Fish's Blog

დაგვიანებული პოსტი

Posted on: January 5, 2012

თევზად რო დაიბადები ადამიანი სიზარმაცე არ აგცდება, დევიზად გადაგექცევა ფრაზა :  ”თუ შეგიძლია საქმე ხვალ გააკეთო ნუ გააკეთებ მას დღეს, თუ ზეგ გააკეთებ იმას,რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლია,ორი თავისუფალი დღე გექნება”.სიზარმაცე რო არა, 5 იანვარს არ მოგილოცავდით ახალ წელს :D. სანამ დამვიწყებია, გილოცავთ ყველას ახალ წელს!!!

სიზარმაცე რო არა, ბევრად მეტი პოსტი მექნებოდა დაწერილი. იმდენი საინტერესო რამ ხდება ჩემს ირგვლივ, მარტო ჩემი ექსპერიმენტები რად ღირს საკუთრ თავსა თუ მეგობრებზე, ამაზე საერთოდ ცალკე წიგნის დაწერაც კი შეიძლება. თუმცა მთვარს დავუბრუნდეთ – სიზარმაცე – უნდა დავსვა კითხვები და მათზე პასუხი ვეძიო, გამოსავლის პოვნა სხვაგვარად შეუძლებალია. მაშ ასე დავიწყოთ:

  • რატომ გილოცავთ 5 იანვარს ახალ წელს?
  • რატომ მაქვს ბოლო პოსტი 23 ნოემბერს დაწერილი?
  • რატომ არ ვანახლებ ბლოგს?
  • დატომ არ ვზრუნავ იმაზე, რომ მეტი ხალხი მოვიზიდო, მკითხველთა რაოდენობა გავზარდო?
  • რატომ არ ვარ კრეატიული?
  • რატომ შემოვდივარ საკუთრ ბლოგზე კვირაში ერთხელ?
  • მოკლედ რატომ ვარ ზარმაცი?

ყველა კითხვაზე მქონდა პასუხი, სანამ ბოლოს დავწერდი, ვიტყოდი ზარმაცი ვარ და მაგიტომ მეთქი, წერაც ნაკლები მომიწევდა და გამოსავალიც ნაპოვნი მექნებოდა, მაგრამ რის თევზი ვიქნებოდი ცხოვრება რო არ გამერთულებინა და ბოლო კითხვა არ დამესვა? აი კიდევ ერთი დაიბადა:

  • რატომ ვირთულებ ცხოვრებას?

ბოლო კითხვაზე ჯერ-ჯერობით ნამდვილად არ მაქვს პასუხი, თანმიმდევრულად მივყვეთ იქნებ გამოჩნდეს კიდეც.

ვიფიქრე და მივხვდი, ზემოთ აღარ ღირს მიბრუნება, ცხოვრებას იმიტომ ვირთულებ რომ ასე ბევრად საინტერესოა, თითქოს რუტინადავ ვარდები, იწყებ ფიქრს, მერე რა რო მტანჯველია, იმაზე საშინელი მაინც არაა, სულ ერთი და იგივე აკეთო და აღარაფერი გახარებდეს. ასე კი, იპოვი გამოსავალს, გამოხვალ გასაჭირიდან და ბედნიერად იგრძნობ თავს. ამისთვის კი ღირს ცხოვრება.

დავუსახოთ საკუთარ თავს ახალი გამოწვევები, მოვუწყოთ გამოცდა ნერვებს, გრძნობებს, გავერთოთ. მემგონი ესაა ცხოვრება.

არა?!

Advertisements

2 Responses to "დაგვიანებული პოსტი"

sloth – იგივე ზარმაცა

hah tyupebic girtdebi tevzo, mec zustad eg problema macuxebs 20 celia :D:D:D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 401 other followers

Follow Fish's Blog on WordPress.com
%d bloggers like this: