Fish's Blog

პრინციპული რადიკალიზმი

Posted on: January 7, 2015

ძირს რადიკალიზმი!

უტოპიური ფრაზაა, რომელშიც ორი სიტყვა, ორი აზრი ერთმანეთს უპირისპირდება, თუმცა ზუსტად გამოხატავს ჩემს სათქმელს. ძირს რადიკალური მოთხოვნაა, რომელიც ამ შემთხვევაში რადიკალიზმის დაგმობას ითხოვს რადიკალურად.

მე არ ვარ რადიკალური! ვცდილობ მოვლენები ყოველთვის ორი, ამ მეტი მხრიდან შევაფასო, ვარ ლიბერალი, ხანდახან ზედმეტად შემწყნარებელი, როცა ვფიქრობ, რომ ყველას თავისი ცხოვრება აქვს და რაც უნდა ის შეუძლია აკეთოს; ხანდახან პირიქით შეუბრალებელი, როცა მგონია რომ ცხოველები იმიტომ არსებობებ, რომ ვჭამოთ და მათი ბეწვი გამოვიყენოთ სხეულის სითბოს შესანარჩუნებლად. ვცდილობ არასდროს შევიდე პოლემიკაში ადამიანებთან, რადგან მგონია რომ ყველას თავისი აზრის გამოხატვის უფლება აქვს. მაგრამ ხშირად მიწევს ჩემი აზრის გამოხატვისგან თავის შეკავება, იმიტომ რომ შეუბრალებელ ადამიანად წარმოვჩინდები ხოლმე, ხანდახან თავხედადაც, რადგან არ მგონია რომ ადამიანს ტრანსპორტში უნდა დავუთმო ადგილი მხოლოდ იმიტომ, რომ ის ჩემზე უფროსია (აქვე განვმარტავ, რომ ვგულისხმობ მხოლოდ ასაკობრივ სხვაობას და არა ჯანმრთელობის განსხვავებას). ზოგადად ვთვლი, რომ ყველა თანასწორია და მინდა ყველა ასე ფიქრობდეს, თუმცა ამ შემთხვევაშიც შევეწინააღმდეგები ხოლმე ჩემს თავს, მახსენდება ფოტო რომელზეც 3 ბიჭუნაა გამოსახული, რომლებიც ცდილობენ მაღალი ღობის მიღმა დაინახონ ფეხბურთის თამაში, ერთი მაღალია, მეორე საშუალო, ხოლო მესამე დაბალი. დაბალი და საშუალო ბიჭუნები ვერ წვდებიან ღობეს, რა მოხდება თუ მათ ყველს ერთნაირ შესაძლებლობებს მივცემთ? ანუ ყველას თანაბარი ზომის ყუთს, რომელზეც დადგებიან და მატჩს დაინახავენ. ამ შემთხვევაში მაღალ ბიჭს არ დასჭირდება ყუთი, საშუალო შეძლებს დანახვას, დაბლისთვის კი ყუთიც არ იქნება საკმარისი ღობის მიღმა თამაშის დასანახად. ამიტომ თაბარი რესურსები, ხშირად, თანაბარ შესაძლებლობებს არ გულისხმობს. შესაძლებლობა უნდა მივცეთ მას ვისაც ეს სჭირდება. თუ მაღალი ბიჭის ყუთსაც დაბალს მივცემდით, ყველა კმაყოფილი იქნებოდა და სამივე ბიჭი შეძლებდა ფეხბურთის მატჩის ყურებას. ამ ყველაფრიდან მე იმის თქმა მინდა, რომ ყველა თანასწორი ვერ იქნება, მე კი მინდა ჩემი შესაძლებლობა მივცე მას, ვისაც სჭირდება და არ გავფლანგო ის მისთვის ვისთვის ეს ზედმეტია.

თუმცა ამ ნააზრევით სხვა თემაზე მინდოდა დამეწერა, შესაძლებლობებზე კი სხვა დროს…

ხშირად გამიგია ადამინის ერთ-ერთ ძლიერ მხარედ პრიციპულობას ასახელებენ. პრიციპულობად მე მოვიაზრებ შეხედულებებს რომელც პიროვნებად გაქცევს და რომლის გადახვევა შენს მეს დაჩრდილავს, სულიერად დაგასუსტებს და ერთგვარად სხვა პიროვნებადაც კი გაქცევს.

პრინციპულობა ხშირად ერევათ რადიკალიზმში. მტკიცედ დგანან ერთ აზრზე, ცოცხალი თავით არ ცვლიან შეხედულებას და ამას პრინციპულობას მიაწერენ, რითაც თითქოს თავს ძლიერ პიროვნებებად წარმოაჩენენ. თუმცა პირადად მე ადამიანის ყველაზე სუსტ მხარედ სწორედ, ასეთ შეუვალ აზროვნებას ვთვლი და მას რადიკალიზმს ვუწოდებ. რადიკალიზმი არის ის, რაც ვფიქრობ ადამიანს ხელს უშლის განვითარებაში, ევოლუციაში. ამ დროს თითქოს ერთ ადგილზე იყინები და პიტალო კლდესავით შეუვალი ხდები, სხვა აზრი არ შედის შენსში და არც რამე განსხვავებული გამოდის. ერთი შეხედივით ძლიერი პიროვნება, ჩემთვის სრულიად სუსტ და სულელ ადამინიად იქცევა ხოლმე ასეთ დროს, რადგან აზრთა სხვადასხვაგვარობა გვიყალიბებს ხასიათსაც და პრინციპებსაც, რომელთა დაცვითაც შემდეგ ვცდილობთ ვიცხოვროთ. თუმცა ვფიქრობ, რომ აზროვნება, გასხვავებული აზრებისა და ადამიანების გაცნობა, გვიცვლის შეხედულებებს, ჩვენ დღიდან დღემდე ვიცვლებით, ვიზრდებით და იცვლება ჩვენი პრინციპებიც.

ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ პრინციპზე ანუ იდეაზეა დაფუძნებული ადამინის ესა თუ ის ქცევა, ის მაინც არ წარმოადგენს სტატიკურ აზრს, პრინციპი ან პრინციპები ცვალებადია, მაშასადამე იცვლება იდეა და ამ იდეისადმი მიმავალი გზა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 401 other followers

Follow Fish's Blog on WordPress.com
%d bloggers like this: