ ყვავიან ნაძვები,
ოღონდ არ იყვნენ ბანძები, მე ნემსის ყულფში გავძვრები.
ავწიე ჩუმად თავი და ღმერთო მოგვხედე რას შვრები?
ისევ ყვევიან ნაძვებიდა, ისევ დადიან ბანძები.
და ზასაობენ წყვილები, თან თამაშობენ ბავშვები.

***
გიჭამიათ ოდესმე ციყვის მშრალი ხორცი?
ერთი, ორი, სამი კილო ანდა კიდე ოცი.
მე და თევზმა ვჭამეთ ბევრი.
გამოვიძღეთ მუცლები.
თევზს დააწყდა ნერვები
და მე მტკივა ქუსლები.

ბოლოს თუ გაგიმართლებს შენზეც დაწერს ლექსებს:

***
მაკრატელი მთხოვა,
თევზი ქმნიდა ორიგამებს.
ღიღინებდა მისთვის უქმად,
ვერ გავიგე ორი რამე:

რატომ ვზივარ მე აქ რისთვის,
ორ ბეზდელნიკს ვუმზერ ჩუმად.
რისთვის ხარჯავს ამდენ ფურცელს,
ხარჯი ხარჯად, ფული ფულად!

თევზის ნიჭი

არ მქონია ქვეყნად ნიჭი
რომ შემება ერთი ბიჭი
ვზივარ სკვერში უსაქმურად
ორიგამით შევქმენ ხიჭვი.

ვუცქერ არანორმალურ ხალხს
მათ არ ვგავდე მისთვის ვიღწვი.
მზე მოადგა ამ ჩემს სკამს და
დამეხმარეთ ვიწვი, ვიწვი.

სეირნობენ აქ წყვილები,
ზოგან გოგო, ზოგან ბიჭი.
ვფიქრობ ვმსჯელობ ვერ გავიგე,
ამ ჭაობში ვზივარ რისთვის.

მინდა მხოლოდ ის ვიცოდე
გამაჩნია რამის ნიჭი?
და უეცრად გამახსენდა, რომ
მცოდნია მეც რაღაცა,

ღმერთმა მომცა და მიბოძა
ორიგამის შექმნის ნიჭი!

Advertisements

2 Responses to "ვერის ბაღში"

უდიდესი პოეტის ნააზრევია . ია ვშოკე :D:D:D :*

ჰუჰ… ^_^

საყვარლობაა ^_^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 401 other followers

Follow Fish's Blog on WordPress.com
%d bloggers like this: