Fish's Blog

ზვიგენები რომ ადამიანები ყოფილიყვნენ

Posted on: March 23, 2011

წავიკითხე ბერტოლდ ბრენტის   –   ზვიგენები რომ ადამიანები ყოფილიყვნენ.

,,ზვიგენები რომ ადამიანები ყოფილიყვნენ”, ჰკითხა ბატონ კ.-ს თავისი დიასახლისის ქალიშვილმა, ,,უფრო გულმოწყალენი იქნებოდნენ პატარა თევზების მიმართ?“
,,უეჭველად“, მიუგო მან. ,,ზვიგენები რომ ადამიანები ყოფილიყვნენ, პატარა თევზებისათვის ზღვაში უზარმაზარ ყუთებს ააშენებინებდნენ, რომლებშიც უხვად იქნებოდა ყოველგვარი საჭმელი, როგორც მცენარეული, ისე ცხოველური. ისინი იზრუნებდნენ, რომ ყუთებში ყოველთვის სუფთა წყალი ყოფილიყო და საერთოდაც უკან არ დაიხევდნენ არანაირი სანიტარული ღონისძიებების გატარებაზე. მაგალითად, თუ რომელიმე თევზს ფარფლი დაუზიანდებოდა, მას მაშინვე სახვევებს დაადებდნენ, სიცოცხლეს უდროოდ რომ არ გამოსალმებოდა. თევზებს რომ არ მოეწყინათ, დროდადრო წყლის დღესასწაულებსაც გამართავდნენ ხოლმე, რადგანაც მხიარული თევზები გაცილებით გემრიელია, ვიდრე მოწყენილი.
ცხადია, ამ უზარმაზარ ყუთებში სკოლებიც იქნებოდა. სკოლებში კი თევზებს ასწავლიდნენ, თუ როგორ უნდა შესცურდნენ ზვიგენის ხახაში. მაგალითად, მათ დასჭირდებოდათ გეოგრაფია, მცონარებას მიცემული ზვიგენების პოვნა ადვილად რომ შესძლებოდათ. რა თქმა უნდა, სკოლებში ძირითადი მნიშვნელობა თევზების მორალურ აღზრდას მიენიჭებოდა. მათ ასწავლიდნენ, თუ რა დიდებული და მშვენიერი რამ არის სიხარულით თავგანწირვა, თუ როგორ უნდა სწამდეთ და სჯეროდეთ თევზებს ზვიგენების და განსაკუთრებით კი იმისა, რომ ისინი მუხლჩაუხრელად შრომობენ თევზების უღრუბლო მომავლისათვის და რომ ამგვარი მომავლის უზრუნველყოფის წინაპირობას უსიტყვო მორჩილება წარმოადგენს. თევზებს თავი უნდა დაეცვათ ყოველგვარი მდაბალი, მატერიალური, ეგოისტური და მარქსისტული მიდრეკილებებისაგან და დაუყოვნებლივ ეცნობებინათ ზვიგენებისათვის იმის შესახებ, თუ რომელიმე მათგანს მსგავსი მისწრაფებები აღმოაჩნდებოდა. ზვიგენები რომ ადამიანები ყოფილიყვნენ, უცხო თევზთა დაპყრობით ომებასც გამართავდნენ, საბრძოლველად კი საკუთარ თევზებს გამოიყვანდნენ. თევზებს შთააგონებდნენ, რომ მათსა და სხვა ზვიგენების თევზებს შორის დიდი სხვაობაა და მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ცნობილია, თევზები მუნჯები არიან, ისინი სხვადასხვა ენებზე დუმან და ამიტომაც მათ შორის თანხმობის მიღწევა შეუძლებელია. ყველა თევზს, რომელიც ომში მტრის თევზებს განგმირავდა, ფუკუსის ორდენს დაჰკიდებდნენ და გმირის წოდებას მიანიჭებდნენ.
ზვიგენები რომ ადამიანები ყოფილიყვნენ, რა თქმა უნდა, მათ ხელოვნებაც ექნებოდათ. შეიქმნებოდა მშვენიერი სურათები, რომლებზეც ზვიგენის კბილები წარმტაც ფერებში გამოისახებოდა, მათი ხახა კი სწორუპოვარ ედემს ემსგავსებოდა, რომელში ხეტიალიც ღვთაებრივი ნეტარება იქნებოდა ყველა თევზისათვის. თეატრებში, ზღვის ფსკერზე, წარმოდგენილი იქნებოდა, თუ როგორ მიცურავენ შთაგონებით მოცული და სიამოვნებისაგან თავბრუდახვეულნი გმირი თევზები სწორუპოვარი მუსიკის ფონზე კაპელას თანხლებით ზვიგენის ხახისაკენ. ზვიგენები რომ ადამიანები ყოფილიყვნენ, მათ, ცხადია, რელიგიაც ექნებოდათ. რელიგია თევზებს ასწავლიდა, რომ ჭეშმარიტი ცხოვრების დაწყება მხოლოდ ზვიგენის სტომაქში შეიძლება. საერთოდ, ზვიგენები რომ ადამიანები ყოფილიყვნენ, თევზებს შორის ამჟამინდელი თანასწორობის ყოველგვარი კვალი გაქრებოდა. ზოგიერთი მათგანი თანამდებობებს მიიღებდა და სხვებზე მაღლა იდგებოდა. შედარებით მოზრდილთ მომცროების შესანსვლის უფლებაც ექნებოდათ, ზვიგენებისათვის კი ეს სასიამოვნო იქნებოდა, რადგან თავად უფრო ხშირად ექნებოდათ მსუყე საკბილო. მსხვილი, თანამდებობებზე წამოჭიმული თევზები თავისსავე სწორთა შორის წესრიგის დამყარებაზე იზრუნებდნენ და მოევლინებოდნენ მათ მასწავლებლებად, ოფიცრებად, ინჟინრებად და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, ზვიგენები რომ ადამიანები ყოფილიყვნენ, ზღვაში კულტურაც იარსებებდა.

წყარო: lib.ge

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 401 other followers

Follow Fish's Blog on WordPress.com
%d bloggers like this: