Fish's Blog

თევზობა

Posted on: September 16, 2011

თევზობა! ისევ მიტევს. რამდენი ხანია პოსტი არ დამიწერია, ახლა ისე მომინდა ამოვანთხიო, ყელში ბურთივით მაქვს გაჩხერილი.

ისევ ფიქრები ამაოებაზე.
დამღლელია.
უინტერესო.
მომაბეზრებელი.
”იცხოვრე დღევანდელი დღით და იყავი მხიარული” – საუკეთესო რჩევა, რომლის შესრულება თითქმის შეუძლებელია.

ისევ ისე მარტოდ ვგრძნობ თავს, როგორც ოდესღაც, მთვარეზე მიგდებული კოსმონავტი.

გუშინ ღამით წავიდე.
მეგობარი! არა მეგობარზე მეტი, ბევრად მეტი.
თევზს რო ცრემლები დასცდება თვალთაგან ე.ი. ეს მეგობრობაზე ბევრად მეტია.
ორი წელი გავა. მე შევიცვლები, ის შეიცვლება..
ახლა თითქმის აღარავინ მყავს. ვინც მყავს, იმათ ჩემზე მეტი და უკეთესებიც ყავთ.
რატომ ვგრძნობ თავს ასე ეულად, ალბათ სანამ საკუთარ თავს არ ვიპოვი და ამ ორ მეს (თევზს) არ შევარიგებ, ასე ვიქნები.

”დღეები რბიან და მე ვბერდები.” ამიტომ დროზე უნდა მივხედო თავს.
ისე კარგია ეს მაინც რო ვიცი, ანუ მე ვიცი რომ მინდა ვიცოდე რა მინდა.

და რო გავიგებ ნეტა რას გავაკეთებ, გავაკეთებ კი რამეს ოცნების ასასრულებლად?
გამოსავალი: სასწრაფოდ უნდა დამტოვოს აზრებმა ამაოებაზე.

მშვენიერია, პირველად დავრწმუნდი რომ წერის დროს შეიძლება გამოსავლამდე მიხვიდე. უბრალოდ ამ გამოსავლის შესრულება, ვგონებ შეუძლებელი უნდა იყოს.

ერთადერთი რაც ახლა მინდა, ჩახუტებაა!

Advertisements

5 Responses to "თევზობა"

არ ვიცი უნდა დამეწერა თუ არა მაგრამ როგორც ყველა თევზს შენშიც ძალიან მოზღვავებულად იგრძნობა ეგოიზმი. და ჩემი აზრით ცოტა ეჭვიც (ახლა თითქმის აღარავინ მყავს. ვინც მყავს, იმათ ჩემზე მეტი და უკეთესებიც ყავთ).
მე ჩემ თავს ვურჩევ ხოლმე ეგეთ მომენტში
როცა ეჭვში ხარ
გაიღიმე (რამდენად ბანალურიც არ უნდა იყოს)

”იცხოვრე დღევანდელი დღით და იყავი მხიარული” – საუკეთესო რჩევა, რომლის შესრულება თითქმის შეუძლებელია.

ხო ეჭვიანი ვარ, და ეგოისტი, და მაგიტომაც ვგრძნობ თავს მარტოდ :/

იყავი მხიარული თქო არ მითქვამს
უბრალოდ როცა საკუთარ თავთან დარჩები მაშინ მადგება მე ფრაზა
“როცა ეჭვში ხარ, გაიღიმე.”
წარმატებებიი 🙂

შევეცდები რო გავითვალისწინო.

au sheni naxva mominda da shentan laparaki *_*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 400 other followers

Follow Fish's Blog on WordPress.com
%d bloggers like this: