Fish's Blog

„გოგონა მონტე-ნაპოლეონეს ქუჩიდან“

Posted on: January 12, 2015

წავიკითხე და მომეწონა ნინო ამირეჯიბის პირველი წიგნი „გოგონა მონტე-ნაპოლეონეს ქუჩიდან“, მწერლისა, დიახ, არ მოვერიდები ასე მოვიხსენიო 21 წლის გოგონა, რომელიც უკვე მართლაც ჩამოყალიბებული მწერალია.

10905984_989093997785949_8783435787321847747_n

ერთი შეხედვით მარტივ, ქენდის ბუშნელისეულ თანამედროვე სასიყვარულო რომანში ყველა დროის საჭირბოროტო საკითხები შემალვითაა წარმოდგენილი. კითხვას გიადვილებს მწერლის მარტივი ენა, თითქოს ძალისხმევის გარეშე, ერთი ხელისმოსმით დაწერილ რომანზე ვერასოდეს იფიქრებ, რომ ეს მწერლის პირველი ნამუშევარია. თუმცა ყველაფერი გენიალური ხომ მარტივია.

მომეწონა სიუჟეტის განვითარება, სრულიად მოულოდნელი და ფილმისეული.

მომეწონა თუ როგორ მოახდინა მწერალმა პერსონაჟების წარმოდგენა მკითხველისთვის, მათი აღწერა მინიმუმამდეა დაყვანილი, თუმცა მათი ქცევა  და დიალოგები სრულ წარმოდგენას ქმნის პერსონაჟის ხასიათზე.

სიამოვნებით ვუყურებდი ამ სცენარზე დაფუძნებულ მხატვრულ ფილმს და არასოდეს მომბეზრდებოდა ისევე როგორც Notting Hill-ი, თუმცა ეს უფრო ფრანგულ-იტალიური ფილმი იქნება ვიდრე ჰოლივუდური მელოდრამა.

ყველას გირჩევთ წაიკითხოთ თევზური თევზის ნინო ამირეჯიბის სადებიუტო რომანი „გოგონა მონტე-ნაპოლეონეს ქუჩიდან“, რათა მომავალში იამაყოთ რომ მსოფლიოში სახელგანთქმული ბესტსელელერების ავტორის პირველი წიგნი გაქვთ წაკითხული ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის მოღვაწეობას იწყებდა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 400 other followers

Follow Fish's Blog on WordPress.com
%d bloggers like this: