Fish's Blog

hqdefault

რამდენიმე თვის წინ აღმოვაჩინე ბენდი Medeski, Martin & Wood. მას შემდეგ ხშირად ვუსმენ, ლაივების მოსმენაც კი დავიწყე დღეს და გადავწყვითე გამეზიარებინა. ამ ამერიკული ჯაზ-ფანკ ბენდის წევრები არიან ჯონ მედესკი (კლავიში), ბილი მარტინი (დრამი) და კრის ვუდი (ბას გიტარა). Chick Corea-ას შემდეგ პირველი ჯაზ ბენდია, რომელიც ასე ძალიან მომეწონა, და იმის მიუხედავად, რომ თავს ჯაზის მსმენელად არ ვთვლი საოცრად მომინდა ამ ბენდის ლაივზე დასწრება და მათი შემოქმედების მთელი სხეულით შეგრძნება, გიზიარებთ იმას რამაც აღმაფრთოვანა პირველივე მოსმენისთნავე.

ხანდახან მგონია, რომ ჩემს გამოგონილ სამყაროში ვცხოვრობ, თევზების ჰოროსკოპის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის ალბათ ჩვეული პოზიციაა, ჩვენთვის ცხოვრება თითქოს ჩვენს მიღმა მიდის, და თითქოს გარედან ვაკვირდებით სხვისი თვალით ჩვენს მიერ განვლილე გზას, ჩვენს შეცდომებს თუ წარმატებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვცდილობ როგორმე მიწაზე მყარად დავდგე და რაღაცეები არ გამოვიგონო, თუმცა თურმე, ხანდახან პირდაპირ ნათქვამი სიტყვების უკან არაფერია, სიცარიელეა და ეს სიტყვები არაფერს ნიშნავს, გულდასაწყვეტია სხვა არაფერი, როცა ხვდები რომ თურმე კიდევ ერთი რაღაც გამოგიგონია.

ხშირად ვდუმვარ. არა იმიტომ, რომ სათქმელი არ მაქვს, არამედ იმიტომ, რომ უამრავი მაქვს სათქმელი, თანაც ისეთი სიტყვებით რომ ვერ გამოხატავ. როცა ხმას ვიღებ ცრემლი მადგება, მახრჩობს და ნაცვლად რაიმეს ახსნისა, კითხვებს ვსვამ, რომელზეც, რა თქმა უნდა, ყველას თვისი პასუხი აქვს, ან საერთოდ არ აქვს.

ექნება კი, ვინმეს ჩემს კითხვებზე იგივე პასუხები რაც მე მაქვს?

ახლა სხვის დუმილზე დავფიქრდი და მივხვდი, ყველაზე მეტად დუმილი მაღიზიანებს ურთიერთობაში. სიტყვას ველი, თუნდაც არაფრისმთქმელს, მაგრამ სიტყვას, რომელიც მანუგეშებს, ნუთუ ასეთი ძნელია ერთი სიტყვის წარმოთქმა?

თავს უძლურად ვგრძნობ. იქნებ ასე ჯობდეს? იქნებ ასეა საჭირო? იქნებ ასეა დაწერილი? კითხვები მახრჩობს, პასუხი კი არ ჩანს.

How I made my handmade paint box.

Read the rest of this entry »

მე და ჩემი მეორე მე ან იქნებ უფრო სწორი იყოს – მე და მე, რადგან რთული გასარკვევია რომელია პირველი და რომელი მეორე. მათ შორის მუდმივი კამათი შეიძლება ითქვას სასიამოვნოა, ხედავ როგორ იბადება ორი ან მეტი აზრიდან ერთი ჭეშმარიტება. თუმცა მე მაინც მგონია, რომ ჭეშმარიტება არ არსებობს, ჭეშმარიტება შეიძლება იყოს მხოლოდ ობიექტური აზრი, გაფილტრული ყოველგვარი სუბიექტივიზმისაგან. და ვინაიდან ადამიანი არის ადამიანი და არა გამომთვლელი მანქანა, მისგან ობიექტური აზრის მიღებას შეუძლებელად მიმაჩნია. ჭეშმარიტება ყველასთვის მისაღები უნდა იყოს, თქვენ კი დაფიქრდით არსებობს რაიმე აზრი რომელიც ყველასათვის მისაღები იქნება? მიუხედავად იმასა, რომ არსებობს რაღაც საკითხები, რომელშიც მეტ-ნაკლებად ყველა ვთანხმდებით, მე არ ვიცი ასეთი აზრი.

Read the rest of this entry »

Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 400 other followers

Follow Fish's Blog on WordPress.com