Fish's Blog

წყურვილი სიცოცხლისა

Posted on: May 30, 2011

წყურვილი სიცოცხლისა

– რემბრანტი ხომ უშნო დედაბრებს ხატავდა?!
– არა, – უთხრა ვინსენტმა. – იგი მშვენიერ მოხუცებს ხატავდა, ღრიბებს და იქნებ უბედურებსაც, მაგრამ სწორედ ამ მწუხარებით მათ ნამდვილ ადამიანობას ამჟღავნებდა.

 

სხვები რას ფიქრობდნენ, ამას არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. რემბრანტს არ შეეძლო არ დაეხატა. ცუდად ხატავდა თუ კარგად, არც ეს იყო მთავარი. მთავარია, რომ ხელოვნებამ აქცია იგი ადამიანად. ხელოვნების ღირსება ის არის, რომ ხელოვანს გამოვლენის საშუალება მისცეს. რემბრანტიც მხოლოდ თავის მოთხოვნილებას ახორციელებდა. ამითაა იგი მართალი. თანდაც მის ნახატებს არავითარი რირებულება არ ჰქონოდა, მაინც ეს სჯობდა, ვიდრე ის, რომ ჩაეხშო თავისი მისწრაფება და ამსტერდამის უმდიდრესი ვაჭარი გამხდარიყო.

თუ შესძლებ შეიცნო თავი სენი, რასაც არ მოეკიდები, ყველაფერი კარგად დამთავრდება.

 

თუკი სწავლა არ მეხერხება, განა ეს იმას ნიშნავს, რომ ამქვეყნად ფუჭი ადამინი ვარ?

 

მწუხარება გერჩივნოს სიხარულს, რადგან სიხარულშიც კი გული დარდიანია. სჯობს იმ სახლში შეხვიდეთ, სადაც ჭმუნვა და გლოვაა, ვიდრე იქ, სადაც სიხარული სუფევს, რადგან მხოლოდ მწუხარება ჰგვრის შვებას გულს კაცისას.

 

ვინსენტი მიხვდა, რომ სწორედ მარტივს სჭირდება მკაცრი ზომიერება, სწორედ მარტივი იყო ყველაზე ძნელი განსახორციელებელი.

 

ჩაძინების წინ იფიქრებდა, რაც დღეს დავხატე იქიდან ერთი-ორს არა უჭირსო, დილით კი, როცა წინანდღინდელი აღტაცება ჩაუცხრებოდა, რწმუნდებოდა, ნახატები არაფრად ვარგაო და დაუნანებლად სანაგვეში ისროდა.

 

არაფერიც არ ვიცი. არასოდეს მისწავლია. მეგონა, სურვილი სავსებით საკმარია, რომ კაცმა ხატოს.

 

არ ადარდებდა ფიზიკური შიმშილი, რაკი სულიერად იყო კმაყოფილი.

 

უკვირდა, რამდენ ხანს შეიძლება კაცმა სიამოვნება მიიღოს იმ უწყინარი გართობით, რასაც მხატვრობა ჰქვიაო.

 

მე გრძნობებს ამყოლი ვარ და შემიძლია სისულელე ჩავიდინო. ლაპარაკიც და მოქმედებაც დაუფიქრებელი  ვიცი.განა ამიტომ ჩამი თავი საშიშ და უმაქნის ადამიანად უნდა ჩავთვალო? არა მგონია.

 

ბუნებით მომადლებული ნიჭი რომ გქონდეს, მაშინ ეს ვაი-ვაგლახიც არ დაგჭირდებოდა.

 

უბრალოება, სხვათა შორის, არც ისე ურიგო რამაა, რამდენიც არ უნდა ეცადო, უბრალოებაზე შორს ვერც წახვალ კაცი.

 

ის მხატვარი, ვისაც მხოლოდ ხატვა ეხერხება და სხვა არაფერი მეტად ზერელე ხელოვანია.

 

– შენ მხოლოდ მოსწავლე ბიჭივით იმეორებ, ვინსენტ, სხვის მიერ შექმნილს.
– მე მეგონა, ამით საგნების დახატვას ვისწავლიდი.
– სისულელეა, თუ შენ გინდა რაიმე შექმნა, ცხოვრებას შეხედე, სხვას ნუ მიბაძავ. შენი საკუთარი – არაფერი გაქვს?

 

ქალმა უნდა შემოგასუნთქოს კაცი რომ გახდე.

 

ადამიანს სიყვარული სჭირდება, რომ იგრძნოს, თუ რა მშვენიერია ცხოვრება.

 

ვისაც უყვარს ცოცხლობს, ვინც ცოცხლობს, მუშაობს და ვინც მუშაობს, ის შიმშილით არ მოკვდება.

 

ეს მღვდლები ყველაზე უღმერთო, გულქვა და წყალწაღებული ხალხია ამქვეყნად, გადაწყვიტა ვინსენტმა.

 

შენ ვეღარასოდეს შეიცნობ სიყვარულს, რადგან მისი დღენი მოკლეა, ბავრად ნაკლები, ვიდრე ის დრო, როცა შენ ტკივილის მიუხედავად შეგიძლია ცეცხლში გქონდეს ხორცი შენი.

 

არჩია ადამინის ჩვეულებრივი გზით ევლო და დამარცხებულიყო, ვიდრე დაერღვია ყოველგვარი ნორმები და გაემარჯა.

 

სჯობს ბევრი იშრომო და ნამვილი ხელოვანი იყო, ვიდრე ზერელედ იბრწყინო და ხალხს თვალი ეცე.

 

ყველა ხელოვანმა სამოც წლამდე უნდა იშიმშილოს, მერე კი იქნება მოახერხოს და რამე ხეირიანი დახატოს.

 

როგორ გგონია, რატომ მინდა ჩემი სურათები მივყიდო ამ სულელ ხალხს? იმიტომ რომ ნაგავია. რამედ რომ ვარგოდეს, ჩემთვის დავიტოვებდი.

 

არც ერთი ხელოვანი, არ დასთმობს იმას, რაც მისი აზრით, კარგია, იგი მხოლოდ უვარგისს გაყიდის.

 

ვინც არ მუშაობს და ჭამს – ეს რა თქმა უნდა დანაშაულია, რადგან ვინც მუშაობს, ღირსია ჭამოს, მაგრამ თუ ადამინი მუშაობს და მაინც არ შეუძლია ლუკმა-პურის შოვნა, ეს უკვე ტრაგედიაა და საკმაოდ სერიოზული.

 

ბედნიერი მაშინ იქნები, თუ მხატვრად მოკვდები.

 

აი, როგორ იცნობდნენ მას ჰააგის მკვიდრნი; ჭუჭყიანს, გაბურძგნულ მაწანწალას, ყველასაგან გარიყულს, ავადმყოფს, დაჩიავებულს და მოშვებულს.

 

ალბათ ფიქრობდნენ, ამ კაცის ოჯახს ხელთ უპყრია მთელი ევროპის ხელოვნება, ეს კი რას დაყიალობს ასე ჩამოძონძილიო.

 

შენ სიმართლე უნდა იცოდე, ვინცენტ ჯერ კიდევ დროა, იჩქარე, თავს უშველე, შენ მხატვრად ყოფნა არ გიწერია.

 

მე მირჩევნია სულ არაფერი არ გავაკეთო, ვიდრე უხეიროდ გამოვხატო ცემი სათქმელი.

 

მაუვე მე ჩემს თავს არ მივცემ უფლებას ვისიმე გაყინული სქემით ვხატო, არც თქვენი, არც სხვისი. ჩემი ხასიათით და ტემპერამენტით მინდა ყველაფერი ავსახო. მე მინდა ვხატო ისე, როგორც მე ვხედავ, და არა ისე, როგორც თქვენ ხედავთ!

 

ნაღვაწი, რასაც ადამინი ძალ-ღონეს შეალევს და რაშიც ჩააქსოვს მთელ თავის გრძნობას, არც მიმზიდველია და არც გასაყიდად ვარგისი.

 

ტანჯვა შენ ხელოვანად გაქცევს. რაც მეტს დაიტანჯები, მით მედ სიდიადეს შეიძენ. ამგვარად მხოლოდ ბუმბერაზი მხატვრები იქმნებიან. დამიჯერე, ვან გოგ. სავსე მუცელს ცარიელი სჯობს და გეტეხილი გული გაცილებით უკეთესია, ვიდრე ბედნიერი. გახსოვდეს ეს!

 

ვისაც ტანჯვა არ უნდახავს, ვან გოგ, მას დასახატიც არაფერი აქვს, ბედნიერება სისულელეა, ხელოვანს ტანჯვა აყალიბებს. თუ გშია, გიჭირს და სასოწარკვეთილი ხარ, მადლობა თქვი. ღმერთს მადლიანი თვალით შემოუხედავს შენთვის.

 

ტკივილი ერთდერთი რამაა, რასაც ამ ქვეყნად არასოდეს ექნება დასასრული. ახლავე სახლისაკენ გასწი და ფანქარი აიღე ხელში. რაც უფრო მოგშივდება, რაც უფრო გაგიჭირდება, მით უკეთ დახატავ.

 

განა ხელოვანი მაშინა ხარ, თუ რამეს ჰყიდი? მე კი მეგონა, ხელოვანი ის ადამიანია, რომელიც ეძებს და ვერასდროს პოულობს.

 

ადამინთა ქცევა ძალიან წააგავს მხატვრობას, თუ სურათს ოდნავ სხვა მხრიდან შეხედავ, მაშინვე მთელი პერსპექტივა იცვლება; ესე იგი, ეს დამოკიდებულია არა ობიექტზე, არამედ იმ ადამინზე, რომელიც უყურებს.

 

თუ გინდა ხატო, რასაც გრძნობ, აუცილებლად უნდა განიცადო.

 

სიყვარულზე ადვილი რა არის? მაგრამ ძნელი ის არის შენც უყვარდე ვინმეს.

 

მთავარია შენ გიყვარდეს, ხომ მართალია, ვინსენტ. ეს უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე თვითონ უყვარდე სხვას.

 

ყოველი ცდა ამაოა, ვიდრე პალიტრას ძველი კოლორიტი არ დაუბრუნდება. მაშინ კი მოითოკება ბუნება და დაჰყვება მხატვრის ნებას.

 

ყოველგვარ სიმახინჯეში აუცილებლად არის თავისებური სილამაზე.

 

იმ დღიდან, როცა ბორინაჟში ფანქარს მოჰკიდე ხელი, შენ ნამდვილი იმპრესიონისტი ხარ.

 

თქვენ სინამდვილე გადმოიტანეთ, სწორედ ისე, როგორც დაინახეთ იგი. სილამაზეც ეცაა.

 

მხატვრები არ უნდა ფიქრობდნენ თუ რას და როგორ ხატავენ. თეორიები კრიტიკოსების საქმეა.

 

მხოლოდ უღარიბელი სულის ადამინებს ჰგონიათ, ამქვეყნიური ტანჯვა იმქვეყნიურ ნეტარებას დაგვიმკვიდრებსო.

 

მახინჯ სინამდვილეს მეტი სილამაზე აქვს, ვიდრე ლამაზ ტყუილს.

 

ჩვენ გვიყვარს ტკივილი, რადგან იგი არის უდიდესი გრძნობა ყველა ადამინურ გრძნობათა შორის.

 

კაცი ან მხატვარი უნდა იყოს, ან მხატვრობაზე მსჯელობდეს. ორივეს ერთად ვერ შესძლებს.

 

ხატავდა ვინსენტი იმიტომ, რომ არ შეეზლო არ ეხატა, იმიტომ, რომ ამით სულიეტი ტანჯვა უმსუბუქდებოდა და ეს იყო მისთვის ერთადერთი გონებრივი საზრდო.

 

ცხოვრება იმ ეტიუდსა ჰგავს, რომელიც ვერ გამოსვლია მხატვარს.

 

ხანდახან საჭიროც არის სულელი იყო თავში, რომ ბოლოს დაბრძენდე.

 

შენს დახატულ ვაშლში ხალხმა წვენი უნდა დაინახოს, რასაც ვაშლის კანი ფარაცს, და ის თესლი, რომელიც გარეთ მიიწევს და განაყოფიერებას ლამობს.

 

არც ერთი არ შეიძლება ნორმალური იყოს ნორმალური ადამინი ვერასოდეს ვერ იქნება ხელოვანი, და ვერ შეძლებს ხელოვნების ნაწარმოების შექმნას.

 

სიგიჟეს თავისი სიამოვნება სდევს თან, რისი შეგრძნებაც გიჟს ძალუძს მხოლოდ.

 

მხატვარი იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნის, რომელთაც მეტისმეტად  შთანთქავს თვალით დანახული.

 

რა ძნელი რამაა უბრალოება!!!

 

 

 

Advertisements

1 Response to "წყურვილი სიცოცხლისა"

სულ ბოლო ფრაზა ემილ ზოლამ თქვა მგონი ^^ 3-4 წლის წინ წავიკითხე და კიდევ ამ წიგნის გავლენის ქვეშ ვარ. ეხლა თავიდანაც ვაპირებ გადაკითხვას, რაღაც ფაქტები აღარ მახსოვს:/ ძალიან, ძალიან მაგარია ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 401 other followers

Follow Fish's Blog on WordPress.com
%d bloggers like this: