Fish's Blog

რა არის კარგი ცხოვრება?

Posted on: April 17, 2012

ფილოსოფოსმა დამისვა კითხვა ”რა არის კარგი ცხოვრება?”

ფიქრებმა შემიპყრო. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე ექსპერიმენტი ჩამეტარებინა.

რა არის კარგი ცხოვრება? ამ კითხვით მივმართე ექსპერიმენტის მონაწილეებს.
რა თქმა უნდა ყველა ადამიანს განსხვავებული მოთხოვნილებები აქვს, შესაბამისად ყველას განსხვავებული პასუხი აღმოაჩნდა, ინტერესებიდან, ასაკიდან გამომდინარე.

  • ”ალბათ, კარგი ცხოვრებაა, როცა ყველაფერი გკიდია  და არაფერი გაწუხებს.”
    ამის გაგონებაზე, გავიფიქრე ყველა კაცი ერთნაერია, არავის არაფერი აღელვებს, ან უნდა რო არ აღელბდეს, მაგრამ რო დავფიქრდი ამაში ცუდი არაფერია, როცა გინდა უზრუნველი იყო, ასე უფრო ადვილია. პირადად მე, მართლია ყველაფერი მარტივი მიზიდავს, მაგრამ ცხოვრება გამონაკლისია, თუ არაფერი გაღელვებს, არაფერი გაინტერესებს, საზრუნავი არ გაქვს, რა აზრი აქვს ცხოვრებას?!
  • ”კარგი ცხვორება არის როდესაც ავადმყოფობა არ გაწუხებს, სადმე წახვალ და რამე ისეთს გააკეთებ რაც სიამოვნებას მოგიტანს, ისე რომ არ იფიქრებ რაც ჩავიდინე კარგი იყო თუ არაო. კიდევ დაეხმარები ადამიანს ანუ საქმეს რომ აკეთებ სხვისთვის და ამაში თანხა გაქვს, თანხა რომელსაც შენი სიამოვნებისთვის გამოიყენებ.”
    გამახსენდა ფრაზა აირჩიე სამსახური, რომელიც სიამოვნებას განიჭებს და ცხოვრებაში ერთი დღეც კი არ მოგიწევს მუშაობა.
  • ”ჩემთვის კარგი ცხოვრებაა, შეზღუდვების გარეშე მეგობრებთან ერთად.” მშვენიერი პასუხია თინეიჯერი გოგონასგან, ზუსტად ასახავს იმას რა სურს ქალს 15-16-17 წლის ასაკში.

რა არის ჩემთვის კარგი ცხოვრება? როცა გიყვარს, უყვარხარ, ზრუნავ და შენზე ზრუნავენ. ჩემი აზრით ესაა მთვარი, სხვა დანარჩენს ეშველება!!

 

 

 

 

კარგი ცხოვრებისთვის სულაც არ არის აუცილებელი ლატარიაში მილიონის მოგება!

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 400 other followers

Follow Fish's Blog on WordPress.com
%d bloggers like this: