Fish's Blog

ღია სივრცე ექსპერიმენტული ხელოვნებისთვის – წუხილი

Posted on: February 28, 2017

დიდი ხანია მინდა დავწერო ღია სივრცის შესახებ, რომელიც წარმოადგენს ხელოვანთა გაერთიანებას და პერფორმირებული წარმოდგენების საშუალებით ეხმაურება ქვეყანაში არსებულ მწვავე და აქტუალურ პრობლემებს. მსახიობთა დასი დავით ხორბალაძის და მიშა ჩარკვიანის რეჟისორობით არ დგამს სპექტაკლებს გამოგონილ ისტორიებზე, ყველა მათი პროდუქტი ნამდვილია, რეალური. რეალურ ადამიანებზე და რეალურ ისტორიებზე.

16681508_604600816416090_4802450167182723973_n

პირველად 2016 წლის 6 ოქტომბერს დავესწარი ღია სივრცის პროდუქტს, ეს იყო დავით ხორბალაძის “წუხილი”.

14567976_547463765463129_4109073257541163424_n

მეგონა მივდიოდი სპექტაკლზე, თუმცა პირველივე წუთიდან, როცა ერთ-ერთმა მსახიობმა კარი გამიღო და დარბაზში შემიპატიჟა, მივხვდი იმ სპექტაკლებს არაფრით ჰგავდა, რაც იქამდე მენახა. სივრცეში არ იყო სცენა და განსაზღვრული ადგილი სადაც უნდა ეთამაშათ მსახიობებს, მსახიობები და მაყურებლები ერთ სივრცეში ვიყავით მოქცეულნი, თითქოს ყველანი ვიყავით დადგმის მონაწილენი. შინაარსის მოყოლას არ ვაპირებ, იმიტომ რომ ვერ შევძლებ, და შინაარსი რომ წაიკითხო, სიტყვები ვერ გადმოსცემს მთავარს, ეს უნდა ნახო და შეიგრძნო. დადგმაში მონაწილე სამი მსახიობი – გვანცა ენუქიძე, თემო რეხვიაშვილი და მიხეილ აბრამიშვილი კი ნამდვილად გაგრძნობინებენ ტკივილსაც, სიხარულსაც, სინანულსაც და ყველა ადამიანურ გრძნობას ერთდროულად და ცალ-ცალკე. თუმცა ემოციები და აზრების მოზღვავება არ მთავრდება სპექტაკლის დამთავრების შემდეგ, სწორედ დამთავრების შემდეგ იწყება ყველაფერი – მიდიხარ სახლში და გიტივტივდება ფრაზები, გადის დღეები და ისტორიები თავს გახსენებენ, გადის კვირები და უფრო ღრმად ხვდები იმ უბრალო ფრაზის მიღმა არსებულ აზრებს, თვეების შემდეგაც გაგახსენდება და ხვდები რა რთულია, მტკივნეულია იყო ადამიანი – არსება ცნობიერებით.

14523010_547463795463126_5314756347371943644_n

სწორედ ასეთი გავლენა იქონია ჩემზე დავით ხორბალაძის სპექტაკლმა “წუხილი”, არ მგონია ადამიანი გულგრილი დარჩენილიყო იმ ყველაფრის შემდეგ რაც ნახა, შეიგრძნო, ყოველი დამსწრე ხომ სპექტაკლის მონაწილეც იყო იმავდროულად. რამდენიმე საათით აღმოჩნდა სხვის ტყავში, სხვა სამყაროში, დაივიწყა საკუთარი მე, თუმცა ამავე დროს ყველა შიშვლად დაინახა საკუთარი თავი.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 401 other followers

Follow Fish's Blog on WordPress.com
%d bloggers like this: