Fish's Blog

წყურვილი სიცოცხლისა

Posted on: May 21, 2011

მე ჩემი ცხოვრების წიგნი ვიპოვე – ირვინგ სტოუნის წყურვილი სიცოცხლისა.

რომანი წარმოადგენს ვინსენტ ვან გოგის ბიოგრაფის, რომელიც დამყარებულია რეალურ ფაქტებზე და რომელიც მწერალმა თავად მოიძია წერილებისა და იმ ადამინების დახმარებით, ვინც ცხოვრებაში შეხვედრია მხატვარს.

კითხვისას გამიჩნდა სურვილი არასდროს დამთავრებულიყო ეს წიგნი. ვინსენტ ვან გოგის ცხოვრების სულში ჩამწვდომმა ისტორიამ ბევრ კითხვაზე მომცა პასუხი.

ირვინგ სტოუნის წყალობით მე ვიყავი ლონდონში – შევიყვარე ცალმხრივად, თავდავიწყებით, ბორინაჟში – იქაურ შავპირიან მაღაროელებივით, დილიდან დაღამებამდე მიწისქვეშ ვმუშაობდი ქანცგაწყვეტით, გამოვიარე უდიდესი გაჭირვება, შიმშილი, ავადმყოფობა, ციება, ჩავხედე სიკვდილს თვლებში, ვიგემე დამცირება, დროებითი აღმასვლა და ისევ დამარცხება.

ვიყავი ეტენში, ჰააგაში, ნიენენში, პარიზში. გოგენთან და ვან გოგთან ერთად ვწრუპავდი აბსენტს, შემდეგ კი შუაღამისას ვიპარებოდი სიორას მანსარდაზე, რათა მენახა თუ როგორ ხატავს იგი თავისი თეორიებითა და წერტილებით.

ვიყავი არლში, სადაც ”მთელი სიძლიერით გაისმა მისი ხმა და ერთ წელიწადში ამოხეთქა ათი წლის განმავლობაში ნაგროვებმა შრომამ და ჯაფამ.”

შემდეგ კი სენ რემი, სულიერი ავადმყოფების თავშესაფარი, ეპილეფსია და მარცხი. ”თავგამეტებული ცდა, შეინარჩუნოს შემოქმედებითი ცეცხლი და ნელი დაცემა ძირს…”

ბოლოს ოვერი, უიმედობა და დასასრული.

და რა იქნებოდა ეს ყველაფერი თეო ვან გოგის გარეშე, ყველგან სადაც კი ვიყავით მე და ვინსენტი, ის ყოველთვის ჩვენს გვერდით იყო, უდიდესი ადამიანი, რომელმაც არაფერი დაიშურა ძმისთვის და მთელი ცხოვრება მას მიუძღვნა.

და ბოლოს ვინსენტ ვან გოგის ავტოპორტრეტი, რომელშიც მე ვხედავ მთელ მის გამოვლილ გზას, ცხოვრებას და შემოქმედებას.

 

 


წყურვილი სიცოცხლისა


 

 

 

 

Advertisements

5 Responses to "წყურვილი სიცოცხლისა"

მოხარშული კვერცხების საღამო უნდა მოაწყო შენც და ის მგზავრები დაპატიჟო შენნაირად რომ მოიარეს არლი და პარიზი, თანაც ისე, რომ ზედმეტი არც ერთი არ ყოფილხართ

^_^ საინტერესო იდეაა.

“მე ჩემი ცხოვრების წიგნი ვიპოვე -” ai zuuustad ase vfiqrobdi da vfiqrob, vgjdebi, vafren am wignze. iseeeti emocia damitova, rom ori weli gavida da kidev dzveleburad miyvars. agmochena iyo chemtvis eg wigni, da sashinlad mixaria imat rom vxvdebi visac aseve wakitxuli aqvs es wigni:D

მეც ძალიან გამიხარდა, შენც თუ იგივე გრძნობა გაგიჩნდა რაც მე ^_^ ერთი ჩვეულებრივი წიგნიაო ზოგ-ზოგიერთი რო მეუბნება, მზად ვარ გავგლიჯო შუაზე 😀

ყოჩაღ,კარგი ხარ ძალიაან )) ხელახლა განვიცადე ამ წიგნის კითხვისას მიღებული სიამოვნება )))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 401 other followers

Follow Fish's Blog on WordPress.com
%d bloggers like this: