Fish's Blog

Archive for the ‘ფოტო’ Category

მინდა მოგიყვეთ დავალების შესახებ, რომლის მიზანი იყო შემექმნა ფოტონამუშევარი თემაზე – დასაწყისი.

ერთი შეხედვით მარტივი დავალება სულაც არ აღმოჩნდა ადვილი შესასრულებელი, ნებისმიერი ქმედება ცხოვრებაში იწყება დასაწყისით, იქნება ეს, თუნდაც, პოსტის დაწერა, ნახატის დახატვა, ნაბიჯის გადადგმა თუ წიგნის გადაშლა წასაკითხად. თუმცა მთვარი დასაწყისი, საიდანაც ჩვენ უბრალო მოკვდავები ვიწყებთ ყველაფერს, დაბადებაა. დაბადება ჩემთვის უდიდესი მოვლენაა, რომლის ფოტოზე ასახვა დიდ ცოდნას და პროფესიონალიზმს მოითხოვს, ამის გარეშე კი შეიძლება შეიძლება ბანალური და არაფრისმთქმელი გამოვიდეს. ვფიქრობ ჯერ-ჯერობით მე არ შემიძლია ასეთი ფოტოს გადაღება, ამიტომაც თავი შევიკავე ამ კადრის გადაღებისაგან. პირველი აზრის უკგდების შემდეგ ვიფიქრე რომ ნგრევა არის ერთგვარი დასაწყისი, ნგრევის შემდეგ იწყება შენება, შეიძლება იფიქროთ ნგრევას შეიძლება შენება არც მოჰყვესო, თუმცა ვფიქრობ, რომ ნგრევა თავის თავში მოიცავს დასაწყისს, რადგან ნგრებით მთავრდება რაღაც – დასასრული კი ამავე დროს დასაწყისს ნიშნავს შემთვის.
ნგრევა დინამიკაში აი ეს იქნებოდა კადრი სახელად დასაწყისი. ასეთი კადრი სამწუხაროდ ვერ ვიპოვე, შეიძლება არ მოვინდომე, ან უბრალოდ დრო ვერ გამოვნახე, თუმცა ახლა ამას რა მნისვნელობა აქვს.

ფიქრის შემდეგ მივხვდი რომ რაღაც ისეთი უნდა გადამეღო, რასაც ჩემს კვალს დავატყობდი, რაც იქნებოდა მინიმალისტური, მარტივი, და ამავე დროს არ ჩამოშორდებოდა მთავარ იდეას. ჩემი რამდენიმე ფოტო:

Tako Tkebuchava

Read the rest of this entry »

Advertisements

Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 413 other followers

Follow Fish's Blog on WordPress.com