Fish's Blog

Archive for the ‘ვუყურე და მომეწონა’ Category

პარალელური.
რა არის პარალელური?
მოდით მარტივიდან დავიწყოთ, რა არის პარალელური წრფეები? ორი ან მეტი წრფე, რომელსაც არ გააჩნია საერთო წერტილი, რომელიც არასოდეს გადაიკვეთება.
გაგვიგია ცნება – პარალელური სამყაროები, ამაზე ბევრს მსჯელობდნენ და დღესაც მსჯელობენ მეცნიერები, მაგრამ ერთი პატარა დეტალი, მარტივი ჭეშმარიტება ავიწყდებათ, თუკი მართლაც არსებობს ჩვენი პარალელური სამყარო, როგორ შეიძლება ჩვენ გავიგოთ ერთმანეთის შესახებ რამე, ჩვენი გადაკვეთა ხო შეუძლებალია.
თუმცა სულაც არ მინდოდა ამეზე წერა, ვფიქრობდი პარალელურ ცხოვრებაზე, თუმცა ჩვენს რამდენიმე ცხოვრება ალბათ მაინც პირობითად შეიძლება ვუწოდო პარალელური. სახლი, სამსახური, სამეგობრო წრე, ინტერნეტი – ეს სამყაროები ცალ-ცალკე თანაარსებობენ, ჩვენ მათში სხვადასხვა როლს ვთამაშობთ, სხვადასხვა სტატუსი, თანამდებობა გვაქვს, სხვადასხვა ხასიათი. თუმცა ხშირ შემთხვევაში (ახალ წლის ღამეს მაინც) ეს სამყაროები იკვეთებიან.

გირჩევთ უყუროთ ფილმს  ANOTHER EARTH

Advertisements

Primal Fear

Posted on: July 12, 2011

ისევ მიტევენ.
ვებრძვი, მაგრამ ვმარცხდები.
ან ტვინთან ბრძოლა ვის გაუგია?!
ფიქრები ისევ გროვებად მოდის, ბოლო არ უჩანს.

ნიღბებზე მეფიქრებოდა, ადამიანებზე ნიღბებით.
ახლა არავინ გაიფიქროთ მე ნიღაბს არ ვატარებოდა, საკუთარ თავს ხომ მაინც ვერ მოატყებთ.
ადამიანებზე დაკვირვება რო მიყვარს, მიხვდებოდით უკვე. იცით ამ ბოლო ხანებში რას დავაკვირდი? ადამიანები ორ ჯგუფად იყოფიან, ისინი ვინც კეთილშობილურ ნიღაბს ირგებენ, და ადამიანები, რომლებიც გულქვა, გულცივ და უემოციოებად გვაჩვენებენ თავებს. დავფიქრდი და მივხვდი რო, ამ გულქვებთან და გულცივებთან ურთიერთობა, უფრო საინტერესოა, იმიტომ რომ მათში ნამდვილი ადამიანები იმალებიან. მათ გონიათ, რომ თუ ნამდვილ ემოციებს დამამლავენ ძლიერები გამოჩნდებიან, და თითქოს თავს იცავენ.
კარგია როცა ხვდები ვინ რას წარმოადგეს, მაგრამ ასეთი ნიჭის ქონა, და ამით ცხოვრება ძალიან ძნელიცაა, ხშირად როცა ადამიანი არ მომწონს, შეიძლება უმიზეზოდაც, ვერ ვხვდები რატომ მაქვს ასეთი გრძნობა, თავს ვიდანაშაულებ, სინამდვილეში კი ჩემში ვიღაც ხვდება და ხედავს ნიღაბს და მის უკან დამალულ ჭეშმარიტ სახეს.

გაუთავებლად შეიძლება ამაზე ლაპარაკი, მსჯელობა, კარგია თუ ცუდი. გამართლებულია თუ დაუშვებელი. (ან იქნებ ცოდვაც კია :O) 😀
მე აღარ გავაგრძელებ, უბრალოდ გირჩევთ, უყუროთ  Primal Fear

 

 

Invictus

Posted on: April 18, 2011

ვუყურე Invictus-ს და მომეწონა. თუმცა ეს გრძნობა მოწონებაზე ბევრად მეტი იყო. საერთოდ ბიოგრაფიული დრამები ძალიან მომწონს, უნდა ვაღიარო რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესოა თავის ჟანრში. ამ ფილმმა გამიღვიძა პატრიტიზმის გრძნობა, გამაკეთილშობილა და ბოლოს და ბოლოს რაგბი შემაყვარა, თანაც იმდენად, რომ ამ თამაშის წესების შესწავლაც კი დავიწყე. ნამდვილად ბევრის მომცემი აღმოჩნდა რეალურ ისტორიაზე აგებული, ნელსონ მანდელას ცხოვრების ეს პატარა მონაკვეთი ჩემთვის.

ნუ დაინანებთ თქვენი ცხოვრების 2 საათსა და 10 წუთს ამ ფილმის სანახავად, უყურეთ! არ ინანებთ! Read the rest of this entry »

როგორ მინდა ამაზე დავწერო, მაგრამ არ გამომდის.
ეს გრძნობა სიტყვებზე მაღალია. ახსნა მიჭირს.
გქონიათ ოდესმე გრძნობა ფილმის ნახვის შემდეგ, რომ ეს ფილმი შენია და მეტი არავისი? მე ეს უკვე მეორეჯერ დამემართა. პირველი იყო Fur: An Imaginary Portrait of Diane Arbus, ახლა კი Mr. Nobody.
იმდენად ფანტასტიკური, გაუგებარი, რომანტიული და  ამავე დროს დრამატული იყო, რომ საერთოდ დამავიწყდა თევზი რო ვიყავი და 2 საათი და 18 წუთი ფილმის გმირი მეგონა თავი.

Read the rest of this entry »

Diane Arbus

Posted on: July 30, 2010

 

დიანა არბუსი  (იგივე დიანა ნემეროვი)  იყო  რუსულ-ებრაული წარმოშობის  ამერიკელი ფოტოგრაფი. იგი იყო პირველი ფოტოგრაფი, რომელმაც გადაუხვია ტრადიციულ სტილს და დაიწყო ისეთი ადამინების გადაღება, რომლების დანახვა საზოგადოებაში ზიზღს, გაოცებას ან დაცინვას იწვევდა. ესენი იყვნენ ჯუჯები, გოლიათები, ტრანსვესტიტები, ნუდისტები და ცირკის მსახიობები.

Read the rest of this entry »


Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 400 other followers

Follow Fish's Blog on WordPress.com