Fish's Blog

ვიქტორ ჰიუგო – კაცი რომელიც იცინის

Posted on: January 22, 2014

გწამდეს ძნელია, არ გწამდეს შეუძლებელია.

კბილებსაც ხომ შეუძლიათ ცქერა, ისე როგორც თვალებს კბენა.

საკმარისი არ არის გინდოდეს, საჭიროა შეგეძლოს.

ბედ-იღბალს წინასწარ მოლაპარაკებას არ უმართავენ.

რამდენი ათეისტი ვერ მიმხვდარა, რომ მისი გულკეტილობაც და სევდიანობაც იგივე ლოცვაა ღვთის მიმართ.

ჩვენ ყველანი ბრმები ვართ. ბრმა არის ძუნწიც: იგი ხედავს ოქროს, მაგრამ ვერ ხედავს სიმდიდრეს. ბრმა არის მფლანგველიც: ის ხედავს დასაწყისს და ვერ ხედავს დასასრულს. ბრმა არის კეკლუცი ქალი: იგი ვერ ხედავს თავისი სახის ნაოჭებს. ბრმა არის სწავლული: იგი ვერ ხედავს თავის უმეცრებას. პატიოსანი ადამიანიც ბრმა არის, იგი ვერ ხედავს თაღლითს. თაღლითიც ბრმა არის, ის ვერ ხედავს ღმერთს. ღმერთი აგრეთვე ბრმაა – რა დღესაც მან ქვეყანა შექმნა, ვერ შეამჩნია, რომ მის ქმნილებებში სატანაც შეეტმასნა.

ხიფათის თავიდან აცილება ორნაირი საშუალებით შეიძლება: უნდა იდგე ან ძალიან მაღლა, ან ძალიან დაბლა. მეორე საშუალება ვფიქრობთ, პირველზე უმჯობესია. ინფუზორიის გასრესა უფროძნელია, ვიდრე არწივის ისრით დაჭრა-დაკოდვა.

მოსიყვარულე ვაჟკაცის სინდისი იმ ქალის მფარველი ანგელოზია, რომელიც მას უყვარს.

ვაი მას, ვისზედაც იტყვიან ხოლმე: “ბედნიერიაო!”
უბედურებისაგან უფრო ადვილია თავის გართმევა, ვიდრე ბედნიერებისაგან.

გასაჭირი იმდენად დამღუპველი არ არის ადამიანისთვის, რამდენადაც კეთილდღეობა.

ბედნიერებაში მყოფი კაცი თავის თავს ძნელად თუ შიეცნობს.

უმეცრება ისეთი რამ არის, რითაც საზრდოს მოიპოვებს ადამიანი, ხოლო მეცნიერების მიმდევარნი შიმშილით იხოცებიან.

წინასწარი მოსაზრებები ისეთი დაქანებული დაღმართია, რომელზეც შეძლება ძალიან ღრმა უფსკრულში ჩავარდე.

დასინებული მხდალი მეტად სეუბრალებელია.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 401 other followers

Follow Fish's Blog on WordPress.com
%d bloggers like this: