Fish's Blog

კალვადოსი

Posted on: May 31, 2011

კალვადოსი – არასოდეს დამილევია, მაგრამ ახლა ისე მინდა როგორც, როგორც არაფერი ამ ქვეყნად.

საერთოდ საიდან მოდის აზრები ამან დამაფიქრა.
ტვინიდანო გაიფიქრებდით თქვენ.

მე კი სულ სხვა რამეს ვგულისხმობ.
ვფიქრობდი სიმარტოვეზე, როცა ყველა გყავს და როცა არავინაც არ გყავს. როცა ყველას უყვარხარ, და არავისაც არ უყვარხარ. მარტო მოვედი და აქედანაც მარტო წავალ, ეს ზუსტად ვიცი. იქამდე კი რამდენი მოსულა, რამდენი გვყავს და რამდენი მოვა ”ჩვენიანი”. მესაიდუმლე? არა უბრალოდ ცხოვრების გამზიარებელი.

გაგიგებს. გაგიგებს? მემგონი ადამიანებს საერთოდ არ ესმით ერთმანეთის. თუმცა გაგება რა საჭიროა, მთვარია კარგად გრძნობდე თავს იმ კონკრეტულ მომენტში, მომავალს რა მნიშვნელობა აქვს. მერე დარჩები მარტო (საკუთარ თავთან მარტო), და თავს ისე მარტოდ იგრძნობ, როგორც მარსზე მიგდებული კოსმონავტი, კოსმოსური ხომალდის და კავშირის გარეშე. თუმცა ის მაინც ყოველთვის ემახსოვრებათ, იქნებ გმირადაც აღიარონ. მაგრამ ყველა ხომ ვერ გახდება გმირი, იმის გამო რომ მარტოა.

მარტო, მარტო, მარტო  –  რამდენჯერ დავწერე უკვე სიტყვა.

მე არც გმირობა მინდა და არც სიმარტოვე.
აბა რა ჯანდაბა მინდა?
მინდა რო აღარ მეშინოდეს!
მინდა რო ძლიერი გავხდე!

მინდა რო ვიცოდე რა მინდა!

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 401 other followers

Follow Fish's Blog on WordPress.com
%d bloggers like this: