Fish's Blog

ალბატროსი

Posted on: January 22, 2014

ვმუშაობ ჯანდაცვის სამინისტროში ცხოველების აღმწერად.

0 სართულისან მე-10ზე, ცალ-ცალკე ამომყავს სხვადასხვა ცხოველი, ვიწერ მათ მოკლე აღწერილობას: წონა, სიმაღლე, სიფუმფულე და ა.შ.

მორიგი ჩასვლაა, ბატის ჯერია, ბატი ძალიან მორიდებული აღმოჩნდა, მე ვიტყოდი დაკომპლექსებულიც კი, ხალხის მზერას ერიდებოდა. მთხოვა შენ წინ წადი, მე უკან გამოგყვები და ვერ შემამჩნევენო, ასე ავიყვანე მე-10 სართულზე.

 

 

მაგიდასთან დავჯექი, ის მოპირდაპირე მხარეს დავისვი და დავიწყე ანკეტის შევსება, სახელი არც კი მიკითხავს ისე ჩავწერე ბატი, პასუხის ხმამაღლა გაცემას ერიდებოდა, ამიტომაც მიჩურჩულებდა, აშკარა იყო მოვეწონე, ნდობით განიმსჭვალა ჩემს მიმართ. მე გავაგრძელე პროცედურა: ავწონე, სიმაღლე გავზომე, მოვეფერე – სიფუმფულის დონე რომ დამედგინა.

მოულდნელად ქირიკშვილი შემოვიდა, ანკეტაში ჩაიხედა და აღშფოთებულმა (ის ჩემზე უკეთ ერკვეოდა საქმეში, რადგან ჩემზე მეტი სტაჟი ქონდა) წამოიყვირა: 

 

“რა ბატი?! ეს ხომ ალბატროსია!”

სიზმარი

Advertisements

1 Response to "ალბატროსი"

ძალიან გავმხიარულდი 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 400 other followers

Follow Fish's Blog on WordPress.com
%d bloggers like this: