Fish's Blog

Archive for the ‘წავიკითხე და მომეწონა’ Category

წავიკითხე და მომეწონა ნინო ამირეჯიბის პირველი წიგნი „გოგონა მონტე-ნაპოლეონეს ქუჩიდან“, მწერლისა, დიახ, არ მოვერიდები ასე მოვიხსენიო 21 წლის გოგონა, რომელიც უკვე მართლაც ჩამოყალიბებული მწერალია.

10905984_989093997785949_8783435787321847747_n Read the rest of this entry »

გწამდეს ძნელია, არ გწამდეს შეუძლებელია.

კბილებსაც ხომ შეუძლიათ ცქერა, ისე როგორც თვალებს კბენა.

საკმარისი არ არის გინდოდეს, საჭიროა შეგეძლოს.

ბედ-იღბალს წინასწარ მოლაპარაკებას არ უმართავენ. Read the rest of this entry »

მეგონა ნივთებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი, თუმცა უმანკოების მუზეუმის წაკითხვის შემდეგ გამახსენდა ჩემი უჯრა, სადაც უამრავ “ხარა-ხურას” ვინახავ. დავფიქრდი და მივხვდი, რომ ნივთები არამარტო საყვარელ ადამიანებს, არამედ მათთან გატარებულ ბედნიერ წუთებსაც გვახსენებენ.

ჩემს უჯრაში ნახავთ Kinder Surprise-ში ამოსულ რამდენიმე სათამაშოს, რომლის ყოველი ისტორია დაწვრილებით მახსოვს, მათი შეხება მათთან დაკავშირებულ გრძნობებს მახსენებს, რომელიც ახლა შეიძება სასაცილო იყოს, თუმცა ისინი ხომ ჩემი ცხოვრების, ჩემი ისტორიის ნაწილია. აქვე ნახავთ ნაჩუქარ, მწვანე ხის იო-იოს, სასულე ორკესტრის საღამოს – Tbilisi Wind Festival 14.11-18.11.2011 – პროგრამას, ხის ზებრას (ახალი წლის საჩუქარი), წითელ ბუშტს (უკვე ჩაფუშულია) წარწერით – “ნემსიმ იპოვა – ნემსი ჩაფუშავს”, ფოტოს რომელიც მხოლოდ ჩემია, რომელიც არ მომწონს, მაგრამ მაინც მომწონს, ის ხომ მხოლოდ ჩემია და სულაც არ მინდა ვინმემ ნახოს.

Read the rest of this entry »

წავიკითხე და მომეწონა!, ასე დავიწყებ პოსტს, ამ ბოლო დროს მივხვდი, უფრო და უფრო ნაკლები ლაპარაკი მინდა, განსაკუთრებით განცდებზე, მოწონება – არ მოწონება, კარგზე – ცუდზე.
მომეწონა 233 გვერდის კითხვისას განცდილი ჩაის სმის ტრადიციის სიდიიადისა და უბრალო ადამიანების ცხოვრების გაზირება.
მომეწონა კავაბატას თვალით დანახული, თუ აღწერილი სიუჟეტები და დეტალები, რადგან ვფიქრობ რო სამყაროს მეც ასე დეტალებით აღვიქვამ, და ყურადღებას სწორედ დეტალებზე ვამახვილებ.
მოკლედ ბევრის წერა არ მინდა და არც შემიძლია, ამიტომ

Yoshida Brothers – Fuyu no Sakura-ს დაგიტოვებთ

The-Clownკლოუნი, ოფიციალურად პროფესიონალი კომიკოსი მსახიობი, რომელიც არც ერთ ეკლესიას არ უხდის ხარკს, არის 27 წლის და ერთ-ერთ მის ნომერს ”ჩამოსვლა და გამგზავრება” ეწოდება, სწორედ ამ კლოუნის გრძნობებზე, განცებზე და აზრებზეა აგებული ჰაინრიხ ბიოლის ”კლოუნის თვალთახედვა”.

ჩემდა გასაკვირად ბევრი საერთო აღმოვაჩინე ჩემსა და კლოუნს შორის, ბევრი ცუდი თვისებაც მათ შორის. ვფიქრობ, მე მასავით მონოგამი არ უნდა ვიყო, თუმცა იმდენად მესაკუთრე და ერთგული ადამიანი მგონია თავი, რომ ვერ წარმომიდგენია ჩემმა ადამიანმა სხვასთან ის როგორ უნდა აკეთოს, რასაც ჩემთან ერთად აკეთებდა, თუნდაც როგორ უნდა იაროს ისეთ ადგილებში სხვასთან ერთად, სადაც მარტო მე და მას გვივლია, ან რატომ უნდა აჩუქოს სხვას ის ფოტო, რომელიც მე მაჩუქა. შეიძლება უაზრობად ჟღერდეს, ბევრისთვის სასაცილოც იქნება, თუმცა ჩემთვის მტკივნეულია, ისევე როგორც მტკივნეული იყო ჰანსისთვის იმის წარმოდგენა, რომ მარი ციუპფნერის თანდასწრებით დაახურავდა კბილის ტუბს თავსახურს, თანაც იმ ხელებით რომლითაც ზეწარი გარეცხა, და რომელსაც ჰანსი იღლიებში უთბობდა.

ხშირად მეც კლოუნივით ვერ ვეგუები ადამიანთა უსამართლობას, უგულობას, დაუნახავობას. ისევ ბავშვი მგონია თავი. თუმცა ზიზღის ნაცვლად უმეტესად გაურკვევლობა მეუფლება, გაოცება, როგორ შეუძლიათ ადამიანებს იყვნენ ასეთები სხვების მიმართ. ამის გამო კი მე ვხდები ხოლმე სხვებისთვის გამაღიზიანებელი. შეიძლება ფიქრობენ, რომ ვთამაშობ ”ბავშვობას” ან უბრალოდ სულელი ვარ. მე კი გულწრფელად გაოცების მეტი სხვა გრძნობა არ მეუფლება, მერე კი ვეგუები ადამიანებს, ისეთებს როგორებიც არიან.

უამრავი ადამიანია კლოუნის გვერდით, და თან არავინაა, მას მხოლოდ ერთი სჭირდება და მზადაა მთელი ცხოვრება დაელოდოს მას ან მოკვდეს.
”ყველაზე საშინელი თქვენს არსებაში ისაა, რომ უცოდველი, მეტსაც გეტყვით, სუფთა კაცი ხართ.”

და ბოლოს მხოლოდ ერთს დავამატებ:
”მიწის შვილები უფრო გულკეთილნი არიან, ვიდრე ზეცის შვილები”.


Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 400 other followers

Follow Fish's Blog on WordPress.com