Fish's Blog

Posts Tagged ‘აზრი

ერთ რამეს მივხვდი, თუმცა დიდი ფიქრი არ დამჭირდა ამის მისახვედრად, უბრალოდ მომინდა დამეწერა.

მივხვდი, რომ ყველა ადამიანი ერთსა და იმავე მოვლენას სხვადასხვანაირად აღიქვამს, ეს კი უკვე ამ ადამიანის ხასიათზე დამოკიდებული. პესიმისტები ყველაფერში მუდამ ცუდს ხედავს, რეალისტები რა ხალხია მე არ ვიცი (ჩემი აზრით შეუძლებელია ადამიანმა, ცოცხალმა მოაზროვნე არსებამ, სუბიექტმა, ინდივიდმა შეაფასო მოვლენა ობიეტურად , თუ არ ხარ კომპუტერი ან გამომთვლელილი მანქანა). ოპტიმისტები ცდილობენ კარგი დაინახონ, თუნდაც უარყოფითში. მე ვცდილობ  ვიყო ოპტიმისტი, სხვის ნათქვამში კარგი დავინახო, ვიფიქრო რომ ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება. და თუ რამე არ მოხერხდა ესეც უკეთობისკენაა. შეიძლება ბევრმა სულელად ჩამთვალოს, ადამიანად , რომელსაც საკუთარი აზრი არ გააჩნია. მაგრამ ასე ბევრად მარტივია ცხოვრება, მითუმეტეს პრობლემებით და სტრესული სიტუაციებით გადატვირთულ ჩვენს სამყაროში.
დღეს უამრავი პოსტი წავიკითხე FB-ზე სადაც აკრიტიკებენ სხვის აზრებს, რომ სულელია, ამან რა შეიძლება ილაპარაკოს, საერთოდ რატომ აქვს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით აზრის ქონის ამბიცია და ა.შ. აი თქმის და აზრის გამოხატვის უფლება კი, მემგონი, ნამდვილად ყველას აქვს, იმის უფლებაც ყველას აქვს აკრიტიკოს და სულელი უწოდეს ასეთ ადამიანს. მე უბრალოდ იმის თქმა მსურს, რომ ბოროტება შობს ბოროტებას, სიტყვას უდიდესი ძალა აქვს, ამიტომ, დავფიქრდეთ სანამ რამეს ვიტყვით და იმაზეც რა გავლენა ექნება ამას გარშემომყოფებზე. ხანდახან ჩვენთვის სულელმა ადამინმაც, შეიძლება გამოთქვას საღი აზრი. თუმცა საღი აზრის არსებობა კიდევ სათუო საკითხია. არ არსებობს სწორი და არასწორი, არსებობს ჩემი და შენი.

თევზობა! ისევ მიტევს. რამდენი ხანია პოსტი არ დამიწერია, ახლა ისე მომინდა ამოვანთხიო, ყელში ბურთივით მაქვს გაჩხერილი.

ისევ ფიქრები ამაოებაზე.
დამღლელია.
უინტერესო.
მომაბეზრებელი.
”იცხოვრე დღევანდელი დღით და იყავი მხიარული” – საუკეთესო რჩევა, რომლის შესრულება თითქმის შეუძლებელია.

Read the rest of this entry »


Me & Me

არქივი

გამოიწერეთ ახალი პოსტები!
დააკლიკეთ და ახალი პოსტის შესახებ ინფორმაციის მიიღებთ EMAIL-ზე.

Join 400 other followers

Follow Fish's Blog on WordPress.com