Fish's Blog

სილამაზე და აწყობილი ერთნაირიზმი

Posted on: January 10, 2015

რა არის სილამაზე?

ისევე როგორც გემოვნება ალბათ სილამაზეზე არ უნდა იდავო, თუმცა სწორედ სილამაზეზე და გემოვნებაზე დავობენ ყველაზე ხშირად. იცვლება ტენდენციები, იცვლება გემოვნება და იცვლება ობიექტის სილამაზის აღქმა. მრგვალი ფორმები, წვეტიანმა შეცვალა, მოდაშია სიგამხდრე. წვრილი ტუჩები შეიცვალა სქელით, წვრილი თვალები დიდი და მეტყველით, სწორი ცხვირი პატარამ და აბზეკილმა შეცვალა. და მივიღეთ 21-ე საუკუნის სილამაზე. ეს არის საუკუნე, როცა ყველას შეუძლია იყოს ისეთი როგორიც უნდა, რომ იყოს. ტენდენციებმა ადამიანები ერთმანეთს დაამსგავსა, ხშირად ორი-სამი ადამიანი ისე გავს ერთმანეთს, რთულია მათი გარჩევა. თუმცა ისინი ყველანი „ლამაზები“ არიან.

ზოგადი სილამაზის განმარტება ალბათ იმაშია, რომ ობიექტში ყველა ასპექტი ჰარმონიულად იყოს შეხამებული, იყოს სიმეტრიული და არ იწვევდეს დისკომფორტს.

მე კი დისკომფორტს მიქმნის საყოველთაო აღიარება რაიმე ნივთისა თუ ადამიანის, რომ ის ლამაზია, თითქოს ეს კონსტანტაა, რომლის გადახვევა წარმოუდგენელია.

ხშირად ისეთი საგნები, კადრები ან სიტუაციები, თუნდაც ადამიანები მელამაზება, რომელზეც ალბათ არავინ იტყვის ლამაზიაო.

მეტროს ხმაური, სწრაფი სვლა, დაღლილი ქალი, რომელიც აზრებით სხვაგანაა, მისი თვალები არსად იყურება, ჩამუქებული თვალის უპეები, ნაშრომი ხელები, მიმიკური ნაოჭები, საკვებით სავსე პარკი ფეხებთან და ხურჯინის ხელა ჩანთა მუხლებზე.

ეს კადრი მე მელამაზება.

კადრი სამარშუტო ტაქსიდან, რომელიც მუდამ ჩარჩება ჩემს მეხსიერებაში. სვლა შეჩერდა შუქნიშანზე, ქუჩის მეორე მხარეს გზის პირას ზის სიმპატიური მამაკაცი, ძლიერი მხრებით, ვაჟკაცური გამოხედვით, თითქოს ვიღაცას ელოდება, წამოდგა, ის ქონდრის კაცია.

ეს კადრი მე მელამაზება.

ელამი გოგონა სათვალით, გრძელი ქერა ჩაწნული თმით, ღია ფერის თბილ ზედაში მღერის მეტროში და ითხოვს რამდენიმე თეთრით დახმარებას.

ეს კადრი მე მელამაზება.

მახსენდება დაიან არბუსი, ფოტოგრაფი, რომელმაც 20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. როცა პირველად მისი ფოტოები ვნახე უცნაური გრძნობა დამეუფლა, თითქოს შემშინდა კიდეც, პირველა რაც გაივფიქრე იყო – ნუთუ არსებობდა ადამიანი ვინც ჩემსავით აღქვამდა სამყაროს?! როგორც ჩანს არსებობდა, და ალბათ ბევრიც არსებობს. ეს იყო ადამიანი რომელიც, მათ ვისზეც არ ითქმის ლამაზები ლამაზად აღიქვამდა და ლამაზად წარმოაჩენდა. სახეში არ გახლიდა სიმართლეს, როგორც ეს დღევანდელ ფოტოგრაფიაშია, შემალვით, შეფარვით და ლამაზად, სწორედ რომ ლამაზად წარმოადგენდა რეალობას.

თუმცა მე აწყობილ სილამაზეზე მინდოდა დამეწერა და არა სილამაზის აღქმაზე, ჩემთვის სილამაზეა რეალობა,  ბუნებრიობა, ასიმეტრია, ინდივიდუალიზმი და არა აწყობილი ერთნაირიზმი.

Advertisements

1 Response to "სილამაზე და აწყობილი ერთნაირიზმი"

მიყვარს არბუსი…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 400 other followers

Follow Fish's Blog on WordPress.com
%d bloggers like this: