Fish's Blog

Archive for the ‘Pink Floyd’ Category


“And I am not frightened of dying, any time will do, I

Don’t mind. Why should I be frightened of dying?

There’s no reason for it, you’ve gotta go sometime.”

“I never said I was frightened of dying.”


Advertisements

Time

Posted on: January 9, 2010


დღეს უკვე 9 იანვარია, დასასრულს უახლოვდება ჩემი საახალწლო არდადეგები.. გული მწყდება, ვერ გამიგია როგორ გავიდა ეს ორი კვირა (არადა არ დავმთვრალვარ უგონოდ , რომ არ მახსოვდეს:P).. დრო, დრო, დრო.. რატომ არ გვყოფნის არასდროს? რატომ გადის ასე სწრაფად როცა ძალიან გვჭირდება და რატომ გადის ასე ნელა როცა რაღაცას ველით? ან საერთოდ რა არის დრო? ამ კითხვებში გართულმა კვლავ მივუკაკუნე wikipedia-ს.. სად იყო და სად არა ფილოსოფიის ცნებებსა და ტერმინებში აღმოვაჩინე.. მართლაც უცნაური ფენომენია ეს დრო.. არა? ყველასთვის სხვადასხვანაერად გადის მაგრამ მაინ ყველასთვის ერთ ჩარჩოში – საათშია მოქცეული. აი რა აღმოვაჩინე..

დრო მატერიის არსებობის ერთ-ერთი ძირითადი ფორმაა, რომელიც მოვლენების კანონზომერი მონაცვლეობით გამოიხატება.

სივრცე და დრო განუყოფელადაა ერთმანეთთან დაკავშირებული: ყველაფერი ხომ სადღაც და ოდესღაც ხდება.

დრო არასდროს ჩერდება. ის ყოველთვის უცვლელი სიჩქარით მიდის.

და ამდაგვარი ყველასთვის ცნობილი ფაქტები, ვერ ვიპოვე ვერც ერთი პასუხი ჩემს კითხვებზე, მაგრამ არც ამაზე მინაღვლია, მე ხომ აგნოსტიცისტი ვარ.. (ამაყი)


Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 413 other followers

Follow Fish's Blog on WordPress.com