Fish's Blog

Archive for the ‘Philosophy of My Life’ Category

Me and Me

Posted on: May 2, 2016

Me and the second me, or maybe it will be more correct to say – Me and Me, cause it’s not easy to clarify which one is the first and which one is the second. Dispute between them sometimes seems enjoyable, you see how rises the new TRUE idea among two or more opinions. But I think that there is not any TRUTH, cause TRUTH only can be objective idea, filtered from any subjectivity. And as human is human and not a machine, to my mind you can’t get the objective ideas from it. TRUTH must be acceptable to all, Please think, do you know any that kind of idea? No matter that there are some issues, about what we all have same opinion I don’t know this kind of idea.
In the avalanche of thoughts we hardly clear what is right and what is wrong, but it’s easier. It becomes harder when two me, as other persons think different about the same objects or same stories. You may say that it’s about taste, and you might be right. But anyway I think that human nature tries to find something bad in the expectancy of the better.
As two person disputes about some occasion, same happens in our brains. One me never gives a way to another me, both tries to bring its own idea in the frontline, no one wins and the compromise is achieve. But before, there is long way to pass. I tried to imagine that way and tried to show you in my works.

ხშირად ვდუმვარ. არა იმიტომ, რომ სათქმელი არ მაქვს, არამედ იმიტომ, რომ უამრავი მაქვს სათქმელი, თანაც ისეთი სიტყვებით რომ ვერ გამოხატავ. როცა ხმას ვიღებ ცრემლი მადგება, მახრჩობს და ნაცვლად რაიმეს ახსნისა, კითხვებს ვსვამ, რომელზეც, რა თქმა უნდა, ყველას თვისი პასუხი აქვს, ან საერთოდ არ აქვს.

ექნება კი, ვინმეს ჩემს კითხვებზე იგივე პასუხები რაც მე მაქვს?

ახლა სხვის დუმილზე დავფიქრდი და მივხვდი, ყველაზე მეტად დუმილი მაღიზიანებს ურთიერთობაში. სიტყვას ველი, თუნდაც არაფრისმთქმელს, მაგრამ სიტყვას, რომელიც მანუგეშებს, ნუთუ ასეთი ძნელია ერთი სიტყვის წარმოთქმა?

თავს უძლურად ვგრძნობ. იქნებ ასე ჯობდეს? იქნებ ასეა საჭირო? იქნებ ასეა დაწერილი? კითხვები მახრჩობს, პასუხი კი არ ჩანს.

მე და ჩემი მეორე მე ან იქნებ უფრო სწორი იყოს – მე და მე, რადგან რთული გასარკვევია რომელია პირველი და რომელი მეორე. მათ შორის მუდმივი კამათი შეიძლება ითქვას სასიამოვნოა, ხედავ როგორ იბადება ორი ან მეტი აზრიდან ერთი ჭეშმარიტება. თუმცა მე მაინც მგონია, რომ ჭეშმარიტება არ არსებობს, ჭეშმარიტება შეიძლება იყოს მხოლოდ ობიექტური აზრი, გაფილტრული ყოველგვარი სუბიექტივიზმისაგან. და ვინაიდან ადამიანი არის ადამიანი და არა გამომთვლელი მანქანა, მისგან ობიექტური აზრის მიღებას შეუძლებელად მიმაჩნია. ჭეშმარიტება ყველასთვის მისაღები უნდა იყოს, თქვენ კი დაფიქრდით არსებობს რაიმე აზრი რომელიც ყველასათვის მისაღები იქნება? მიუხედავად იმასა, რომ არსებობს რაღაც საკითხები, რომელშიც მეტ-ნაკლებად ყველა ვთანხმდებით, მე არ ვიცი ასეთი აზრი.

Read the rest of this entry »

რა არის სილამაზე?

ისევე როგორც გემოვნება ალბათ სილამაზეზე არ უნდა იდავო, თუმცა სწორედ სილამაზეზე და გემოვნებაზე დავობენ ყველაზე ხშირად. იცვლება ტენდენციები, იცვლება გემოვნება და იცვლება ობიექტის სილამაზის აღქმა. მრგვალი ფორმები, წვეტიანმა შეცვალა, მოდაშია სიგამხდრე. წვრილი ტუჩები შეიცვალა სქელით, წვრილი თვალები დიდი და მეტყველით, სწორი ცხვირი პატარამ და აბზეკილმა შეცვალა. და მივიღეთ 21-ე საუკუნის სილამაზე. ეს არის საუკუნე, როცა ყველას შეუძლია იყოს ისეთი როგორიც უნდა, რომ იყოს. ტენდენციებმა ადამიანები ერთმანეთს დაამსგავსა, ხშირად ორი-სამი ადამიანი ისე გავს ერთმანეთს, რთულია მათი გარჩევა. თუმცა ისინი ყველანი „ლამაზები“ არიან. Read the rest of this entry »

ძირს რადიკალიზმი!

უტოპიური ფრაზაა, რომელშიც ორი სიტყვა, ორი აზრი ერთმანეთს უპირისპირდება, თუმცა ზუსტად გამოხატავს ჩემს სათქმელს. ძირს რადიკალური მოთხოვნაა, რომელიც ამ შემთხვევაში რადიკალიზმის დაგმობას ითხოვს რადიკალურად.

მე არ ვარ რადიკალური! ვცდილობ მოვლენები ყოველთვის ორი, ამ მეტი მხრიდან შევაფასო, ვარ ლიბერალი, ხანდახან ზედმეტად შემწყნარებელი, როცა ვფიქრობ, რომ ყველას თავისი ცხოვრება აქვს და რაც უნდა ის შეუძლია აკეთოს; ხანდახან პირიქით შეუბრალებელი, როცა მგონია რომ ცხოველები იმიტომ არსებობებ, რომ ვჭამოთ და მათი ბეწვი გამოვიყენოთ სხეულის სითბოს შესანარჩუნებლად. ვცდილობ არასდროს შევიდე პოლემიკაში ადამიანებთან, რადგან მგონია რომ ყველას თავისი აზრის გამოხატვის უფლება აქვს. მაგრამ ხშირად მიწევს ჩემი აზრის გამოხატვისგან თავის შეკავება, იმიტომ რომ შეუბრალებელ ადამიანად წარმოვჩინდები ხოლმე, ხანდახან თავხედადაც, რადგან არ მგონია რომ ადამიანს ტრანსპორტში უნდა დავუთმო ადგილი მხოლოდ იმიტომ, რომ ის ჩემზე უფროსია (აქვე განვმარტავ, რომ ვგულისხმობ მხოლოდ ასაკობრივ სხვაობას და არა ჯანმრთელობის განსხვავებას). ზოგადად ვთვლი, რომ ყველა თანასწორია და მინდა ყველა ასე ფიქრობდეს, თუმცა ამ შემთხვევაშიც შევეწინააღმდეგები ხოლმე ჩემს თავს, მახსენდება ფოტო რომელზეც 3 ბიჭუნაა გამოსახული, რომლებიც ცდილობენ მაღალი ღობის მიღმა დაინახონ ფეხბურთის თამაში, ერთი მაღალია, მეორე საშუალო, ხოლო მესამე დაბალი. დაბალი და საშუალო ბიჭუნები ვერ წვდებიან ღობეს, რა მოხდება თუ მათ ყველს ერთნაირ შესაძლებლობებს მივცემთ? ანუ ყველას თანაბარი ზომის ყუთს, რომელზეც დადგებიან და მატჩს დაინახავენ. ამ შემთხვევაში მაღალ ბიჭს არ დასჭირდება ყუთი, საშუალო შეძლებს დანახვას, დაბლისთვის კი ყუთიც არ იქნება საკმარისი ღობის მიღმა თამაშის დასანახად. ამიტომ თაბარი რესურსები, ხშირად, თანაბარ შესაძლებლობებს არ გულისხმობს. შესაძლებლობა უნდა მივცეთ მას ვისაც ეს სჭირდება. თუ მაღალი ბიჭის ყუთსაც დაბალს მივცემდით, ყველა კმაყოფილი იქნებოდა და სამივე ბიჭი შეძლებდა ფეხბურთის მატჩის ყურებას. ამ ყველაფრიდან მე იმის თქმა მინდა, რომ ყველა თანასწორი ვერ იქნება, მე კი მინდა ჩემი შესაძლებლობა მივცე მას, ვისაც სჭირდება და არ გავფლანგო ის მისთვის ვისთვის ეს ზედმეტია. Read the rest of this entry »


Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 400 other followers

Follow Fish's Blog on WordPress.com