Fish's Blog

ორჰან ფამუქი – უმანკოების მუზეუმი

Posted on: June 8, 2013

მეგონა ნივთებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი, თუმცა უმანკოების მუზეუმის წაკითხვის შემდეგ გამახსენდა ჩემი უჯრა, სადაც უამრავ “ხარა-ხურას” ვინახავ. დავფიქრდი და მივხვდი, რომ ნივთები არამარტო საყვარელ ადამიანებს, არამედ მათთან გატარებულ ბედნიერ წუთებსაც გვახსენებენ.

ჩემს უჯრაში ნახავთ Kinder Surprise-ში ამოსულ რამდენიმე სათამაშოს, რომლის ყოველი ისტორია დაწვრილებით მახსოვს, მათი შეხება მათთან დაკავშირებულ გრძნობებს მახსენებს, რომელიც ახლა შეიძება სასაცილო იყოს, თუმცა ისინი ხომ ჩემი ცხოვრების, ჩემი ისტორიის ნაწილია. აქვე ნახავთ ნაჩუქარ, მწვანე ხის იო-იოს, სასულე ორკესტრის საღამოს – Tbilisi Wind Festival 14.11-18.11.2011 – პროგრამას, ხის ზებრას (ახალი წლის საჩუქარი), წითელ ბუშტს (უკვე ჩაფუშულია) წარწერით – “ნემსიმ იპოვა – ნემსი ჩაფუშავს”, ფოტოს რომელიც მხოლოდ ჩემია, რომელიც არ მომწონს, მაგრამ მაინც მომწონს, ის ხომ მხოლოდ ჩემია და სულაც არ მინდა ვინმემ ნახოს.

გარდა ამისა, მაქვს უამრავი მოგონება, ძირითდად დეტალური, საგნებისა თუ ნივთებს, ყველაფერი კადრებად მახსოვს: სახეები, ხელები, ტანსაცმლის ღილი, ხალი მარჯვენა ლოყაზე, მკრთალი ჭორფლები ცხვირზე და ლოყებზე, ტუჩები, იამი-იამაუჩი; კიდევ მუსიკა: ყველა დღეს და შეხვედრას რაღაც მუსიკა ახლავს, შეიძლება ის ღიღინებდეს, შეიძლება მე მიტრიალებდეს თავში, ამ მუსიკის ხელახლა გაგონებაზე – კი მაშინვე მახსენდება, რომელიმე კონკრეტული დღე, თავისი დეტალებით; კიდევ სუნი.

ორჰან ფამუქის – უმანკოების მუზეუმი პირველი ყველაზე დიდი წიგნია, რაც წამიკითხავს და პირველი წიგნი, რომელიც ყველაზე სწრაფად წავიკითხე (ზუსტად 2 კვირაში). არ გეგონოთ თითქოს უხარისხოდ წავიკითხე, ან უგულოდ, შევიგრძენი თითოეული წინადადება, თითოეული სიტყვვა. ახლაც ამ წიგნის გახსენებისას, რაღაც ტკივილს კიდევ ვგრძნობ, დაახლოებით ისეთს, როგორიც ქემალის აღწერილი სიყვარულის ტკივილის ანატომიური ახსნა იყო.

სწრაფად ვკითხულობდი, თან ვცდილობდი არ მეჩქარა თუმცა გული დამწყდა, რომ დამთავრდა, მინდა პირობა დავდო, რომ აუცილებლად წავალ სტამბოლში, ჩუქურჯუმას გამზირზე და მოვინახულებ უმანკოების მუზეუმს, შემდეგ კი ყოველივეს ჩემს ბლოგზე გაგიზიარებთ.
მე სხვა არაფრის დამატების არც სურვილი მაქვს და ალბათ არც გამომივა, წიგნი თვითონ გეტყვით სათქმელს თავის თავზე, ასე რომ ყველას გირჩევთ წაიკითხოთ ორჰან ფამუქის უმანკოების მუზეუმი.

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 401 other followers

Follow Fish's Blog on WordPress.com
%d bloggers like this: