Fish's Blog

დასაწყისი

Posted on: February 3, 2012

მინდა მოგიყვეთ დავალების შესახებ, რომლის მიზანი იყო შემექმნა ფოტონამუშევარი თემაზე – დასაწყისი.

ერთი შეხედვით მარტივი დავალება სულაც არ აღმოჩნდა ადვილი შესასრულებელი, ნებისმიერი ქმედება ცხოვრებაში იწყება დასაწყისით, იქნება ეს, თუნდაც, პოსტის დაწერა, ნახატის დახატვა, ნაბიჯის გადადგმა თუ წიგნის გადაშლა წასაკითხად. თუმცა მთვარი დასაწყისი, საიდანაც ჩვენ უბრალო მოკვდავები ვიწყებთ ყველაფერს, დაბადებაა. დაბადება ჩემთვის უდიდესი მოვლენაა, რომლის ფოტოზე ასახვა დიდ ცოდნას და პროფესიონალიზმს მოითხოვს, ამის გარეშე კი შეიძლება შეიძლება ბანალური და არაფრისმთქმელი გამოვიდეს. ვფიქრობ ჯერ-ჯერობით მე არ შემიძლია ასეთი ფოტოს გადაღება, ამიტომაც თავი შევიკავე ამ კადრის გადაღებისაგან. პირველი აზრის უკგდების შემდეგ ვიფიქრე რომ ნგრევა არის ერთგვარი დასაწყისი, ნგრევის შემდეგ იწყება შენება, შეიძლება იფიქროთ ნგრევას შეიძლება შენება არც მოჰყვესო, თუმცა ვფიქრობ, რომ ნგრევა თავის თავში მოიცავს დასაწყისს, რადგან ნგრებით მთავრდება რაღაც – დასასრული კი ამავე დროს დასაწყისს ნიშნავს შემთვის.
ნგრევა დინამიკაში აი ეს იქნებოდა კადრი სახელად დასაწყისი. ასეთი კადრი სამწუხაროდ ვერ ვიპოვე, შეიძლება არ მოვინდომე, ან უბრალოდ დრო ვერ გამოვნახე, თუმცა ახლა ამას რა მნისვნელობა აქვს.

ფიქრის შემდეგ მივხვდი რომ რაღაც ისეთი უნდა გადამეღო, რასაც ჩემს კვალს დავატყობდი, რაც იქნებოდა მინიმალისტური, მარტივი, და ამავე დროს არ ჩამოშორდებოდა მთავარ იდეას. ჩემი რამდენიმე ფოტო:

Tako Tkebuchava

Tako Tkebuchava

Tako Tkebuchava

Tako Tkebuchava

Tako Tkebuchava

ზოგისთვის ყველაფერი ედემის ბაღიდან დაიწყო,

Tako Tkebuchava

ჩემთვის კი  ცხოვრება წრეა, ციკლი დასაწყისის და დასასრულის გარეშე, მთელი ჩვენი ცხოვრება ერთ პატარა წრეშია მოქცეული რომელსაც საათი ქვია.

Tako Tkebuchava

Tako Tkebuchava

და მაინც.. რა არის დასაწყისი? კითხვა რომელიც რჩება უპასუხოდ მთელი კაცობრიობისთვის.

მე არ ვიცი რა არის დასაწყისი.

ეს კი ჩემი დავალების მთვარი ფოტოა

Tako Tkebuchava

Advertisements

1 Response to "დასაწყისი"

ჰო… მართლაც საათია… ბრუნავს და ერთი ციკლის დასრულებისას იწყებს მეორეს… და ასე გრძელდება უსასრულოდ! ყოველ დასაწყისს წინ დასასრული ახლავს…. =)))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 401 other followers

Follow Fish's Blog on WordPress.com
%d bloggers like this: