Fish's Blog

მე და მე

Posted on: June 9, 2015

მე და ჩემი მეორე მე ან იქნებ უფრო სწორი იყოს – მე და მე, რადგან რთული გასარკვევია რომელია პირველი და რომელი მეორე. მათ შორის მუდმივი კამათი შეიძლება ითქვას სასიამოვნოა, ხედავ როგორ იბადება ორი ან მეტი აზრიდან ერთი ჭეშმარიტება. თუმცა მე მაინც მგონია, რომ ჭეშმარიტება არ არსებობს, ჭეშმარიტება შეიძლება იყოს მხოლოდ ობიექტური აზრი, გაფილტრული ყოველგვარი სუბიექტივიზმისაგან. და ვინაიდან ადამიანი არის ადამიანი და არა გამომთვლელი მანქანა, მისგან ობიექტური აზრის მიღებას შეუძლებელად მიმაჩნია. ჭეშმარიტება ყველასთვის მისაღები უნდა იყოს, თქვენ კი დაფიქრდით არსებობს რაიმე აზრი რომელიც ყველასათვის მისაღები იქნება? მიუხედავად იმასა, რომ არსებობს რაღაც საკითხები, რომელშიც მეტ-ნაკლებად ყველა ვთანხმდებით, მე არ ვიცი ასეთი აზრი.

ფიქრების ზვავისებურ კორიანტელში გვიჭირს გავერკვევთ რა არის კარგი და რა ცუდი. თუმცა ეს კიდევ ნაკლებ საჩოთირო საკითხია. ერთსა და იმავე ამბავს თუ საგანს ორივე მე სხვადასხვანაირად აღიქვამს, ისევე როგორც სხვადასხვა ადამიანი. შეიძლება თქვათ გემოვნების საკითხიაო, მართალიც იქნება. თუმცა მე მაინც მგონია ადამინის ბუნებაა ასეთი, უკეთსის მიღწევის მოლოდინში ცდილობს ყველა არსებულ შემოთვაზებას თუ აზრს ნაკლი მოუძებნოს.

როგორც ორი ადამიანი ერთსა და იმავე მოვლენაზე კამათობს, ბჭობს და განიხილავს, ასე ხდება ჩვენს ტვინშიც. ერთი მე არასდროს უთმობს მეორეს, ორივე ცდილობს თავისი გაიტანოს, ბოლოს გამარჯვებული არავინ რჩება და კომპრომისი მიიღწევა, იქამდე კი დიდი გზაა გასავლელი.

Advertisements

2 Responses to "მე და მე"

[…] ტილოზე შესრულებული ნამუშევარი – სერიიდან “მე და მე”. სხვა ნამუშევრები […]

[…] ქაღალდზე შესრულებული ნამუშევარი – სერიიდან “მე და მე”. სხვა ნამუშევრები […]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 401 other followers

Follow Fish's Blog on WordPress.com
%d bloggers like this: