Fish's Blog

Archive for the ‘Photography’ Category

69

Posted on: September 25, 2014

რაღაც ამის მსგავსი

რაღაც ამის მსგავსი

მიუხედაბად იმისა, რომ ერთ წელზე მეტია ფოტო ჩემი სიამოვნებისთვის არ გადამიღია, ყოველდღიურად, არა ყოველწამიერად ვტკბები კადრებით, რომელიც ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ იბეჭდება.

რამდენიმე დღის წინ ღამით მომიწია შორ მანძილზე მგზავრობა, სამარშუტო ტაქსის წინა სავარძრლზე მოთავსებულმა ისეთი კადრები დავინახე, რომელიც მართლაც დამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერება, თუმცა გული მწყდება, რომ სხვებს ვერ ვუზიარებ. ისე ყველაფერი ხომ გემოვნების ამბავია, სხვებისთვის ჩემი აღქმული სილამაზე, მისტიკა თუ საოცრება შეიძლება გაუგებარ, ყოველდღიურ სურათად აღიქმებოდეს უმრავლესი ადამიანისათვის.

სრულ უკუნ წყვდიადში მიმავალი განათებული ავტოდან, ფარებით შორ მანძილზე განათებული გზა, ხეები და ამ ხეების ფოთლებში  ჩაფლული ლურჯი საგზაო ნიშანი, რომელზედაც მხოლოდ ორი ციფრია გამოსახული და რომელიც სრულ უკუნში მისტიურად ანათებს. მხოლოდ ამის გამოც ღირს მეთქი ცხოვრება გავიფიქრე და ვიგრძენი როგორ ჩამეღვარა გულში სითბო და ბედნიერება. მიხვდი, რომ ამ დედამიწაზე გატარებული ყოველი წამით დატკბობა დიდი ბედნიერებაა, წუწუნი და დროის ფუჭად კარგვა აუნაზღაურებელი დანაკარგი.

Advertisements

მინდა მოგიყვეთ დავალების შესახებ, რომლის მიზანი იყო შემექმნა ფოტონამუშევარი თემაზე – დასაწყისი.

ერთი შეხედვით მარტივი დავალება სულაც არ აღმოჩნდა ადვილი შესასრულებელი, ნებისმიერი ქმედება ცხოვრებაში იწყება დასაწყისით, იქნება ეს, თუნდაც, პოსტის დაწერა, ნახატის დახატვა, ნაბიჯის გადადგმა თუ წიგნის გადაშლა წასაკითხად. თუმცა მთვარი დასაწყისი, საიდანაც ჩვენ უბრალო მოკვდავები ვიწყებთ ყველაფერს, დაბადებაა. დაბადება ჩემთვის უდიდესი მოვლენაა, რომლის ფოტოზე ასახვა დიდ ცოდნას და პროფესიონალიზმს მოითხოვს, ამის გარეშე კი შეიძლება შეიძლება ბანალური და არაფრისმთქმელი გამოვიდეს. ვფიქრობ ჯერ-ჯერობით მე არ შემიძლია ასეთი ფოტოს გადაღება, ამიტომაც თავი შევიკავე ამ კადრის გადაღებისაგან. პირველი აზრის უკგდების შემდეგ ვიფიქრე რომ ნგრევა არის ერთგვარი დასაწყისი, ნგრევის შემდეგ იწყება შენება, შეიძლება იფიქროთ ნგრევას შეიძლება შენება არც მოჰყვესო, თუმცა ვფიქრობ, რომ ნგრევა თავის თავში მოიცავს დასაწყისს, რადგან ნგრებით მთავრდება რაღაც – დასასრული კი ამავე დროს დასაწყისს ნიშნავს შემთვის.
ნგრევა დინამიკაში აი ეს იქნებოდა კადრი სახელად დასაწყისი. ასეთი კადრი სამწუხაროდ ვერ ვიპოვე, შეიძლება არ მოვინდომე, ან უბრალოდ დრო ვერ გამოვნახე, თუმცა ახლა ამას რა მნისვნელობა აქვს.

ფიქრის შემდეგ მივხვდი რომ რაღაც ისეთი უნდა გადამეღო, რასაც ჩემს კვალს დავატყობდი, რაც იქნებოდა მინიმალისტური, მარტივი, და ამავე დროს არ ჩამოშორდებოდა მთავარ იდეას. ჩემი რამდენიმე ფოტო:

Tako Tkebuchava

Read the rest of this entry »

ჩამოვედი!

Diane Arbus

Posted on: July 30, 2010

 

დიანა არბუსი  (იგივე დიანა ნემეროვი)  იყო  რუსულ-ებრაული წარმოშობის  ამერიკელი ფოტოგრაფი. იგი იყო პირველი ფოტოგრაფი, რომელმაც გადაუხვია ტრადიციულ სტილს და დაიწყო ისეთი ადამინების გადაღება, რომლების დანახვა საზოგადოებაში ზიზღს, გაოცებას ან დაცინვას იწვევდა. ესენი იყვნენ ჯუჯები, გოლიათები, ტრანსვესტიტები, ნუდისტები და ცირკის მსახიობები.

Read the rest of this entry »

ERIC MARRIAN

Posted on: May 23, 2010

ჩემი ცხოვრების დევიზია ყველაფერი გენიალური მარტივია. ფოტოგრაფიაშიც ჩემი საყვარელი მიმდინარეობა მინიმალია, მარტივი და ამავდროულად გენიალური. მეც ცოტ-ცოტას ვცდილობ და გამომდისსავით, ერთიორი სურათი მომწონს ყოველშემთხვევაში. ამ ბოლო დროს რაღაც ძალიან დამაინტერესა NUDE ფოტოგრაფიამ. ვერც კი წარმომედგინა თუ ამ ორი მიმართულების გაერთიანება შეიძლებოდა. მაგრამ ჰოი საოცრებავ, დღეს ნამდვილი აღმოჩენა გავაკეთე და ERIC MARRIAN-ის NUDE-MINIMAL ფოტოებს წავაწყდი და გავოგნდი, აი ეს არის ნამდვილი ხელოვნება გავიფიქრე და პოსტი რომ არ დამეწერა არ შემეძლო.

თავად შეაფასეთ:


Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 400 other followers

Follow Fish's Blog on WordPress.com