Fish's Blog

Archive for the ‘სიზმარი’ Category

ვმუშაობ ჯანდაცვის სამინისტროში ცხოველების აღმწერად.

0 სართულისან მე-10ზე, ცალ-ცალკე ამომყავს სხვადასხვა ცხოველი, ვიწერ მათ მოკლე აღწერილობას: წონა, სიმაღლე, სიფუმფულე და ა.შ.

მორიგი ჩასვლაა, ბატის ჯერია, ბატი ძალიან მორიდებული აღმოჩნდა, მე ვიტყოდი დაკომპლექსებულიც კი, ხალხის მზერას ერიდებოდა. მთხოვა შენ წინ წადი, მე უკან გამოგყვები და ვერ შემამჩნევენო, ასე ავიყვანე მე-10 სართულზე.

 

Read the rest of this entry »

საგარეო საქმეთა სამინისტროში სუფრა გავშალე, ყველანი ვჭამდით, ვცეკვავდით და ვზეიმობდით. მე დაცვას ვეძებდი რო უფროსისთვის დაეძახა, მაგრამ უფროსი ცოტა ხანში თვითონ მოვიდა.

მუსიკა გამოვრთეთ, სალათი გადავუღე თეფშზე.

სრული სიჩუმე ჩამოვარდა, მან კი ღვინის ჭიქა ასწია და სადღეგრძელოს წარმოთქმა დაიწყო:

“ასორირების ხელშეკრულება პარაფირებულია.”

ტაშმა იქუხა და ზეიმი განახლდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ფოიეში.

სიზმარი

გასიებული ჟღალი კატა შეძვრა დივნის გადასაფარებლის ქვეშ, შემოიკეცა ეს გადასაფარებელი და თუ ვინმე გაბედავდა შეხებას, ერთ თათს გამოყოფდა და ბრჭყალებით კაწრავდა მოწინააღმდეგეს, ნეტა ვინ გაათამამა ეს კატა ასე?!

სიზმარი

ავიღე ცუნცულას აკვარიუმი და გადავწყვიტე გამესეირნა. ვიფიქრე არც თევზს აწყენს სუფთა ჰაერი მეთქი. მივდიოდი და წყალი აკვარიუმიდან ხან ერთ მხარეს ისხმებოდა ხან მეორე მხარეს. ვიცოდი ეს კარგს არაფერს მოიტანდა, მაგრამ ვერ ვჩერდებოდი და გზას ვაგრძელებდი, წყალი სულ უფრო და უფრო ცოტავდებოდა. ბოლო ნაკადს ცუნცულაც ამოყვა, მე დაბნეულობისაგან აკვარიუმი მიწაზე დავდგი და თევზი გავჭყლიტე.
მადლობა ღმერთს გავიღვიძე, თავი დავიმშვიდე მხოლოდ სიზმარი იყო მეთქი.

თუმცა სიხარული ხანმოკლე გამოდგა, შუადღისას ცუნცულამ უკან-უკან დაიწყო ცურვა, მერე გვერდულად ამობრუნდა და უკვე სიკვდილს ებრძოდა. დიდი ხანი იტანჯა, სულს ღაფავდა, ყოველი მცდელობა გადარჩენისთვის უშედეგო იყო. ამის ყურება აღარ შემეძლო. ევთანაზია გამახსენდა. და მორჩა. ცუნცულა აღარაა.

რას არ გავიღებდი ოღონდ, არ ასრულებულიყო ჩემი სიზმარი, მაგრამ მოსახდენი მოხდა.

 

კიბეზე ავედი.
ვიწრო გასასვლელი დავინახე ეზოსკენ, რომელიც ჯერ არ  ჩანდა.
შევედი.
მეტრანახევრიანი, თანამედროვე სტილით ნაშენი სახლების მაკეტების გარემოცვაში აღმოვჩნდი.
ეზოს ბოლოს დიდი ვერანდა  იყო, საიდანაც ნახევარი თბილისი მოჩანდა.
ღამე იყო.
ნაირფერის შუქის ბურთები ყველა მხრიდან კიაფებდნენ.
გავცქეროდი ჰორიზონტს და ვტკბებოდი ხედით.
რაღაც ზღაპრულის მოლოდინში ვიყავი, ვიცოდი რაღაც ფანტასტიკური აუცილებლად გადამხდებოდა.
უნდა მემოქმედა.
წინ, ქვევით გადათხრილი გზა ჩანდა, იქ ვერ გადავიდოდი, ამასობაში გათენდა და მოსაღამოვდა კიდეც.
გამოვედი ეზოდან, იგივე წვრილი გამოსასვლელით და მარჯვნივ დაღმართი დავინახე, მიტოვებულ სტადიონთან.
გავაღწიე სტადიონსა და კედელს შორის ვიწრო დაღმართზე.
ნახევრად დაბურულ, უღრან ქუჩას მივუყვებოდი უზომოდ აჟიტირებული.
ინტუიციამ არ მიღალატა, ბედნიერი ვიყავი, იმის დამტკიცებას შევძლებდი, რომ ტყუილა არ დავფრინავ.
სკოლას ვუახლოვდებოდი.
დავინახე  როგორ იყვნენ ამოუცნობი საყვარელი არსებები სკოლის წინ კიბეზე ჩამომწკრივებულები (სიმღერისთვის მომზადებული გუნდივით).
გავიარე თუ არა მათ წინ, გუნდმა სადღესასწაულო მარშის დაკვრა დაიწყო.
სვლა არ შემიჩერებია.
უცაბედად მარცხნიდან, გუნდის მარჯვენა კუთხიდან, სადაც უცნაური მევიოლინე უკრავდა, ჩემსკენ ყვითელ გულიანი ნათურა გამოფრინდა, რომელმაც ზურდს უკან ჩამიქროლა.
რა ექნა ჯერ პატარა იყო მევიოლინე, თანაც ყვითელ გულიანი ნათურით ვიოლინოზე დაკვრა არც ისე ადვილია.

გავუღიმე პატარას.

გზა გავაგრძელე.

სიზმარი.
19.01.11


Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 400 other followers

Follow Fish's Blog on WordPress.com