69
Posted September 25, 2014
on:მიუხედაბად იმისა, რომ ერთ წელზე მეტია ფოტო ჩემი სიამოვნებისთვის არ გადამიღია, ყოველდღიურად, არა ყოველწამიერად ვტკბები კადრებით, რომელიც ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ იბეჭდება.
რამდენიმე დღის წინ ღამით მომიწია შორ მანძილზე მგზავრობა, სამარშუტო ტაქსის წინა სავარძრლზე მოთავსებულმა ისეთი კადრები დავინახე, რომელიც მართლაც დამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერება, თუმცა გული მწყდება, რომ სხვებს ვერ ვუზიარებ. ისე ყველაფერი ხომ გემოვნების ამბავია, სხვებისთვის ჩემი აღქმული სილამაზე, მისტიკა თუ საოცრება შეიძლება გაუგებარ, ყოველდღიურ სურათად აღიქმებოდეს უმრავლესი ადამიანისათვის.
სრულ უკუნ წყვდიადში მიმავალი განათებული ავტოდან, ფარებით შორ მანძილზე განათებული გზა, ხეები და ამ ხეების ფოთლებში ჩაფლული ლურჯი საგზაო ნიშანი, რომელზედაც მხოლოდ ორი ციფრია გამოსახული და რომელიც სრულ უკუნში მისტიურად ანათებს. მხოლოდ ამის გამოც ღირს მეთქი ცხოვრება გავიფიქრე და ვიგრძენი როგორ ჩამეღვარა გულში სითბო და ბედნიერება. მიხვდი, რომ ამ დედამიწაზე გატარებული ყოველი წამით დატკბობა დიდი ბედნიერებაა, წუწუნი და დროის ფუჭად კარგვა აუნაზღაურებელი დანაკარგი.
Leave a Reply