Fish's Blog

ტყუილი

Posted on: December 29, 2012

მინდა დავწერო ტყუილზე და სიმართლეზე, ერთი შეხედვით ტყუილი ბოროტებაა და სიმართლე სიკეთე, თუმცა ბევრჯერ გაგვიგია ფრაზა ”კეთილი ტყუილი”, მაშინ ალბათ სადღაც ასეთი ფრაზაც უნდა არსებობდეს – ”ბოროტი სიმართლე”.

ადამიანები ორ ჯგუფად იყოფიან ისინი ვისაც  მწარე სიმართლე ურჩევნია, და ისინი ვინც ტკბილ ტყუილს ამჯობინებენ, მე არ ვიცი რომელ ჯგუფს მივაკუთუნო თავი, ალბათ მაინც სიტუაციას გააჩნია, და მაინც უმეტეს შემთხვევაში ტკბილ ტყუილს ავირჩევდი. ისე დღეს ამაზე საუბარს სულაც არ ვაპირებდი, მინდოდა ჩემს დამოკიდებულებაზე დამეწერა ტყუილ-სიმართლის მიმართ.

არ შემიძლია ტყუილით ცხოვრება, ალბათ არადიპლომატიური საქციელია მაგრამ თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ, როცა რაღაცას ბოლომდე არ ვამბობ, ხშირ შემთხვევაში თავს ვიკავებ, არ მინდა სხვა ადმიანებს გული ვატკინო, ან უტაქტო ადამიანად ჩამთვალოლ ან ბოლოს და ბოლოს საკუთარ თავს ვავნო ამგვარი საქციელით. რატომღაც ვიტანჯები როცა არ ვამბობ ბოლომდე იმას რისი თქმაც მინდოდა, ეს შეიძლება ტყუილადაც კი არ ჩაითვალოს, არა! არა! ტყუილი ნამდვილად არაა, მაგრამ მირჩევნია ყველაფერი გარკვეული იყოს, ყოველშემთხვევაში ახლობელ ადამიანებთან მაინც.

ფილმი Liar Liar დარწმუნებული ვარ, ერთხელ მაინც, ყველას აქვს ნანახი , აი ზუსტად ამ ფილმის მთავარი გმირივით ვგრძნობ თავს ხანდახან, მინდა ყველაფერი ვთქვა ზუსტად ისე როგორც ვფიქრობ, მაგრამ მისგან განსხვავებით თავის შეკავებას ვახერხებ, ხანდახან ”ტბილ ტყუილსაც” კი მოვიშველიებ ხოლმე, რასაც მერე ყოველთვის ვნანობ.

”კეთილი ტყუილი” თუ ”ბოროტი (მწარე) სიმართლე”, რომელი ვარჩიო?
რომელი იქნება უფრო სამართლიანი ახლობელი ადამიანების მიმართ?
რომლით არ ვიგრძნობ თავს დამნაშავედ? მარტუარად? ან უტაქტოდ?

ამ კითხვებზე პასუხი ჯერ  ვერ მივიღე :/

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 400 other followers

Follow Fish's Blog on WordPress.com
%d bloggers like this: